Thursday, February 16, 2012

„რადიკალი“ თავის პირველ სუპერ ავტომობილზე მუშაობს (ვიდეო)

Radical RXC Coupe first look by Sport Auto
16 თებერვალი
ბრიტანული კომპანია „რადიკალ სპორტსქარზი“ თავისი სარბოლი ავტომობილებითაა ცნობილი, რომლებსაც ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, წრის აბსოლუტური რეკორდი ორჯერ აქვთ დამყარებული. დღემდე „რადიკალ სპორტსქარზი“ მხოლოდ ღია, სპაიდერის ტიპის ავტომობილებს აწარმოებდა. მაგრამ მალე მის საწარმოო პროგრამაში დახურულკოკპიტიანი, ეგრეთ წოდებული პროტოტიპის კლასის ავტომობილი გამოჩნდება.

„რენო“ ახალ ლუქს მოდელს „მერსედესის“ პლატფორმაზე შეიმუშავებს

Renault to Build a New Luxury Model Based on a Mercedes Platform
16 თებერვალი
„რენო-ნისანის“ ალიანსი „დაიმლერის“ ლუქს კლასის მწარმოებელ კომპანია „მერსედეს-ბენცთან“ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებს. სულ უფრო მატულობს იმ პროექტების რაოდენობა, რომლებზეც ისინი ერთობლივად მუშაობენ.

„პორშემ“ თავის ახალ კომპაქტურ ქროსოვერს „მაკანი“ უწოდა

Porsche Names its Upcoming Compact SUV "Macan"
16 თებერვალი
როგორც ახლახანს გაირკვა, „როპშე“ თავის სრულიად ახალ ავტომობილს, კომპაქტურ ქროსოვერს, რომელსაც აქამდე „კაიუნის“ სახელით მოვიხსენიებდით, სულ სხვა სახელით გაგვაცნობს. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილს „მაკანი“ (მალაიზიურად რაც თურმე ვეფხვს ნიშნავს) უწოდა და იმავდროულად, მისი პირველი ესკიზიც გამოაქვეყნა.

ფეტელი: რაიკონენი შეიძლება ტიტულის მოცილე გახდეს

Raikkonen could be 'serious' title opponent
16 თებერვალი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი თვლის, რომ ამ სეზონში, მისი მეგობარი კიმი რაიკონენი შეიძლება ტიტულის ერთ-ერთი მოცილე გახდეს. გერმანელი და ფინელი მრბოლები ერთმანეთს ჯერ კიდევ მანამ დაუმეგობრდნენ, სანამ სანამ რაიკონენი ფ1-ს დატოვებდა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაერთვებოდა. ისინი ხანდახან შვეიცარიაში ხვდებოდნენ ერთმანეთს (იქ ორივეს სახლი აქვს) და ბადმინტონის თამაშით იქცევდნენ თავს.

ჰამილტონს MP4-27 არ მოეწონა

Hamilton 'disappointed' with 2012 McLaren
16 თებერვალი
ლუის ჰამილტონი ხერესის ტესტების შემდეგ უკმაყოფილოა. მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ტესტების დასრულების შემდეგ ამაზე არ ლაპარაკობდა, თუმცა ახლახანს, გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას აღიარა, რომ „მაკლარენMP4-27-ის“ მართვადობა უკეთესის სურვილს უტოვებს. მისი თქმით, მანქანა სწრაფ მოსახვევებში ძნელად სამართავია. მან აღიარა, რომ საუკეთესო შედეგი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ავზში მინიმალური საწვავი ესხა.

FIA-მ ფორმულა ერთის კალენდარი დაამტკიცა