Friday, July 20, 2012

„ფასელ ვეგა“ - ფრანგული „როლსი“, თუ რაღაც ამგვარი

Facel Vega revival in the works?
20 ივლისი

ფრანგული კომპანია „ფასელ ვეგა“ ახლახანს აღადგინეს და რა თქმა უნდა, ამ მარკით ავტომობილების წარმოებაც იგეგმება. ისევე როგორც ოდესღაც, როცა „დელაესა“ და „ბენტლისთვის“ ძარებს აწარმოებდა, ამჯერადაც „ფასელი“ ულტრა ლუქს კლასში იმუშავებს. ოღონდ, ძველებურად მარტო ძარებზე კი არ იქნება სპეციალიზებული, არამედ საკუთარ მოდელებს გამოუშვებს.

„ლოტუსმა“ შესაძლოა გერმანიაში ორმაგი DRS არ გამოიყენოს


Lotus unlikely to race double DRS system in the German Grand Prix
20 ივლისი
ჰოკენჰაიმზე, გერმანიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე, „ლოტუსმა“ პირველად გამოიყენა ეგრეთ წოდებული ორმაგი DRS, რომლის პიონერიც „მერსედესია“. თუმცა უამინდების გამო, ამ სისტემის რეალური ტესტირება შეუძლებელი გახდა, რის გამოც, გუნდი კვალიფიკაციასა და რბოლაში მის გამოყენებაზე ორჭოფობს.

ელექტრომობილი „ვოლვო C30“ ჩინეთის წლის მწვანე ავტომობილია

All-Electric Volvo C30 - Green Car of the Year in China
20 ივლისი
ჩინეთში, გადაადგილების ახალი ენერგიის მე-4 სამიტზე, წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილის საპატიო წოდება, „ვოლვოს“ ელექტრომობილ C30-ს მიენიჭა. კონკურსში სულ 15 მანქანა მონაწილეობდა, რომლებსაც ტესტები ასი დღის განმავლობაში, ქალაქ შანჰაის ქუჩებში უტარდებოდა.

„MG როუდსტერი“ ღია ქროსოვერის სახით დაბრუნდება

MG Roadster back as SUV
20 ივლისი
ბრიტანული კომპანია „MG მოტორსი“, რომელიც ამჟამად ჩინურ „შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნს“ (SAIC-ს) ეკუთვნის, გამოუშვებს ქროსოვერს, რომელსაც რბილი, დასაკეცი სახურავი ექნება. ახალი ავტომობილი, პეკინის წლევანდელ ავტო შოუზე ნაჩვენები კონცეპტუალური „აიკონის“ სტილში შესრულდება.

მეორე პრაქტიკაზე მალდონადომ იყოჩაღა

Button fastest, Schumacher crashes
20 ივლისი
თავისუფალი პრაქტიკების მთავარი მოქმედი პირი... წვიმაა. როგორც ჩანს, ღრუბლები პელოტონს ალბიონიდან გერმანიაშიც გამოჰყვა და ტრასა კარგად დანამა. მეორე პრაქტიკაზე იმდენად ძლიერად იწვიმა, რომ პირველი პრაქტიკის დროები დაახლოებით 10 წამით გაუარესდა.

სველ ჰოკენჰაიმზე ყველას ბატონმა აჯობა

Button fastest in rain-hit first practice
20 ივლისი
„მაკლარენმა“ გერმანულ ეტაპზე რამდენიმე სიახლე ჩაიტანა და ეს ფორმალურად მისი პილოტების შედეგებზეც აისახა - ჯენსონ ბატონმა საუკეთესო, ლუის ჰამილტონმა კი მეორე საუკეთესო დრო აჩვენეს. მაგრამ რეალურად, ეს მათი მანქანის მოფიდფიცირების დამსახურება ნაკლებად უნდა იყოს - წვიმდა და ამ დროს რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.