Friday, September 7, 2012

„მორგან სტენლი“ „ჯენერალ მოტორსს“ „ოპელის“ გაყიდვას ურჩევს

GM needs to dump Opel, Morgan Stanley says
7 სექტემბერი

მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებელ კრიზისში მყოფი „ოპელის“ შენარჩუნება, „ჯენერალ მოტორსს“ მილიარდობით დოლარი უჯდება, ამერიკული კომპანია მის გაყიდვას მაინც არ აპირებს. პირიქით, ხარჯების შესამცირებლად და ქარხნების პოტენციალის უკეთ ასათვისებლად, გენერლებმა „PSA პეჟო სიტროენთან“ ალიანსიც კი ჩამოაყალიბეს.

ძანარდიმ მეორე ოლიმპიური ოქროც მოიპოვა

Alessandro Zanardi wins bunch sprint to claim second gold
7 სექტემბერი
ალესანდრო ძანარდი ორგზის პარალიმპიური ჩემპიონი გახდა. ხელის პრდლიანი ველოსიპედებით საგზაო რბოლაში, მას ავტომრბოლის თვისებები გამოადგა - ბრენდს ჰეჩის ავტოდრომის ბოლო მოსახვევიდან გამოსულმა, ოპტიმალური ტრაექტორია შეარჩია და ჯგუფურ სპრინტში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

„ლენდ როვერმა“ „დეფენდერი“ გაამრავალფეროვნა

2013 Land Rover Defender Introduces New Colors and Options
7 სექტემბერი

ოღონდ, განახლება მინიმალურია - ეს ავტომობილი უკვე ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად არ იცვლება და მისი რადიკალური სახეცვლილება მოსალოდნელი არც იყო. ეგ კი არა, ძალიან გასაკვირი იქნება, თუ ახალი „დეფენდერის“ გამოშვების შემდეგ, ბრიტანული კომპანია ძველის წარმოებას შეწყვეტს...

ბატონი ჰამილტონის „მაკლარენში“ დარჩენას მოელის


Button expects Hamilton to stay at McLaren
7 სექტემბერი
ჯენსონ ბატონი ფიქრობს, რომ მომავალ სეზონშიც მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი იქნება, ვინც არც კი ცდილა იმ გავრცელებული ხმების უარყოფას, რომელთა მიხედვითაც, მომავალ სეზონში მას „მერსედესში“ ვიხილავთ.

„ტოიოტა“ ჩინეთში გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

Toyota Planning to Double China Sales by 2015
7 სექტემბერი
შარშან „ტოიოტამ“ ჩინეთში 900 000 ავტომობილის რეალიზება შეძლო, მაგრამ იაპონური კომპანია ამას არ სჯერდება და 2015 წლისთვის გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. ამის შესახებ, ჩინურ ქალაქ შენდუში გამართულ საავტომობილო კონფერენციაზე, „ტოიოტას“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა აცუში ნიიმიმ განაცხადა.

ინტერნეტში „მინი პეისმენის“ ბუნდოვანმა ფოტოებმა გაჟონა

Mini Paceman photos leaked ahead of debut
7 სექტემბერი
 როგორც ჩანს, ეს გაჟონვა თავად „მინის“ მოწყობილია, ოღონდ ამისათვის შუამავლად თავისივე ფან-ჟურნალ „მინი სპეისი“ გამოიყენა. ჟურნალისგან ფოტოები „მოტორინგფაილ.კომ-მა“ მოიპოვა, მაგრამ ძალიან მალე, გამოცემას „მინისგან“ თხოვნა მიუღია, რომ ეს ფოტოები ამოეღო. რაზეც თანხმობა მიიღო. თუმცა, ინტერნეტში რამდენიმე წუთიც საკმარისია იმისათვის, რომ ინფორმაცია სხვებმაც აიტაცონ. და „პეისმენის“ ამ ფოტოებმაც სწორედ ასე, ხელიდან ხელში გაიარა და ჩვენამდეც მოაღწია...

შუმახერის ვარიანტები


Schumacher - A Viable Replacement for Massa at Ferrari
Michael Schumacher tipped for Mercedes team role if he retires from Formula 1
7 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში, ფ1-ის პადოკში გავრცელებული ჭორების მთავარი პერსონაჟი ლუის ჰამილტონია, ეს ჭორები მაინც მიხაელ შუმახერთანაა დაკავშირებული, რადგან ჰამილტონის „მერსედესში“ გადასვლა, გერმანელი მრბოლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

პრაქტიკებზე ჰამილტონმა შუმახერისგან ესტაფეტა მიიღო

Hamilton focuses on going fastest at Monza
7 სექტემბერი
საინტერესოა, „მერსედესში“ მის ადგილსაც ხომ არ დაიკავებს? ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ ასეთი პარალელის გავლებაც ბუნებრივად მოსჩანს. არადა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. პირველი პრაქტიკის შემდგ, „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მიხაელ შუმახერს გუნდის მმართველობაში შესთავაზონ ადგილი. ირიბად ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამქიმიანები დიდი გერმანელის წასვლისთვის ემზადებიან. და თუ ასეა, მაშინ ლუის ჰამილტონის მათთან შესაძლო გადასვლის ხმებს რეალური საფუძველი ჰქონია.

ჰამილტონს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია


Lewis Hamilton insists no decision made on his Formula 1 future
7 სექტემბერი
იტალიის დიდ პრიზზე, ჯერჯერობით მთავარი თემა, ლუის ჰამილტონის მომავალია. სხვადასხვა სანდო ვერსიით, ის „მერსედსში“ გადასვლას აპიებს. „მაკლარენი“ ამ ხმებს ჭორებს უწოდებს, თავად ჰამილტონმა კი განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შუმახერი ცხრილის სათავეში

Michael Schumacher leads first practice for Mercedes
7 სექტემბერი
ბოლოს და ბოლოს, მიხაელ შუმახერი ცხრილის სათავეში ვიხილეთ. ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპოიონმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა კვარცხლბეკზე ასვლა, უმაღლეს საფეხურზე კი ჯერ არ მდგარა. მაგრამ ვინ იცის, იქნებ, თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთეო დროის ჩვენება, მომავალი გამარჯვების რეპეტიცია იყო?