Audi developing new Q1, Q4 crossovers
16 ივნისი
ზუსტად ჯერ არავინ იცის, გამოუშვებს თუ არა „აუდი“ Q1 და Q4 ქროსოვერებს, მაგრამ გერმანული კომპანიის ბოლო წლების მიდრეკილება, რომელიც თავისი საწარმოო პროგრამის უგზოობის ავტომობილებით შევსებაში გამოიხატება, სწორედ ასეთი ვარაუდისკენ გვიბიძგებს. და ინტერნეტშიც ამაზე ხშირად ლაპარაკობენ.
ცნობისათვის, „აუდიმ“ პირველი უგზოობის ავტომობილი 2005 წელს გამოუშვა. ეს იყო Q7, რომელიც პლატფორმას „ფოლკსვაგენის“ „ტუარეგთან“ და „პორშეს“ „კაიენთან“ იყოფს. მას შემდგ ხუთ წელზე მეტი გავიდა და ამ დროში, ინგოლშტადტელებმა ამავე კლასის კიდევ ორი ავტომობილი - Q5 და ახლახანს Q3 გამოუშვეს (ფოტოზე). აშკარაა - ტენდენცია დაპატარავებისკენ მიდის.
მალე კი „აუდი“ უგზოობის ავტომობილებით თავის გატაცებას კიდევ ერთი შტრიხით შეავსებს და ეს შტრიხი, მათი სპორტული ვერსიების წარმოების დაწყებაა. ამ მიმართულებით პირველი ალბათ Q6 გახდება, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ უგზოობის კუპე X6-ს უნდა გაუწიოს.