Monday, November 21, 2011

„ფიატ–კრაისლერის“ შეფი 2014 წელს 6 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Marchionne expects 6 million sales for Fiat-Chrysler in 2014
21 ნოემბერი
„ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე (ფოტოზე) მოელის, რომ წელს ორივე კომპანიის გაყიდვების ჯამური მოცულობა 4.2 მილიონ ავტომობილს მიაღწევს, სამი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 6 მილიონამდე გაიზრდება.

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში ელექტრომობილებს გამოუშვებს

Volkswagen aims to make EVs in China in 2013
21 ნოემბერი
„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში 2013 წელს ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. „ფოლკსვაგენ ჩაინას“ შეფ კარლ–თომას ნოიმანის განცხადებით, მისი კომპანია ამ ავტომობილებს, ჩინელ პარტნიორებთან ერთად გამოუშვებს. ეს გადაწყვეტილება ვოლფსბურგელებმა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში, ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღეს. ნოიმანის თქმით, ორი ელექტრომობილის წარმოება იგეგმება, რომელთა სვლის სიშორეც (ერთ დამუხტვაზე), 100–დან 200 კილომეტრამდე იქნება.

„ფერარი“ თავისი ავტომობილების კოლექციონერთა კლუბს ქმნის

Ferrari plans new club to help loyal owners buy limited edition cars
21 ნოემბერი
„ფერარი“ მის მიერ წარმოებული ავტომობილების კოლექციონერთა კლუბს ქმნის, რომლის წევრებსაც შანსი ექნებათ, პირველებმა შეიძინონ ის ავტომობილები, რომლებსაც მარანელოელები ძალიან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ. კლუბში გაწევრიანებას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომელთა ფარეხშიც, სხვადასხვა წლებში გამოშვებული მინიმუმ ხუთი „ფერარი“ დგას. იტალიური კომპანიის ვარაუდით, მთელს მსოფლიოში სულ 300 ადამიანია, ვინც ხუთ, ან მეტ „ფერარის“ ფლობს.