Thursday, April 26, 2012

გოჩა ქსოვრელი ახალ პროექტს იწყებს


26 აპრილი
ეს პროექტი ჯერ მხოლოდ ამ ესკიზების დონეზე არსებობს, ანუ რამდენიმე დღის დაწყებულია. ჯერ სახელიც კი არ აქვს. მაგრამ ესკიზებიც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ავტოგურმანთა დაინტერესება გამოეწვია. ჩვენთვის კარგად ცნობილი დიზაინერი (მისი წინა ნამუშევარი იხილეთ ლინკზე http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html) მალე თაბაშირისგან ამ ავტომობილის მასშტაბური მოდელის სკულპტურის შემუშავებას დაიწყებს და დიზაინსაც თანდათან დახვეწს. შემდგ კი რეალური ავტომობილის შექმნის ჯერიც დადგება...

„ოპელის“ კრიზისიდან გამოყვანას დრო დასჭირდება


Akerson: Opel will take time to turn profit
26 აპრილი
„ჯენერალ მოტორსის“ მთავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი (ფოტოზე) არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, „ოპელის“ კრიზისიდან გამოსაყვანად, გერმანული კომპანიის ზოგიერთი ქარხნის დახურვა გარდაუვალი გახდეს. ამასთან, „ოპელის“ მომგებიან ბიზნესზე გადასაყვანად გარკვეული დრო იქნება საჭირო.

როცა პონი დინოზავრზე დიდია


GM's Spark-o-Graphic Compares America's 1970's Sedans with Today's Small Cars
26 აპრილი
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით... მაგრამ ამ ფოტოზე, რომელიც „ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ახალი მინიავტომობილის რეკლამირებისთვის გამოაქვეყნა, რაღაც ამგვარის თქმა შეიძლება. კარგად დააკვირდით და მიხვდებით, თუ რატომ...