Tuesday, January 10, 2012

ჯუჯა პიკაპი „სმარტისგან“

Smart For-Us Concept Debuts at the 2012 Detroit Motor Show
10 იანვარი
ამ ავტომობილის ფოტო ტიზერები კარგა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა დეტროიტის ავტო შოუზე მან მაინც ყველა გააოცა. კომპანია „სმარტი“ აქამდე მხოლოდ საქალაქო ჯუჯა ავტომობილებს უშვებდა, სხვა ტიპის ავტომობილებზე კი მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებს. სწორედ ასეთი ექსპერიმენტია დეტროიტში წარმოდგენილი ჯუჯა პიკაპი „ფორ–Us“, რომელიც იმიტაც გამოირჩევა, რომ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავისგან ღებულობს.

„ოპელ ამპერა“ წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაზეა ნომინირებული

Opel Ampera nominated for Car of the Year 2012 (ოპელის ინფორმაცია)
10 იანვარი
ზედიზედ მეოთხე წელია, „ოპელმა“ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის კონკურსის ფინალში გააღწია. ამჯერად, ამ საპატიო წოდებისთვის, პლაგ–ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ოპელ ამპერა“ იბრძვის.

„ფოლკსვაგენმა“ „ტოიოტას“ გადაასწრო

VW reports 2011 sales above 8 million; passes Toyota
10 იანვარი
„ფოლკსვაგენმა“ გასული წლის გაყიდვები შეაჯამა, რომელმაც აჩვენა, რომ გერმანული კომპანიის ჯგუფმა, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, 8–მილიონიანი ბარიერი გადალახა. ამგვარად, მან უკან მოიტოვა „ტოიოტა“ და მჭიდროდ მიუახლოვდა „ჯენერალ მოტორსს“, რომელიც მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს.