Friday, July 27, 2012

„ნისანმა“ შეიძლება შემდეგი თაობის GT-R არ გამოუშვას

Next-Generation Nissan GT-R Might Not Happen
27 ივლისი

გამოცემა „ინსაიდ ლაინი“, მის მიერ დაუსახელებელი წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შესაძლოა, „ნისანმა“ პოპულარულ GT-R-ის ახალი თაობის კუპე აღარ გამოუშვას. წყარო ირწმუნება, რომ „ნისანის“ მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს, პროექტზე მუშაობის დაწყების ნებართვა ჯერ არ გაუცია და არაა გამორიცხული, რომ არც გასცეს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ GT-R ერთჯერად პროექტად დარჩება.

შუმახერი, წვიმა და საბურავების კედელი

Michael Schumacher plays down Hungarian Grand Prix practice crash
27 ივლისი
დიდი პრიზების ცირკს წვიმა უნგრეთშიც არ ეშვება. მართალია, ჰუნგარორინგის გზის საფარი ტროპიკულმა წვიმამ სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ასველა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ფ1-ის ყველაზე ტიტულოვან მრბოლს შეცდომის დაშვებაში „დახმარებოდა“.

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდი“ – 5.0 ლიტრი 100 კილომეტრზე...


New Ford C-MAX Hybrid Scores 47mpg City and 44mpg Highway, Beats Prius V by at Least 3mpg
27 ივლისი

...თანაც ქალაქში და ამ მაჩვენებლით, ის „ტოიოტა პრიუს V-ზე“ ეკონომიურია. ქალაქგარეთ მოძრაობისას, ცისფერი ოვალის ჰიბრიდული მინივენი ოდნავ მეტ, 100 კილომეტრზე 5.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. შედარებისთვის, „ტოიოტას“ ჰიბრიდული მინივენისძარიანი „პრიუსი“ ქალაქში 5.3 ლიტრს წვავს, ქალაქფარეთ კი - 5.6 ლიტრს. და ეს იმ დროს, როდესაც „C-მაქს ჰაიბრიდის“ აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 188 ცხენის ძალაა, ტოიოტას ჰიბრიდული მინივენისა კი - 134 ცხენის ძალა.

ჰამილტონი წვიმიან ჰუნგარორინგზეც უსწრაფესია

Lewis Hamilton on top in rain-hit second practice for the Hungarian Grand Prix
27 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის დროს წვიმა იშვიათობაა, მაგრამ ამჯერად, მეორე პრაქტიკაზე გაწვიმდა. თუმცა, ამან ლუის ჰამილტონს, წინა პრაქტიკის (თავისივე) საუკეთესო დროის გაუმჯობესებაში ხელი მაინც ვერ შეუშალა. სამაგიეროდ, „რედ ბული“ ისევ პელოტონის შუაშია.

„ფერარი“ მასასთან კონტრაქტის გაგრძელების ოპციას არ გამოიყენებს

Ferrari lets 2013 Massa contract 'option' expire
27 ივლისი

ეს ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიური გუნდი აღარ აპირებს ბრაზილიელი პილოტის შენარჩუნებას. უბრალოდ, მას „სუფთა ფურცლიდან“ დაელაპარაკება. ანუ, მომავალ სეზონში, თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, მიმდინარე კონტრაქტის პირობების შესრულება მარანელოელებს აღარ მოუწევთ.

60 ცალი „ფერარი F40“ ერთად სილვერსტოუნზე (ვიდეო)

ანუ, წითელი ციებ-ცხელება...
What 60 Ferrari F40s look (and sound) like
27 ივლისი
„ფერარის“ ავტომობილების მფლობელთა ბრიტანულმა კლუბმა, სილვერსტოუნის ავტოდრომზე სპეციალური აღლუმი ჩაატარა, რომელსაც იტალიური კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის - F40-ის 60-მდე ეგზემპლარს მოუყარა თავი.

ჰამილტონს პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო აქვს

Hamilton fastest while Red Bull struggle
27 ივლისი
„ფერარის“ ფეისბუკის გვერდზე პირველ პრაქტიკას შესწავლის სესია უწოდეს. ასეცაა, პილოტები ახლა აკვირდებიან, „პიელის“ საბურავები როგორ მუშაობს მზით გახურებულ ჰუნგარორინგის ასფალტზე. და შესაბამისად, ისევე როგორც სხვაგან, მათს დროებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და მაინც, ამ „სწავლის“ დროს, ჩემპიონატის ლიდერომა ფერნანდო ალონსომ მესამე დრო დააფიქსირა.