Friday, February 10, 2012

„ტოიოტა“ ჟენევაში ხუთ ჰიბრიდს გამოფენს

New FT-Bh Affordable City Car Concept Leads Toyota’s Geneva Motor Show Lineup
10 თებერვალი
შარშანდელი წარუმატებელი წლის შემდგ, „ტოიოტას“ აქცენტი ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილ ავტომობილებზე გადააქვს. ჟენევის მოტორ შოუსთვის, იაპონურ კომპანიას ექვსი ექსპონატი აქვს მომზადებული, რომელთაგან ხუთი ჰიბრიდია. მათ შორისაა საქალაქო ავტომობილი, კოდური სახელწოდბით FT-Bh, რომლის ესკიზებიც ინტერნეტით გავრცელდა.

„ბერტონე“ ასწლოვანი იუბილესთვის ემზადება

Bertone Returns to Geneva to Celebrate its 100th Anniversary with Nuccio Concept
10 თებერვალი
ლეგენდარული იტალიური დიზაინ ატელიე „ბერტონე“, დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის მოტორ შოუსთვის, კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ნუჩო“ მოამზადა, რომლის ჯერ მხოლოდ ესკიზები გამოაქვეყნა.

ხერესის ტესტების მეოთხე დღე ალონსოსია

Alonso ends final day of Jerez test on top
10 თებერვალი

როგორც იქნა, ფერნანდო ალონსოს და „ფერარის“ ფანებსაც მიეცათ სიხარულის საბაბი - ესპანურ-იტალიურმა ტანდემმა ხერესის ტესტების მეოთხე დღე ცხრილის სათავეში დაასრულა და ამით თავიანთ ქომაგებს იმის იმედი ჩაუსახა, რომ F2012 კონკურენტუნარიანი მანქანაა.

ლატვალა ლიდერობს, ლოები თოვლის გროვას შეეჯახა

Latvala leads after Loeb hits Swedish snow bank
10 თებერვალი

შვედეთში სტარტი აიღო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპმა, რომლის პირველი დღის შემდეგაც, რბოლას სათავეში ფინელი იარი-მატი ლატვალა მოექცა. დათოვლილ გზებზე სკანდინავიელი პილოტები ყველაზე სწრაფები არიან - ჯერჯერობით, პირველი ოთხეული სწორედ მათს ხელშია. ლატვალა 16.8 წამს უგებს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ფინელ მიკო ჰირვონენს, მესამეზე კი ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია.