Saturday, September 15, 2012

ალონსო: ჰამილტონი მართალია, „მაკლარენიდან“ წასვლას რომ ფიქრობს


Hamilton right to consider leaving McLaren – Alonso
15 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ ლუის ჰამილტონი სწორად იქცევა, „მაკლარენიდან“ წასვლაზე თუ ფიქრობს. ბრიტანელ მრბოლთან ერთად, მან „მაკლარენში 2007 წლის სეზონი გაატარა, რომელიც ორივემ მეორე ადგილზე, ერთნაირი ქულებით დაასრულა. შემდეგ კი გუნდი სკანდალით დატოვა.

„ჰიუნდაიმ“ ბრაზილიისთვისაც მოიცალა


Hyundai Targets Brazilian Market with New 2013 HB20 Supermini
15 სექტემბერი
„ჰიუნდაი“ გლობალური მასშტაბით მიღწეულ წარმატებებს არ სჯერდება და მისთვის ჯერჯრობით მეორე და მესამეხარისხოვან ბაზრებზეც აქტიურდება. ასეთთა შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ბრაზილიური ბაზარია, რომელზეც კორეულმა კომპანიამ სუბკომპაქტური ჰეჩბეკი HB20 წარადგინა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-5 ეტაპი (15-09)

სამწუხაროდ, მაყურებლის გარეშე
15 სექტემბერი
რუსთავის რბოლის მონაწილე ერთ-ერთ რუს პილოტს თავისი მექანიკოსისთვის უკითხავს - ამ ბიჭებს ეტყობა, ოჯახები არ ჰყავთ, ასე თავზეხელაღებულები რომ არიანო... ის ლეჯენდსის კლასში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მრბოლებს გულისხმობდა. ასეთი კი რამდენიმეა და მათ ოჯახები ჰყავთ! ისინი რბოლებში ბოლომდე იხარჯებიან, საკუთარივე აღიარებით, ხშირად რისკავენ და მაყურებელსაც კარგ სანახაობას უწყობენ. მაყურებელი ვახსენეთ და სამწუხაროდ, იმ შესანიშნავ რბოლებს, რომლებიც რუსთავის ახალ ავტოდრომზე ყოველთვიურად ტარდება, ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს...