Friday, June 22, 2012

ლე მანზე წესები იცვლება


Le Mans rule changes for 2014 announced, engine restrictions eased
22 ივნისი
„აუტომობილ კლუბ დე ლ’უესტმა“ (ACO), რომელიც ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორია, 2014 წლიდან, რბოლის წესებში ცვლილებები შევა. ჯერ ახალი რეგლამენტი ჩამოყალიბებული არაა, თუმცა გამოცემა „რეისქარ ენჯინეარინგი“ გვატყობინებს, რომ ყველაზე პრესტიჟული, LMP1 კლასის ავტომობილები, მაქსიმალურად მიუახლოვდება საგზაო ავტომობილებს. ამასთან, ახალი რეგლამენტის წყალობით, რბოლები უფრო მიმზიდველი და დაძაბული გახდება.

„მაკლარენში“ ბატონის პრობლემების მიზეზს მიაგნეს


McLaren thinks it may have found a solution for Jenson Button's problems
22 ივნისი
„მაკლარენში“ თვლიან, რომ მიაგნეს მიზეზს, რომელიც ჯენსონ ბატონის ჩავარდნის მიზეზი გახდა. ბრიტანული გუნდის ტექნიკური ანალიტიკოსები თვლიან, რომ მიზეზი მანქანის მომართვის ნიუანსებშია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბრიტანელ მრბოლი, სეზონის პირველ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, პელოტონის შუაგულში აღმოჩენილიყო.

კულტჰარდმა მანქანით გოლფის ბურთი დაიჭირა (ვიდეო)

დევიდ კულტჰარდმა ერთი უცნაური ვიდფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც, სიჩქარეში გოლფის ბურთს შეეჯიბრა. უფრო სწორედ, ეს არც იყო სიჩქარეში შეჯიბრი, რადგან "რედ ბულის" სახეს ეს ბურთი უნდა დაეჭირა კიდეც...

დომენიკალის ალონსოს და ფეტელის წყვილი სურს


Stefano Domenicali is sure Fernando Alonso and Sebastian Vettel 'could coexist' at Ferrari
22 ივნისი
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი დარწმუნებულია, რომ ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი მის გუნდში ერთმანეთს კარგად შეეწყობიან. ის სჯერა, რომ ორივე პილოტი საკმაოდ ინტელიგენტური პიროვნებაა, რაც მათ ერთად მუშაობის საშუალებას მისცემს.

„სუბარუ BRZ“ და „საიონ FR-S“ ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილებია


Subaru BRZ, Scion FR-S lead list of fastest-selling cars
22 ივნისი
„სუბარუ BRZ“ და „საიონ FR-S“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ავტომობილები გახდნენ. ანუ, დილერთა შოურუმებში, ისინი ყველაზე ცოტა დროს ატარებენ. გამოცემა „ედმუნდსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უფრო კონკრეტულად, „სუბარუ BRZ“ შოურუმში გადატვირთვიდან, საშუალოდ ოთხ დღეში იყიდება. „საიონ FR-S-ის“ შემთხვევაში კი ანალოგიური მაცვენებელი ხუთი დღეა. ეს იმ დროს, როდესაც ამერიკულ ბაზარზე მომუშავე ყველა კომპანიის ყველა მოდელის საშუალო მაჩვენებელი 53 დღეა.

როსბერგი ფ1-ის მანქანების უსაფრთხოებას განმარტავს (ვიდეო)

Nico Rosberg explains why F1 cars are so safe
22 ივნისი
ნიკო როსბერგი და „მერსედეს F1-ის“ ინჟინერთა ჯგუფის დირექტორი ალდო კოსტა ამ ვიდეოში ყვებიან იმაზე, თუ რა განაპირობებს ფორმულა ერთის თანამედროვე მანქანების უსაფრთხოების მაღალ დონეს, რისი წყალობითაც, ისეთი შეჯახებების შემდეგ, რომლებიც ადრე შეიძლება ფატალური შედეგით დასრულებულიყო, პილოტები დამტვრეულ მანქანას ხშირად ტრავმის გარეშეც კი ტოვებენ...

ზელანდიის რალიზე ლოები დაწინაურდა


Citroen's Loeb four seconds clear in New Zealand
22 ივნისი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები ლიდრობს, რომელიც პირველი დღის რვა სპეცმონაკვეთის შემდეგ, თავის ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს ოთხ წამს უგებს. დანარჩენები კი ლიდერს წუთნახევარზე მეტით ჩამორჩნენ.

მეორე პრაქტიკა ფეტელისაა

Vettel sets the pace in Valencia
22 ივნისი
სებასტიან ფეტელმა მეორე სესიაზე მაინც შეძლო ცხრილის სათავეში ჩადგომა. თუ ასე გააგრძელა, ვალენსიას ჰეთ-თრიკის შანსი აქვს და ამგვარად, მიმდინარე სეზონის ტრადიციასაც დაარღვევს - გახდება პირველი, ვინც მეორე რბოლის მოგებას შეძლებს. ხომ გახსოვთ, სეზონის პირველ შვიდ რბოლას „თავისი“ გამარჯვებული ჰყავს...

მალდონადომ პირველი პრაქტიკა „მოიგო“


Maldonado back on top in Spain
22 ივნისი
ესპანეთის დიდ პრიზზე მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ „დაკარგულმა“ ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ ისევ ესპანეთში, ამჯერად ვალენსიაში „გამოიღვიძა“ და პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო აჩვენა. რა თქმა უნდა, პრაქტიკაზე ნაჩვენები შედეგი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ მონრეალის შემდეგ, მალდონადოც და მისი ბრაზილიელი თანაგუნდელი ბრუნო სენაც ირწმუნებოდნენ, ჩვენი დროებითი ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ მანქანა და გუნდი კონკურენტუნარიანები აღარ ვერთო...