Tuesday, April 24, 2012

„ჰიუნდაი“ წელს 150 000 „სანტა ფეს“ გაყიდვას უმიზნებს


Hyundai Aims to Sell Over 150,000 Santa Fe SUVs This Year
24 აპრილი
„ჰიუნდაი“ დიდ იმედებს ამყარებს თავის ახალ, მესამე თაობის ქროსოვერ „სანტა ფეზე“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ მთელს მსოფლიოში წელს 150 000 „სანტა ფეს“ გაყიდვას შეძლებს. კორეული კომპანია საშინაო ბაზარზე, ამ კლასში უცხოური კომპანიებისგან გაზრდილ კონკურენციას აწყდება. ახალი „სანტა ფეს“ გამოშვებით კი, პოზიციების გამყარებას შეძლებს.

პირველი ეტაპის რბოლების განრიგი



პარასკევი, 27 აპრილი, 2012 წელი
10:00-11:00  მონოკლასი-1500, GT -თავისუფალი          ვარჯიში
11:00-12:00  ფორმულა ალფა                                             ვარჯიში
12:00-13:00  ლეჯენდსი                                                      ვარჯიში
13:00-14:00  ყველა კლასი,                                                  შესვენება
14:00-15:00  მონოკლასი-1500, GT-თავისუფალი           ვარჯიში
15:00-16:00  ფორმულა ალფა                                             ვარჯიში
16:00-17:00  ლეჯენდსი                                                      ვარჯიში

ლეჯენდსი



ლეგენდბი შედარებით ახალი სარბოლი კლასია, არადა მასში მონაწილე ავტომობილები იმ ლეგენდარული სარბოლი მანქანების 5/8 მასშტაბის რეპლიკებია, რომლებითაც ამერიკაში უპოპულარულესი სარბოლი სერიის, ნასქარ-ის წინა ეპოქის რბოლებში მონაწილეობდნენ. ეს კლასი სპეციალურად, მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ფართო მასებისთვის რბოლებში მონაწილეობა ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ახალმა კლასმა, რომელიც აშშ-ში 1992 წელს დაარსდა, არამარტო ოკეანის იქითა, არამედ აქეთა მხარესაც ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და აი, ის საქართველოშიც შემოდის.

ფორმულა “ალფა”



ფორმულა ალფა არის ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილების კლასი. სახელი ალფა მას ორი მიზეზის გამო ჰქვია. ჯერ ერთი, ის „ალფა რომეოს“ წარმოების ძრავითაა აღჭურვილი. მეორეც, თავისი სიმარტივით, ის შესანიშნავი საშუალებაა დამწყები (ალფა ხომ ლათინური ალფაბეტის საწყისი ასოა) მრბოლებისთვის, რომლებიც ამ კლასის რბოლებში, მაღალი კლასის პილოტად ჩამოყალიბების გზაზე, პირველ ნაბიჯს გადადგამენ. სხვათა შორის, ფორმულა 1-ის რუსმა პილოტმა ვიტალი პეტროვმა თავისი კარიერა სწორედ ფორმულა „ალფათი“ (მაშინ ის ფორმულა რუსის სახელით იყო ცნობილი) დაიწყო.

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი



რუსთავში ავტოდრომი 1979 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მესამე (ბოლო) ეტაპით გაიხსნა. ყველაზე პრესტიჟული კლასის - ფორმულა სამის რბოლა გურამ დგებუაძის გამარჯვებით დასრულდა, ვინც ის სეზონი, ამავე კლასის ვერცხლის მედლით დაასრულა.

დიდი რბოლები საქართველოში

იწყება!


28-29 აპრილი გამორჩეულ თარიღად დარჩება ქართული ავტოსპორტის ისტორიაში. რუსთავის შესასვლელთან, იქ სადაც ძველი სარბოლი ავტოდრომი მდებარეობდა, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი - „რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი“ იხსნება. ქართული ავტოსპორტის ყველა ქომაგს ამ შესანიშნავ მოვლენას გილოცავთ!

„რედ ბული“ ძველებურ დომინაციას ვერ გვპირდება


Red Bull Racing not expecting to resume its dominance of Formula 1
24 აპრილი
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის დიდ პრიზზე სებასტიან ფეტელმა გამარჯვება მოიპოვა, „რედ ბულ რეისინგი“ მაინც თვლის, რომ ეს მისი დომინაციის დასაწყისს სულაც არ მოასწავებს. სამაგიეროდ, ავსტრიულ გუნდში ვარაუდობენ, რომ ეს სეზონი ისეთივე არაპროგნოზირებადი იქნება, როგორიც პირველი ოტხი ეტაპი იყო. შეგახსენებთ, რომ ეს ოთხი ეტაპი, ოთხი გუნდის პილოტებმა მოიგეს.

"ფერარიმ“ „ენცოს" შემცვლელის ჰიბრიდული სისტემა გაგვაცნო


Ferrari Reveals HY-KERS V12 for Enzo Replacement at Beijing Auto Show
24 აპრილი
ნებისმიერი შოუსთვის, მის ექსპოზიციათა შორის „ფერარის“ ავტომობილის ყოფნა უკვე მოვლენაა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც პეკინის შოუა, რომელზეც იტალიურმა კომპანიამ თავისი უახლესი „F12 ბერლინეტა“ გამოფინა. რა თქმა უნდა, „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილი, კომპანიის სტენდის მთავარი ვარსკვლავია. მაგრამ იქვე, მარანელოელებმა დამთვალიერებელს და რაც მთავარია მედიას, არანაკლებ საინტერესო სიახლე დაახვედრეს.