Friday, October 5, 2012

„ფორდ ეკოსპორტის“ ევროპული დებიუტი პარიზში


Ford EcoSport Small SUV Makes its European Debut at the Paris Motor Show
5 ოქტომბერი
B-სეგმენტის უგზოობის ავტომობილები სწრაფად მზარდი ბაზარია და ბუნებრივია, დიდი ავტოკომპანიები მას სათანადო ყურადღებას აქცევენ. მათ შორისაა „ფორდიც“, რომელმაც რომელმაც პარიზის მოტორ შოუზე, სწორედ ამ სეგმენტის „ეკოსპორტი“ წარმოადგინა, ავტომობილი, რომელიც „ფორდს“ ბრაზილიურმა ცენტრმა შეიმუშავა.

ბარიკელო: „უილიამსი“ გამოუცდელი პილოტების გამო აგებს

Rubens Barrichello: Williams paying price for inexperienced line-up
5 ოქტომბერი

რუბენს ბარიკელო თვლის, რომ „უილიამსს“ გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებოდა, მის ბოლიდებს გამოცდილი პილოტები რომ მართავდნენ. მართალია, პასტორ მალდონადომ ბარსელონაში ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო, მაგრამ მას შემდეგ, გროველებმა სულ რამდენიმე ქულის აღებაღა მოახერხეს. არადა, კვალიფიკაციებზე ვენესუელელი ხშირად ახერხებს თავის გამოჩენას.

„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება

Hyundai Announces Return to World Rally Championship With New i20-based Racer
5 ოქტომბერი
თუ ერთი ცდით მიზანს ვერ მიაღწევს, ყურები არ უნდა ჩამოუშვა, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია. სწორედ ასე იქცევა „ჰიუნდაი“, რომელმაც ცხრა წლის წინ, რალის მსოფლიო ჩემპიონატი დატოვა, მაგრამ მალე მეორე ცდას შეუდგება. კორეულმა კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად პარიზის მოტორ შოუზე გამოაცხადა.

„ლამბორგინი ავენტადორი“ ცილინდრების დეაქტივაციით

Lamborghini Aventador LP700-4 gets Cylinder Deactivation, Start/Stop and Refined Chassis
5 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე „ლამბორგინის“ ახალი ავტომობილი არ წარმოუდგენია. სამაგიეროდ, თავისი ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნო, რომლებიც თანამედროვე ავტო ინდუსტრიის მოთხოვნებს პასუხობს. ეს სისტემებია ცილინდრების დეაქტივაციის სისტემა და სტოპ-სტარტი, რომლებითაც „ავენტადორ LP700-4“ აღიჭურვა. გარდა ამისა, ამავე ავტომობილის შასიც დაიხვეწა. ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ავენტადორი“ გამოვიდა, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ მისი რამდენიმე მიმართულებით დახვეწა გადაწყვიტა. და უპირველესად, ის სწორედ ზემოთ ნახსენები სისტემებით აღჭურვა.

„რეინჯ როვერ ევოკის“ სასტარტო ფასი მცირდება


Range Rover Evoque gets new base model, lower starting price for 2013
5 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ თავისი ბესტსელერის, „რეინჯ როვერ ევოკის“ საბაზო ვერსია (ამერიკული ბაზრისთვის) განაახლა და მისი სასტარტო ფასი დასწია. ამიერიდან, ყველაზე იაფი „ევოკი „ იქნება მისი მოდიფიკაცია „პიუარ“ (მხოლოდ ხუთკარიანი ვერსია), რომელსაც მყიდველს 41 995 დოლარად შესთავაზებენ. ეს კი 2012 წლის მოდელზე 2000 დოლარით ნაკლებია.

უებერის დღე სუძუკაზე

Webber ends Friday practices with fastest time at Suzuka
5 ოქტომბერი
დილის პრაქტიკები მიხაელ შუმახერის ავარიით აღინიშნა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ვისაც იაპონური დიდი პრიზი ექვსჯერ აქვს მოგებული, სუძუკას რბოლის წინ განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ, ფ1-ს დატოვებს. პირველ პრაქტიკაზე, სანამ ავარია მოუვიდოდა, მან მეხუთე შედეგი აჩვენა. შემდეგ კი, მოსახვევ სპუნში ვერ ჩაეტია, მართვა დაკარგა და კედელთან ჩამწკრივებულ საბურავების მწკრივს შეეჯახა. აღსანიშნავია, რომ მეორე სესიაზე, ზუსტად იმავე ადგილას, ანალოგიური შეცდმა პოლ დი რესტამაც დაუშვა.