Wednesday, July 4, 2012

კონცეპცია „ბეემვე ვენჩური“ - ტრანსფორმაციის უჩვეულო უნარით (ვიდეო)

BMW Venture Design Study Expands from City Car to German Hot Rod at the Touch of a Button
4 ივლისი
ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და... თქვენი პატარა საქალაქო ავტომობილი, მომენტალურად ჰოტ როდად გადაიქცევა. ავტომობილის ტრანსფორმაციის ასეთ უჩვეულო თვისებას გვთავაზობს ბრიტანელი დიზაინერი კრის ჰამერსლი, რომელმაც თავის კოცეპტუალურ ნამუშევარს „ბეემვე ვენჩური“ უწოდა.

„ფოლკსვაგენი“ „პორშეს“ აქციების 50.1 პროცენტში $5.6 მილიარდს იხდის

Volkswagen agrees to acquire remaining Porsche stake for $5.6 billion
4 ივლისი
„ფოლკსვაგენი“ თანახმაა, „პორშეს“ აქციების 50.1 პროცენტში 5.6 მილიარდი დოლარი (ახლანდლი კურსით, დაახლოებით 4.46 მილიარდი ევრო) გადაიხადოს. თუ ასეც მოხდა, მაშინ ვოლფსბურგელთა დიდ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატება.

„რეინჯ როვერ ევოკი“ ერთი წლის გახდა


Range Rover Evoque Celebrates 1 Year of Production
4 ივლისი
ერთი წლი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ თავისი უახლესი მოდელის, „რეინჯ როვერ ევოკის“ წარმოება დაიწყო და ამ მოკლე დროში, ამ კომპაქტურმა ქროსოვერმა უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება.

მარია დე ვილოტამ თვალი დაკარგა...

Maria de Villota loses right eye in accident, remains in critical but stable condition
4 ივლისი

ფორმულა ერთის გუნდ „მარუსიას“ ტესტ მრბოლმა, ესპანელმა ქალმა მარია დე ვილოტამ, ახალბედების პროგრამით ჩატარებული პრივატული ტესტების დროს მომხდარი ავარიის შედეგად, მარჯვენა თვალი დაკარგა. ამასთან, ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული და იმავდროულად, სტაბილურია.

ჰორნერი: ფეტელი „ფერარიში“ არ მიდის

Red Bull boss says Sebastian Vettel isn't going to Ferrari
4 ივლისი
"რედ ბულის" დიდი სამეული (მარცხნიდან): ნიუი,
ჰორნერი და ფეტელი
სებასტიან ფეტელმა დაარწმუნა „რედ ბულ რეისინგი“ იმაში, რომ ის „ფერარისთან“ მოლაპარაკებას არ აწარმოებს - სააგენტო როიტერსთან საუბრისას განაცხადა ავსტრიული გუნდის შეფმა ქრისტიან ჰორნერმა. ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი „რედ ბულში“ უფრო დიდხანს დარჩება, ვიდრე ამას მათ შორის არსებული ახლანდელი კონტრაქტი ავალდებულებს.

შუმახერმა გადაწყვეტილება ექვს კვირაში უნდა მიიღოს

Schumacher's F1 future will be sorted out within the next six weeks
4 ივლისი
ფორმულა ერთში მიხაელ შუმახერის მომავალი ექვს კვირაში გაირკვევა. სწორედ მასზეა დამოკიდებული „მერსედესის“ შემდგომი ნაბიჯი საკადრო საკითხში. თუ შუმახერი დარჩება, სამქიმიანებსაც აღარ მოუწევთ ახალი პილოტის ძებნა, თუ წავა, მაშინ მისი შემცვლელი იქნება მოსაყვანი.

„ლოტუსმა“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „ევორას“ ტესტირება დაიწყო


Lotus Evora 414E hybrid hits the road
4 ივლისი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ ნორფოლკში, თავის შტაბ-ბინასთან არსებულ, ყოფილ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, შეუდგა ჰიბრიდული ელექტრომობილის, „ევორა 414E-ს“ ტესტირება. ავტომობილი, რომელსაც „ტექნოლოგიის დემონსტრატორად“ მოიხსენიებენ, სვლის სიშორის გასაზრდელად, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემითაა აღჭურვილი. მისი ჰიბრიდული აგრეგატი, რომელშიც წამყვანი ფუნქცია ელექტროძრავებს ენიჭება, მექანიკურდამჭირხნიანი ძრავით აღჭურვილ „ევორა S-ზე“ ორნახევარჯერ მეტ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.