Monday, July 9, 2012

„Xტექი“ - ძველი „დეფენდერის“ ახალი სპეცვერსია


Land Rover Launches More Rugged-Looking Defender XTech Special Edition
9 ივლისი
იმ დროს, როდესაც „ლენდ როვერის“ ინჟინრები და დიზაინერები წარმოებისთვის შემდეგი თაობის „დეფენდერს“ ამზადებენ, კომპანიის მარკეტინგის სამსახურმა ლეგენდარული პირველი „დეფენდერის“ შესაძლებლობების ბოლომდე გამოწურვა გადაწყვიტა და მის ბაზაზე, მორიგი სპეციალური ვერსია, სახელად „Xტექი“ შესთავაზა მყიდველს.

„ბეემვეს სამყაროს“ უკვე 10 მილიონი მნახველი ჰყავდა

BMW Welt Welcomes its 10 Millionth Visitor Since Opening in Late 2007
9 ივლისი
მარცხნიდან: პრინცი ლეოპოლდი, ცანკერი
და მუდერლაკი
ჯერ ხუთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვეს სამყარომ“ (ბეემვე ველტ) მიუნხენში დამთვალიერებელს კარი გაუღო და მუზეუმის ტიპის საგამოფენო კომპლექსს უკვე 10 მილიონი მნახველი ჰყავდა. სტუმარი, რომლის ბილეთზეც რიცხვი 10 000 000 ეწერა, ვინმე პატრიკ ცანკერია.

ჯიმხანა 5 - ბლოკის და პასტრანას მოტორიზებული ბალეტი (ვიდეო)

Ken Block's Gymkhana 5 has arrived
9 ივლისი
რალის ამერიკელი მრბოლის, კენი ბლოკის ჯიმხანა ტური გრძელდება. მეხუთე გაჩერება - სან ფრანცისკო. ბედაური ისევ 650-ცხენისძალიანი „ფორდ ფიესტა“. მენიუშია თავბრუდამხვევი, ფილიგრანულად შესრულებული მანევრები. თან უყურებთ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე არაფრით გამორჩეული მრბოლი, როგორიც კენი ბლოკია, როგორ ახერხებს ასეთი მხეცის გატარებას ისეთ ადგილებში, სადაც ფეხით მოსიარულესაც კი გაუჭირდება „მანევრირება“.

სპა სამი წლით დარჩა

Spa agrees new three-year grand prix deal
9 ივლისი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარში, სულ ცოტა, სამი წლით დარჩა ბელგიის დიდი პრიზი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტოდრომზე - სპა ფრანკორშანზე ტარდება ხოლმე. ბელგიის ვალონიის რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა ჟან-კლოდ მარკურმა საზოგადოებრივ მაუწყებელ RTBF-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფ1-ის მთავარ აღმასრულებელ ბერნი ეკლსტოუნთან მიღწეულია „პრინციპული შეთანხმება“, რომლის შესაბამისადაც, მომდევნო სამ სეზონში, სპას რბოლა კალენდარში დარჩება.

უჩვეულოდ გამძლე და საიმედო „შხაპუნა სუძუკი“


Suzuki Splash
9 ივლისი
ბრიტანეთში პოპულარულია ავტომობილების შეფასების MOT (მინისტრი ოფ ტრანსპორტ) ტესტი, რომელიც სამ წელზე მეტის ასაკის ავტომობილების ზოგად მდგომარეობას და ვარგისიანობას აფასებს. რა თქმა უნდა, ამ ტესტების შედეგები, ავტომობილების (როგორც ახალი, ისე ნახმარი) ფასეულობასაც განსაზღვრავს და მწარმოებელმა ისინი შეიძლება საკმაოდ ეფექტური რეკლამისთვისაც კი გამოიყენოს.