Tuesday, December 13, 2011

„ვოლვო“ დიზელ–პლაგ–ინ ჰიბრიდული V60 D6–ის წარმოებას იწყებს

Volvo Launches new V60 D6 Plug-In Diesel-Electric Hybrid in Europe
13 დეკემბერი
მომავალი წლის დასაწყისიდან, „ვოლვო“ პლაგ–ინ ჰიბრიდულ V60 D6–ზე შეკვეთების მიღებას შეუდგება, მათ დაკმაყოფილებას კი რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყებს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია შვედურმა კომპანიამჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა, ამჯერად კი ის საზოგადოებას უფრო ახლოსაც გააცნო და მისი ფასებიც გამოაქვეყნა.

„ბენტლი კონტინენტალი“ ახალი V8 ძრავით პრემიერისთვის ემზადება

New Bentley Continental V8 Range Revealed, will Debut at the Detroit Motor Show
13 დეკემბერი
„ბენტლიმ“ თავისი კუპე და კაბრიოლეტი „კონტინენტალი“ ახალი, „ფოლკსვაგენის“ (აუდის) წარმოების წყვილტურბოიანი 4.0–ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვა და მათ პირველად საზოგადოებას დეტროიტის საერთაშორისო ავტო შოუზე წარუდგენს.

„ჰიუნდაის“ კიდევ ერთი აღიარება

GDI Dominates Ward’s 10 Best Engines List
13 დეკემბერი
გამოცემა „უორდსაუტომ“, 2012 წლის საუკეთესო ძრავების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც 7 აგრეგატს საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ათეულში კვლავ მოხვდა „ჰიუნდაის“ წარმოების ძრავი, მაგრამ თუ წინა სამ წელიწადში, ათეულში კორეული კომპანიის სერია „ტაუს“ 5.0–ლიტრიანი V8 ხვდებოდა, ამჯერად აღიარება გაცილებით პატარა, სერია „გამას“ 1.6–ლიტრიანმა ოთხცილინდრიანმა აგრეგატმა მიიღო.

"ბეემვეს" ახალი მე–6 სერიის გრან კუპე მოძრაობაში