Friday, November 4, 2011

”შევროლე ვოლტმა” ოქტომბერში ”ნისან ლიფს” აჯობა

Chevy Volt Outsells Nissan Leaf for the First Time
4 ნოემბერი
დღეისათვის ელექტრომობილების ამერიკულ ბაზარზე, მასობრივად წარმოებული მხოლოდ ორი ავტომობილი ბატონობს - ”ნისან ლიფი” და ”შევროლე ვოლტი”. მათ შორის კი აქამდე უკეთესი გაყიდვებით იაპონური ელექტრომობილი გამოირჩეოდა. მაგრამ ოქტომბერში ამერიკულმა კომპანიამ 1 108 ”ვოლტი” გაჰყიდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე თითქმის 40 პროცენტით მეტია და პირველად აჯობა თავის იაპონელ ვიზავის. შედარებისთვის, ოქტომბერში 849 ცალი ”ნისან ლიფი” გაიყიდა, სექტემბერში კი ამ კომპანიის მაჩვენებელი 1 031 გაყიდული ელექტრომობილი იყო.

”ფორდმა” ელექტრულ ”ფოკუსზე” შეკვეთების მიღება დაიწყო

Ford begins taking orders for 2012 Focus Electric
4 ნოემბერი
”ფორდმა” თავის ელექტრულ ”ფოკუსზე” შეკვეთების მიღება კალიფორნიაში, ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში დაიწყო. ავტომობილის საბაზო ღირებულება 32 475 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ მეტია ჩვეულებრივი ”ფოკუსის” ფასზე. თუმცა, მყიდველები აშშ-ის მიერ ეკოლოგიურ ავტომობილებზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებენ, რაც მათ 7 500 დოლარს დაუზოგავს. ამასთან, ელექტრომობილის ექსპლუატაცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შიდაწვისძრავიანი ავტომობილისა.

ფორმულა ერთის გუნდებმა სახელები შეიცვალეს

Formula 1 chiefs approve name changes for Lotus, Renault and Virgin
4 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდების ხელმძღვანელებმა და აქციონერებმა, რამდენიმე გუნდის თხოვნას სახელის გადაკეთების უფლების მიცემაზე მწვანე შუქი აუნთეს. სახელის გადაკეთება ”რენომ”, ”ლოტუსმა” და ”ვირჯინმა” ითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, ჟენევაში სპეციალური შეხვედრა ჩატარდა, რომელმაც თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.