Wednesday, July 11, 2012

გაიცანით, 150 წლის ახალგაზრდა - „ოპელ ადამი“ (ვიდეო)

New Opel Adam Officially Unveiled, Ready to Take on the Fiat 500 and Mini
11 ივლისი
სათაურში სიტყვების თამაშია, რომელიც არც სიმართლისგანაა შორს. 150 წლისაა „ოპელი“, რომელიც ადამ ოპელმა დააარსა, ახალგაზრდა კი იმიტომ, რომ ის სწორედ ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი და ახალგაზრდულადაც გამოიყურება. ისე კი, ახალშობილია (ალბათ მიხვდებით, ვისი სახელიც დაარქვეს). ამ სახელით „ოპელი“ ავტომობილს ჯერ არასდროს უშვებდა. ამ „პატარას“ (ზომებითაც ხომ ასეთია) ურთულესი მისია აქვს - მან კონკურენცია ორ ლეგენდარულ მოდელს - „ფიატ 500-ს“ (რომელსაც რაღაცით ჩამოჰგავს კიდეც) და „მინის“ უნდა გაუწიოს.

უებერი ჯერ წასვლაზე არ ფიქრობს

Webber says he does not intend his latest contract with Red Bull to mark his final year in F1
11 ივლისი
მარკ უებერი ამბობს, რომ ფორმულა ერთიდან წასვლაზე ჯერ არ ფიქრობს და რომ, ახლახანს „რედ ბულტან“ ერთი წლით გაგრძელებული კონტრაქტი ბოლო არაა. ავსტრალიელ მრბოლს აგვისტოში 36 წელი შეუსრულდება. მაგრამ სპორტისთვის სოლიდური ასაკის მიუხედავად, მომავალი სეზონი მისთვის ფ1-ში ბოლო სეზონი არ იქნება. ის ამბობს, რომ ფ1-ში კარიერის გაგრძელებას აპირებს.

„ნედქარ-ს“ ავტობუსების მწარმოებელი ყიდულობს


Dutch bus maker readies deal to buy Mitsubishi plant to build Minis for BMW
11 ივლისი
ავტობუსების მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია VDL ჯგუფი მზადაა, „მიცუბიშისგან“ გამოისყიდოს ჰოლანდიაში მდებარე ქარხანა „ნედქარი“ და იქ „ბეემვეს“ შეკვეთით, „მინის“ ავტომობილები გამოუშვას. იაპონური კომპანია მზადაა, ეს ქარხანა 1 ევროს საფასურად დათმოს, მხოლოდ „მყიდველი“ ვალდებული იქნება, ქარხნის 1500-იანი შტატი შეინარჩუნოს. „მიცუბიში“ ირწმუნება, რომ ამ გარიგებით, რომელიც წლის ბოლოს უნდა გაფორმდეს (როცა თავად ქარხანას გაჩერებას უპირებს) დაახლოებით 28 მილიარდ იენს (დაახლოებით, 352 მილიონი დოლარი) დაკარგავს.

„ბეტერ პლეისის“ ელექტრომობილების მილიონი კილომეტრი


Better Place EVs Surpass 1-Million Km Mark
11 ივლისი
თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, აკუმულატორების დამუხტვისთვის საჭირო დიდი დროა. ავტომწარმოებლები გამუდმებით ეძებენ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებს. ამ მიმართულებით ყველაზე წინ კი ებრაული კონსორციუმი „ბეტერ პლეისი“ წავიდა, რომელმაც ავტომობილებზე აკუმულატორების ბლოკის სწრაფად შეცვლის ტექნოლოგია შეიმუშავა და უკვე დანერგა კიდეც.

ჰამილტონი „ლოტუსში“? რატომაც არა!

Lewis Hamilton ready for Lotus Formula 1 team switch talks amid McLaren crisis

11 ივლისი
ახლა ფორმულა ერთში „სილი სეზონია“ გახურებული და ასეთ სათაურებს ხშირად წაიკითხავთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს რეალობასთან მართლაც ბევრი რამ შეიძლება აკავშირებდეს. და მაინც, ტაბლოიდების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, მეტწილად მეტი ყურადრების მიქცევისთვის იბეჭდება და სიმართლესთან ნაკლები რამ აკავშირებს. მაგრამ, როდესაც ლუის ჰამილტონის „ლოტუსში“ გადასვლაზეა ლაპარაკი, ეს ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა.