Sunday, August 5, 2012

მე-7 თაობის „გოლფს“ პირველად ბერლინში, 4 სექტემბერს გვიჩვენებენ

All-New Volkswagen Golf Mk7 to be Revealed in Berlin on September 4
5 აგვისტო
„ფოლკსვაგენი“ დღე-დღეზე თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, „გოლფის“ მეშვიდე თაობის ჰეჩბეკს გამოუშვებს. მისი პრეზენტაცია პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, რომელიც 29 სექტემბერს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. იქ წარდგენის შემდეგ კი ახალ ავტომობილს დილერები მიიღებენ. თუმცა, როგორც „ვოლფსბურგერ ალგემაინე“ იუწყება, ახალი „გოლფის“ პირველი ოფიციალური ჩვენება ბერლინში, ხელოვნების ახალი ეროვნული გალერეაში, 4 სექტემბერს გაიმართება.

„ნაგელ დაკარი“ - ლატვიური „დარტსის“ ტიტანი

Nagel Dakkar is the Dartz of all SUVs…and Then Some More
5 აგვისტო
ლატვიური კომპანია „დარტსი“ იმითაა ცნობილი, რომ უგზოობის ავტომობილების ჯავშნიან ვერსიებს აწარმოებს. და იმითაც, რომ საკუთარ თავს, კომპანია „რუსო-ბალტის“ მემკვიდრედ აცხადებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი, წითელი ფერის „პრომბორნ მონაკოა“, რომლითაც ორი წლის წინ, მონაკოში ჩატარებულ ტრადიციულ ფესტივალ „ტოპ მარკსზე“ გამოიჩინა თავი.

სიჩქარის ყოფილ რეკორდსმენს პენსიაზე უშვებენ

SSC Sending Off the Ultimate Aero With Special Edition XT
5 აგვისტო

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „SSC ნორთ ამერიკას“ (ყოფილ შელბი სუპერქარზს) „ალტიმეიტ აერო“ ერთხანს სერიულ ავტოებს შორის სიჩქარის რეკორდსმენი იყო. მერე „ბუგატიმ“ ეს წოდება „ვეირონის“ გაუმჯობესებულ ვერსია „სუპერ სპორტის“ დახმარებით დაიბრუნა. ამერიკელებმა კი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - „ტუატარა“ შექმნეს, რომლის წარმოებაც მალე უნდა დაიწყონ.

„ფერარი“ მანქანის სრულყოფის სწორ გზას დაუბრუნდება

Ferrari says development 'back on track'
5 აგვისტო
რაც ფორმულა ერთში ტესტები შეიზღუდა, ასეთი რამ ხშირად ხდება - გუნდის მცდელობას, გააუმჯობესოს მანქანის კონკურენტუნარიანობა, საპირისპირო შედეგი მოაქვს და შესაბამისად, ეს რბოლებში მიღწეულ შედეგებზეც აისახება. ასე მოსვლიათ „მაკლარენს“, „ლოტუსს“ (როცა რენო ერქვა), „მერსედესს“ და როგორც ირკვევა, „ფერარისაც“.

„ფოლკსვაგენი“ სპორტულ „ტუარეგ CC-ს“ გამოუშვებს


VW Touareg CC Coming in 2015
5 აგვისტო
ტოკიოს 2011 წლის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენმა“ უგზოობის კონცეპტუალური „ქროს კუპე“ (ფოტოზე) წარადგინა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით მათ წარმოგვიდგინეს, თუ როგორი შეიძლება იყოს უგზოობის ავტომობილის და ოთხკარიანი კუპეს ერთგვარი ნაჯვარი. მაგრამ მაშინ არაფერი უთქვამთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის მომავალზე.