Monday, June 18, 2012

„ფერარის“ კლუბი გინესის რეკორდების წიგნს უმიზნებს


Ferrari North Europe Wants to Break Guinness World Record for the Largest Parade of Ferrari Cars
18 ივნისი
მთელს მსოფლიოში, „ფერარის“ არაერთი კლუბი არსებობს, რომლებიც ტრადიციულ გარბენებს, ერთგვარ აღლუმებს აწყობენ ხოლმე, რითაც საზოგადოების ყურადღებას იქცევენ. ასე განსაჯეთ, თურმე არსებობს მარანელოური კვიცების ასეთი აღლუმების მსოფლიო რეკორდი, რომელიც იტალიური კომპანიის ავტომობილების იაპონელ მოყვარულებს, ფუძის ავტოდრომზე (შიძუოკა, იაპონია), 2008 წელს დაუმყარებია.

"ტოპ გიარის" რეკორდული ორმაგი მარყუჟი (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, გადაცემა "ტოპ გიარმა" თავისივე სახელობის ფესტივალი მოაწყო, რომელზეც, მისივე ტრიუკების შემსრულებლებმა, მაყურებელი დაუვიწყარი შოუთი მოხიბლეს, ბოლოს კი იგივე მაყურებელი, ტრიუკების მსოფლიო რეკორდის მოწმე შეიქნა:

ავარია ფატალური შედეგის გარეშე (ვიდეო)

ალბათ ჯერ ვიდეო ნახეთ... მართლაც შემზარავია. ალბათ პირველ რიგში გაიფიქრეთ, ნეტა, რა მოუვიდათ ამ "ფორდ ფიესტას" პილოტ ნიკოლას დიასს, მის შტურმან ლუის ალენდეს და ახლომახლო მდგარ მაყურებლებს?

ელექტრული ფორმულა 1 ემზადება...


This insane race car is designed to compete in F1's all-electric series
18 ივნისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი თვისება, მისი ძრავების ხმაა. ამას ირწმუნება დიდი პრიზების ცირკის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი. ელექტრომობილებს კი, ხმა არ აქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA), დიდი მონდომებით ამზადებს ახალ, ელექტრომობილების სერიას, რომელსაც ფორმულა E-ს, იგივე ფორმულა ელექტრიკს, ან ელექტრომობილების ფ1-ს უწოდებენ.

დევიდსონის საჰაერო მარყუჟი ლე მანზე (ვიდეო)

ეს ავარია, ლე მანის 24-საათიანი რბოლის დროს, ბრიტანელ ენტონი დევიდსონს მოუვიდა. რბოლის მე-5 საათი ახალი დაწყებული იყო, როცა "ტოიოტა TS 030-ით" (N8) მოასპარეზე დევიდსონმა "ფერარი 458 იტალიათი" მოასპარეზე იტალიელ პიერჯუზეპე პერაზინის გასწრება მოინდომა. მულსანის სწორის ბოლოს, ორი მანქანა ერთმანეთს გაუსწორდა და...

"აუდი R18 e-ტრონის" ერთი წრე ღამის ლე მანზე (ვიდეო)

ლე მანის 24-საათიან რბოლას დიდი ისტორია აქვს. სარტეს (საფრანგეთი) ლეგენდარულ ტრეკზე, არაერთ პილოტსა და ბრენდს მოუხვეჭავს სახელი. ამ რბოლის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ დაახლოებით მისი მესამედი ღამით, ხელოვნურ შუქზე მიმდინარეობს. როგორ ახერხებენ ასეთ პირობბში პილოტები მანევრირებას? ამას ამ ვიდეოზე ნახავთ, რომელიც დანიელი ტომ კრისტენსენის "აუდი R18 e-ტრონიდან" არის გადაღებული...

ვირტუალური წრე ოსტინის ჯერ არ აშენებულ ავტოდრომზე (ვიდეო)

მალე ოსტინში ფორმულა ერთის ტრასა აიგება, რომელიც ამ საქმის გერმანელ სპეციალისტ ჰერმან ტილკეს მიერაა დაპროექტებული. ეს ის ტილკეა, რომელმაც ისტანბულის შესანიშნავი და ვალენსიას მოსაბეზრებელი ტრეკები შეიმუშავა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ოსტინის "ცირკვიტ ოფ ამერიკას", რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ სიგრძე 5.44 კილომეტრი აქვს, აქვს სიმაღლეთა შორის სხვაობა 40 მეტრი და 20 მოსახვევი...