Tuesday, May 8, 2012

„ჰიუნდაიმ“ „სონატას“ სტანდარტული ეკიპირება გაამდიდრა


2013 Hyundai Sonata Gains Additional Standard Equipment Features
8 მაისი
„სონატა“ ყველგან კარგად იყიდება და ჯერ განახლებამდე ორი წელი აქვს, თუმცა „ჰიუნდაი“ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებას ამდიდრებს. ამის თაობაზე, კორეული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა.

„მაკლარენმა“ ცხვირი ასწია და...


McLaren tested higher nose at Mugello
8 მაისი
მუჯელოს ტესტები იმითაც იყო საინტერესო, რომ იქ „მაკლარენმა“ მანქანის იმაზე მეტად აწეული ცხვირი გამოსცადა, ვიდრე სეზონის პირველ რბოლებზე ჰქონდა. თუ მაჩანჩალა „მარუსიას“ არ ჩავთვლით, „მაკლარენი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც კეხიანი მანქანა არ გააკეთა და ამის მიუხედავადაც, ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა ტრასაზე.

პადოკში ფ1-დან „მერსედესის“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ


Shareholders to vote on Mercedes' F1 exit - source
8 მაისი
ორწლიანი უღიმღამო გამოსვლების შემდეგ, როგორც იქნა, „მესედესმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სწორედ აღმავლობის ამ ეტაპზე, პადოკში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სამქიმიანებმა მალე ფ1-ში გამოსვლა დაასრულონ. ეს საკითხი თურმე სეზონის დასრულების შემდეგ, აქციონერთა შეხვედრაზე გადაწყდება. ეს ამბავი პირველმა პოპულარულმა ფრანგმა კომენტატორმა ჟან-ლუი მონსემ, გამოცემა „აუტო პლუსში“ გამოქვეყნებულ სვეტში გამოაქვეყნა.

შუმახერი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი სპორტსმენია

Schumacher world's second-richest sportsman
8 მაისი
შემოსავლებით მას მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი გოლფმენი ტაიგერ ვუდსი სჯობნის. ეს ინფორმაცია „სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, რომელიც გვამცნობს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, 823 მილიონი დოლარი აქვს ნაშოვნი. რაც შეეხება გოლფის მეფეს, ვუდსის საკარიერო მონაგარი 869 მილიონი დოლარია.

„ფოლკსვაგენი“ „პოლოს“ და Up!-ის ბაზაზე ორ ქროსოვერს ქმნის


Volkswagen to Develop Two Crossover Models Based on the Polo and the Up!
8 მაისი
„ფოლკსვაგენის“ ქროსოვერების გამას მალე ორი ახალი წევრი შეემატება - გერმანულ ბიზნეს გამოცემა „ჰანდელსბლატტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც დაუსახელებელ წყაროს იშველიებს, ვოლფსბურგელები მალე სუბკომპაქტურ და მასზე მომცრო ქროსოვერებს გამოუშვებენ. პირველი „პოლოს“ პლატფორმაზე აიგება და კონკურენციას „ნისან ჯუკსა“ და „ოპელ მოკას“ გაუწევს. მეორეს საფუძვლად კი კიდევ უფრო პატარა Up!-ს აიღებენ.

ახალი პატარა "ოპელის" სახელია "ადამი"

8 მაისი
ამის დასტური "ოპელმა" ამ დილით გაავრცელა. ახალ ავტომობილს, "ადამი" დაარქვეს. ალბათ მიხვდებით, რატომ...
150 წლის წინათ, ადამ ოპელი იყო ის პიროვნება, რომელმაც ახალი კომპანია ჩამოაყალიბა და მას თავისი გვარი მისცა. ადამ ოპელმა საქმიანობა 1862 წლის 21 იანვარს, საკერავი მანქანების წარმოებით დაიწყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, "ადამ ოპელი" კომპანიად ჩამოყალიბდა, ოთხ წელიწადში კი ველოსიპედების წარმოებაც დაიწყო. 1902 წელს კი ავტომობილების ჯერ დადგა...