Friday, April 6, 2012

უგზოობის „ლამბორგინი“ ნიუ იორკს იდუმალად ესტუმრა

Lamborghini SUV
6 აპრილი
როგორი იდუმალებითაც ის იქ ჩაიტანეს, ისეთივე იდუმალებით გამოაპარეს და როგორც ჩანს, პეკინის გზას გაუყენეს, სადაც ფართო საზოგადოების წინაშე, იქაურ ავტო შოუზე წარსდგება. ნიუ იორკში კი მისი დახურული პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ამერიკელი დილერები და ალბათ, კომპანიის ის კლიენტები დაასწრეს, რომლებმაც ამ ავტომობილის შეძენის სურვილი წინასწარი შესატანით დაადასტურეს.

ორსახოვანი „ჰიუნდაი სანტა ფე“

Hyundai Reveals 2013 Santa Fe Sport and Santa Fe LWB for Seven at the New York Auto Show
6 აპრილი
სანტა ფე სპორტი
როგორც იქნა, „ჰიუნდაი სანტა ფეს“ მსოფლიო პრემიერის დროც დადგა. თანაც, ნიუ იორკის ავტო შოუზე, სადაც ეს ავტომობილი საზოგადოებამ პირველად იხილა, ის ორი ვერსიის სახით წარსდგა. მათგან ერთი ხუთადგილიანია და მას ჩრდლოეთ ამერიკაში „სანტა ფე სპორტის“ სახელით გაჰყიდიან, მეორე კი შვიდადგილიანია, მას შედარებით გრძელი ბაზა (ორივე სედან სონატას პლატფორმაზეა აგებული) აქვს და ეს უბრალოდ „სანტა ფე“ იქნება. კორეული კომპანიის განცხადებით, გრძელბაზიანი „სანტა ფე“ მოდელ „ვერაკრუსს“ ჩაანაცვლებს.

„სუბარუ XV ქროსტრეკი“ - პრემიერა ნიუ იორკში

2013 Subaru XV Crosstrek Debuts in New York, Goes on Sale this Fall
6 აპრილი
ეს ავტომობილი „სუბარუს“ ევროპელი დილერების შოურუმებში უკვე გამოჩნდა, ამერიკაში კი მისი დებიუტი ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. ამერიკის ბაზარზე „სუბარუ XV ქროსტრეკის“ გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. მყიდველს მას აღჭურვის ორი დონით შესთავაზებენ. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ძრავით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება.

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი გახსნამდე 3 კვირით ადრე