Tuesday, January 31, 2012

„კრაისლერმა“ ახალი „ვაიპერის“ ლანდი გვიჩვენა

2013 SRT Viper First Official Teaser Leaves us in the Dark
31 იანვარი
ერთი წლის წინ, „კრაისლერის“ დიზაინ სტუდიის შეფმა და ბრენდ „დოჯის“ მთავარმა აღმასრულებელმა რალფ ჟილმა განაცხადა, რომ ახალ „ვაიპერზე“ მუშაობისას, დიზაინერებმა პლაჟზე მწოლიარე შიშველი ქალისგან მიიღეს შთაგონება. მისი თქმით, ავტომობილი „წარმოუდგენლად ლამაზი“ იქნება, რისი წყალობითაც, ის „პორშესა“ და „შევროლე კორვეტს“ წაართმევს მუშტარს.

Monday, January 30, 2012

„ბეემვემ“ X6 გაალამაზა

2013 BMW X6 Facelift: Can You Spot the Differences?

30 იანვარი
„ბეემვემ“ თავისი პოპულარული სპორტული ქროსოვერი X6 განაახლა და მის გაყიდვებს ნგაზაფხულზე დაიწყებს. მთავარი სიახლე, რითაც ეს ავტომობილი გამოირჩება, სპორტულ დივიზიონ M–ის მიერ მომზადებული დიზელისძრავიანი ვერსიაა. თუმცა რადგან მას ფეისლიფტინგი ჩაუტარდა, გაცნობის დაწყება სწორედ გარეგნობით სჯობს.

რაიკონენი პელოტონის შუაწელს უმიზნებს

Raikkonen expects to fight in 2012 midfield

30 იანვარი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ ამ სეზონში, მისი ადგილი პელოტონის შუაში იქნება. ასეთი მოკრძალებული მიზნები დაუსახავს 32 წლის ფინელს, ვინც ორწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდი პრიზების ცირკს, სადაც მსოფლიო ჩემპიონის ერთი ტიტული აქვს მოპოვებული და 18 რბოლა მოგებული.

"ჰიუნდაი ველოსტერი" ჰეპარდის წინააღმდეგ (ვიდეო)


კუპე "ველოსტერის" რეკლამისთვის, "ჰიუნდაიმ" ორიგინალური კლიპი გადაიღო, რომელშიც ერთმანეთს "ველოსტერი" და ჰეპარდი შეაჯიბრა. მაგრამ შეჯიბრი არ გამოვიდა...

Sunday, January 29, 2012

„ფიატს“ და „PSA–ს“ გერმანელებთან კონკურენციისთვის გაერთიანება სჭირდებათ

Fiat, PSA may need tie-up to compete with Germans
29 იანვარი
მართალია, „ფიატი“ მეტოქე „პეჟო–სიტროენისგან“ ალიანსის შექმნის შეთავაზებაზე აქამდე მხოლოდ მტკიცე უარს ღებულობს ხოლმე, მაგრამ არაა გამორიცხული, კრიზისმა ფრანგული გიგანტი საბოლოოდ მაინც თანხმობამდე მიიყვანოს. მითუმეტეს, დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მხოლოდ გიგანტ ავტომწარმოებლებს აქვთ გადარჩენის შანსი, პატარები და ჯიუტები კი, ადრე თუ გვიან, გაქრებიან.

ტრეიდ–ინ ესკიმოს–ურად


Saturday, January 28, 2012

„პირელი“ საინტერესო რბოლებს გვპირდება

Pirelli promises more exciting races in 2012 Formula 1 season
28 იანვარი
„პირელი“ ფორმულა 1–ის ფანებს პირდება, რომ მისი საბურავების წყალობით, მომავალ სეზონში რბოლები კიდევ უფრო საინტერესო გახდება. ამას კი, იტალიური კომპანია სხვადასხვა ტიპისს აბურავების შემდაგენლობის შერჩევისას, უფრო აგრესიული მიდგომით მიაღწევს.

"პორშე 911–ის" ვიდეო ისტორია (ვიდეო)


"მაკლარენი" 2011


"ტოიოტა TS030 ჰაიბრიდის" პირველი ტესტი პოლ რიკარზე (ვიდეო)

"პეჟო" წავიდა, "ტოიოტა" დაბრუნდა. ჰიბრიდული პროტოტიპი (პეჟო 908) წავიდა, ჰიბრიდული პროტოტიპი (ტოიოტა TS030) მოვიდა. იაპონური სარბოლი პროტოტიპის პირველი ტესტი პოლ რიკარის ტრეკზე ჩატარდა, სადაც მას მეტსახელად ბეტმობილი (ბეტმენის ავტომობილი) შეარქვეს.

Friday, January 27, 2012

შარშან „ფორდმა“ 20.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

Ford Posts Biggest Profit Since 1998
27 იანვარი
გასულ წელს, „ფორდ მოტორმა“ თავის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი მოგება მიიღო. ამერიკული კომპანიის ქსელურმა მოგებამ 20.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დიდწილად ერთჯერადმა ოპერაციამ განაპირობა. 1998 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მოგებაა. შედარებისთვის, წინა წელს, ცისფერი ოვალის შესაბამისი მაჩვენებელი 13.7 მილიარდი დოლარი იყო.

„ასტონ მარტინ V12 ძაგატოს“ დებიუტი კუვეიტში ექნება

First Production Aston Martin V12 Zagato to Debut at Kuwait Concours d’ Elegance
27 იანვარი
საავტომობილო სამყარო ამ ავტომობილს შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ელოდა, მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ მისი მომზადება ვერ მოასწრო და ამიტომ, გამოფენაზე მხოლოდ სპორტული „ძაგატოს“ სამოქალაქოდ გადაღებილი ვარიანტი წარადგინა. გავიდა დრო და „ასტონმა“ „V12 ძაგატოს“ სერიული ვერსია მოამზადა, რომელსაც პირველად კუვეიტის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს.

„პორშე 911 ტურბო“ სამი ტურბინით აღიჭურვება

Tri-turbo for Porsche 911 Turbo
27 იანვარი
უკვე 38 წელია, „პორშე 911–ის“ ყოველი თაობის მოდელის ბაზაზე, მინიმუმ ერთი ტურბო ვერსიაც მზადდება. გამონაკლისი არც ახალი 911 იქნება, რომლის საცდელი პროტოტიპიც ინტენსიურ საგზაო გამოცდებს გადის. ამ ავტომობილის თავისებურება ისაა, რომ ის სამი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი (წინა ვერსიას წყვილი ტურბოკომპრესორი აქვს).

Thursday, January 26, 2012

„ჰიუნდაის“ ახალი „სანტა ფეს“ მსტოვრული ფოტოები

Has the New Hyundai Santa Fe / ix45 SUV been Caught with its Guard Down?
26 იანვარი
ახალი ავტომობილების გამოშვების პარალელურად, „ჰიუნდაი“ თავისი სამოდელო გამის განახლებასაც არ ივიწყებს. მორიგი ავტომობილი, რომელსაც ახალი თაობა შეცვლის, ქროსოვერი „სანტა ფეა“, რომლის მსოფლიო პრემიერაც კორეელებს ნიუ იორკის მოტორ შოუზე აქვთ დაგეგმილი.

ბარიკელო ინდიქარ–ის ბოლიდს გამოსცდის

Rubens Barrichello to test IndyCar single-seater with KV Racing
26 იანვარი
რუბენს ბარიკელომ ფორმულა ერთში ადგილი დაკარგა. მაგრამ არაერთხელ უთქვამს, რომ რბოლებში მონაწილეობა ისევე იზიდავს, როგორც მაშინ, როცა კარიერას იწყებდა. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ჯერ ისევ ძველებურად სწრაფი და ბრძოლისუნარიანია.

6 ჩემპიონის სეზონი

ახალი "კატერჰემ CT01" – იხვნისკარტა ფორმულა ერთში

„კატერჰემი“ ფორმულა ერთის გუნდებს შორის პირველია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანა წარმოადგინა. გუნდი, რომელმაც წინა ორ სეზონში „ლოტუსის“ სახელით იასპარეზა, ამ მანქანით პელოტონის შუაგულში დამკვიდრებას ეცდება და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც ცნობილია, წინა ორ სეზონში, „ლოტუსი“ (კატერჰემი) ახალბედა გუნდებს შორის საუკეთესო იყო, მაგრამ მომავალ სეზონში, მის ხელმძღვანელობას ეს „ტიტული“ ვეღარ დააკმაყოფილებს.

Wednesday, January 25, 2012

„ვოლვო“ ავტომობილებს უმძღოლოდ, მწყობრში სიარულს ასწავლის (ვიდეო)

SARTRE autonomous road-train enters final phase with trio of Volvos
25 იანვარი
ევროკომისიის მიერ შექმნილი პროგრამა „სეიფ როუდ ტრეინს ფორ დი ენვირონმენტ“ (SARTRE) მიზნად ისახავს მსოფლიოში პირველ, სრულიად ფუნქციონალურ საგზაო მატარებლების შექმნას, რომლით მოსარგებლე ავტომობილის მძღოლსაც, მართვად მწკრივში ყოფნისას, შეუძლია, საერთოდ არ გაეკაროს ავტომობილის მართვის სისტემებს.

„მაკლარენ F1“ 35 000 ევროდ

McLaren F1 Replica Could be Yours for €35,000 / US$45,000
25 იანვარი
როგორც უნდა დაძველდეს ეს მანქანა, ასე მაინც არ გაიაფდება! მაშ რაშია საქმე? იმაში, რომ ლეგენდარული სუპერქარის რეპლიკაა და თუ მის კაპოტქვეშაც ჩაიხედავთ, ამაშიც მაშინვე დარწმუნდებით – იქ „აუდის“ ზორბა ოთხ რგოლს დაინახავთ. ეს ავტომობილი თურმე პოლონეთში, ძველი მანქანების ერთ–ერთი დილერის სადგომს ამშვენებს. ფასი კი 35 000 ევროა.

„ნისანი“ მექსიკაში ახალ ქარხანას ააშენებს

Nissan to Invest up to US$2 Billion to Build its Third Plant in Mexico in 2013
25 იანვარი
„ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მექსიკის ქალაქ აგვასკალიენტესის მახლობლად, სრულიად ახალ ამწყობ ქარხანას ააშენებს, რისთვისაც 2 მილიარდ დოლარს გაიღებს. აღსანიშნავია, რომ იაპონურ კომაპნიას მექსიკაში უკვე აქვს ორი ქარხანა, რომლებშიც შარშან 600 000 ავტომობილი გამოუშვა. ახალი ქარხნის წლიური წარმდობა კი 175 000 იქნება და იქ ეგრეთ წოდბული B პლატფორმაზე ბაზირებულ მოდელს გამოუშვებენ.

ერთი კვირა "მაკლარენ MP4-27–ის" გამოჩენამდე

„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი

Hiriko folding electric car headed for production
25 იანვარი
ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროსომ საზოგადბას უჩვეულო ჯუჯა ელექტრომობილი წარუდგინა, სახელად „ჰირიკო“. ავტომობილის კონსტრუქციაში არაერთი ინოვაციაა გამოყენებული, მათ შორის, დასაკეცი შასი, რისი წყალობითაც, სადგომზე მას „სმარტ ფორთუზე“ სამჯერ ნაკლები ადგილი ჰყოფნის...

„კატერჰემმა“ 2012 წლის ბოლიდი წარმოადგინა

Caterham F1 team unveils 2012 challenger
25 იანვარი
„კატერჰემის“ ფორმულა ერთის გუნდმა თავისი ახალი ბოლიდი წარმოადგინა, რომლითაც 2012 წლის სეზონში იასპარეზებს. ამ მანქანის ოფიციალურ პრეზენტაციას ინგლისური საჯინიბო ხვალ აპირებს, მისი პირველი ფოტო კი საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. იმავდროულად, ეს ფოტო ბრიტანულ ჟურნალ „F1 მეგზინის“ ყდაზეც დაიბეჭდა. ნომერი, რომელშიც ეს ფოტო დაიბეჭდა, ჟურნალის გამომწერებს დღესვე უნდა მიეღოთ.

Tuesday, January 24, 2012

„მინის“ სამოდელო გამა ათამდე გაიზრდება

Mini to expand lineup to ten with three new versions by decade's end
24 იანვარი
„ბეემვეს“ ხელში, „მინი“ განუხრელად ძლიერდება და გაყიდვებსაც სულ უფრო ზრდის. ამ პატარა ავტომობილის ბაზაზე, ბავარიელებმა მთელი ოჯახი შექმნეს, რომელიც ამჟამად უკვე ექვს წევრს მოიცავს და მალე მათი რიცხვი შვიდამდე გაიზრდება.

ამერიკაში ავტომობილების საშუალო ასაკი რეკორდულ ზღვარს აღწევს

Average age of U.S. light vehicles reaches record high, Polk says
24 იანვარი
საავტომობილო კვლევებზე სპეციალიზებულმა ამერიკულმა კომპანია „პოლკმა“ გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში არსებული ავტომობილების საშუალო ასაკი 10.8 წლამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ექსპერტები თვლიან, რომ ეს კარგი ინფორმაციაა ახალი ავტომობილებით მოვაჭრე დლერებისთვის, ასევე ავტომობილების სერვისზე სპეციალიზებული და სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე კომპანიებისთვის.

კიმი რაიკონენის პირველი ტესტები "ლოტუსით"

არიელ ატომ მუგენი დრიფტზე (ვიდეო)

Monday, January 23, 2012

„ლოტუსი“ რაიკონენით კმაყოფილია

Kimi Raikkonen impresses Lotus in his first test since returning to Formula 1
23 იანვარი

„ლოტუსის“ სატრეკო ოპერაციების ინჟინერი ალან პერმენი ამბობს, რომ პირველივე ტესტებზე, რომელიც გუნდის ორი წლის წინანდელი მანქანით ჩაატარა, კიმი რაიკონენმა ყველას დაანახა, რომ ფორმულა ერთში მისი დაბრუნება შეიძლება წარმატებული იყოს.

„ფოლკსვაგენი“ ხუთკარიან Up!–საც გამოუშვებს

Volkswagen Introduces Five-Door Version of its Up! City Car
23 იანვარი
„ფოლკსვაგენმა“ თავის მინი ავტომობილ Up!–ის ხუთკარიანი ვერსიის ფოტოები და მცირე ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილი, რომლის კოდური სახელწოდებაც „ნიუ სმოლ ფემილია“, მის სამკარიან ვერსიაზე 475 ევროთი ძვირი ეღირება. მას გერმანული კომპანია პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს და შეკვეთების მიღებასაც შოუს დასრულებისთანავე შეუდგება, თუმცა ავტომობილი ევროპელი დილერების შურუმებში მხოლოდ ზაფხულში გამოჩნდება.

FIA რეაქტიული საკიდარის აკრძალვას განმარტავს

Reactive ride banned because FIA believed it gave an aerodynamic benefit
23 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ეგრეთ წოდებული რეაქტიული საკიდარის აკრძალვის მიზეზი გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მოწყობილობის გამოყენება, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს აუმჯობესებს, ეს კი რეგლამენტის დარღვევა იქნება.

„ჰიუნდაი“ i20–ს გარეგნობას შეუცვლის

Hyundai i20 Facelift to get the i40 Styling Touch
23იანვარი
ჯერ მხოლოდ სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალი i20 ბაზარზე გამოვიდა, მაგრამ „ჰიუნდაი“ მას უკვე გარეგნობას უცვლის. ახალი ავტომობილი i40–ის სტილში შესრულდება, მას პირველად ჟენევის, ან პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ, გაყიდვები კი წლის ბოლოდან დაიწყება.

Sunday, January 22, 2012

„მერსედესის“ მიზანი – 2.7 მილიონი გაყიდული ავტომობილი 2020 წელს

Mercedes aims to sell 2.7 million cars globally by 2020
22 იანვარი

დეტროიტის მოტორ შოუზე, „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ განაცხადა, რომ მისი სურვილია, „მერსედეს–ბენცი“ პრემიუმ კლასის მწარმოებლებს შორის, მსოფლიო ლიდერი გახდეს. კერძოდ, 2020 წელს შტუტგარტელები გაყიდვების 2.7 მილიონამდე გაზრდას გეგმავენ.

მომავლის „ლინკოლნ კონტინენტალი“ სტუდენტების თვალით

Students Design an All-Electric Lincoln Continental for 2025
22 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ფორდმა“ თავის პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნის“ დიზაინის ახალი ენა გაგვაცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი საშუალო ზომის სედანი MKZ ალბათ მალე დაიკავებს ადგილს დირბორნული კომპანიის შოურუმებში. მაგრამ „ფორდი“ ერთადერთი როდია, ვისმა სპეციალისტებმაც „ლინკოლნის“ მომავალი დაგვანახა.

ლოებმა მონტე კარლოს რალი მეექვსედ მოიგო

Sebastien Loeb claims sixth Monte Carlo Rally victory
22 იანვარი
როგორც მოსალოდნელი იყო, სებასტიან ლოებმა მეექვსედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც, მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტულის მოპოვებაა.

Saturday, January 21, 2012

საქმე დაიხურა – „შევროლე ვოლტი“ უხიფათო ავტომობილად სცნეს

NHTSA Clears Chevrolet Volt on Fire Risk, Says Everything's Okay Now
21 იანვარი
„შევროლე ვოლტის“ პრობლემები დასრულდა – საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA – ნეიშნლ ჰაივეი ტრეფიკ სეიფტი ედმინისტრეიშნ) დაადგინა, რომ ავარიის შემდგომ მომხდარი ხანძრები, აკუმულატორების ბლოკის კონსტრუქციის ბრალი არ იყო.

„ჯენერალ მოტორსი“ კვლავ პირველია

GM reclaims global sales crown with volume of 9M in 2011
21 იანვარი
„ჯენერალ მოტორსმა“ გასული წლის გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, კვლავ მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა. ამერიკულმა კომპანიამ სულ 9.03 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. და ეს მისი მართული გაკოტრებიდან სულ რაღაც, ორ წელიწადში მოხდა.

5 კილომეტრი გამარჯვებამდე

Sebastien Loeb leads in Monte Carlo as podium fight closes up
21 იანვარი

სებასტიან ლოები რომ ამ სეზონს გამარჯვებით დაიწყებს, ეს უკვე ეჭვსაც აღარ იწვევს – მსოფლიოს რვაგზის რვაგზის ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღის შემდეგაც, კიდევ უფრო გაზარდა მდევრებთან უპირატესობა, რომელთაგან უახლოესს, ესპანელ დანიელ სორდოს, ვინც ერთ დროს მისი თანაგუნდელი იყო, 2 წუთსა და 41 წამს უგებს.

FIA–მ საკიდარის რეაქტიული სისტემა მაინც აკრძალა

Formula 1 teams have been told by the FIA that reactive ride height systems will be banned for the 2012 season
21 იანვარი
ფორმულა ერთის ახალ სეზონს ჯერ სტარტი არ აუღია, თუმცა ტექნიკურ საკითხებზე ფარული ომი უკვე დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), „ლოტუს–რენოს“ სიახლე, საკიდარის ეგრეთ წოდებული რეაქტიული სისტემა ლეგალურად ცნო, ახლახანს საკითხისადმი თავისივე მიდგომა შეცვალა და მსგავსი სისტემები აკრძალულად გამოაცხადა.

Friday, January 20, 2012

ინდიქარში „ლოტუსით“ ბურდე და ლეგე იასპარეზებენ

Lotus ramps up Indy racing program with Bourdais and Legge
20 იანვარი
მართალია, ფინანსური პრობლემების გამო, მალაიზიური საავტომობილო ჯგუფი „პროტონი“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოტუსს“ გაყიდვას უპირებს, მაგრამ ამით ამ უკანასკნელის სპორტული აქტივობა არ კნინდება. პირიქით, ლეგენდარული კოლონ ჩეპმენის მიერ დაარსებული კომპანია სულ უფრო მეტ პოპულარულ სარბოლ სერიაში ასპარეზობს.

ოსტინის ტრასა მზად აგვისტოში იქნება

Austin venue to be finished in August
20 იანვარი
ნოემბერში ამერიკას ფორმულა ერთი დაუბრუნდება. რბოლა ტექსასის მთავარ ქალაქ ოსტინში, ახალთახალ ავტოდრომზე უნდა ჩატარდეს, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს. მართალია, ტრასის (ცირკვიტ ოფ დი ამერიკას) მშენებლობა დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ის დაგეგმილზე ადრე ჩადგება მწყობრში.

"ნისანის" პატარა მხეცი სუპერ ავტომობილების წინააღმდეგ (ვიდეო)


"ნისან ჯუკის" გასპორტულებული R–ვერსია დუბაიში, 24–საათიანი რბოლის წინ, სუპერ ავტომობილებს – "ლამბორგინი გალიარდო LP560-4–ს", "ფერარი 458 იტალიას" და "მერსედს SLS AMG–ს" შეაჯიბრეს. და ვინ მოიგო? ეს ვიდეო ნახეთ და გაკვირვებულები დარჩებით...

ლოები და დანარჩენები

Sebastien Loeb pulls away in Monte Carlo Rally lead as Mikko Hirvonen flies
20 იანვარი
მონტე კარლოს შემოგარენში გრძელდებარალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის პირველი ეტაპი – მონტე კარლოს რალი, რომელსაც მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. რბოლის მესამე დღეს, მან კიდევ ერთი წუთით გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევარ დანიელ სორდოსთან.

Thursday, January 19, 2012

„ტოიოტას“ უნივერსალ „პრიუსზე“ სოლიდური მოთხოვნა აქვს

New Toyota Prius V Minivan Sales Off to a Good Start in the States
19 იანვარი

ჯერ მხოლოდ სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ტოიოტამ“ ამერიკულ ბაზარზე ჰიბრიდული „პრიუსის“ უნივერსალისძარიანი ვერსიის (პრიუს v) გაყიდვა დაიწყო და ის უკვე „შევროლეს“ პლაგ–ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „ვოლტზე“ მეტი გაჰყიდა, რომელიც უკვე ერთი წელია, იყიდება.

„შევროლე“ გაყიდვების რეკორდს ამყარებს

Chevy Sets New Record in 2011 with 4.76 Million Sales
19 იანვარი
გასული წელი რეკორდული გამოდგა „ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე მასობრივ ბრენდ „შევროლესთვის“, რომელმაც მთელს მსოფლიოში 4.76 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. ეს ამერიკული კომპანიის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება „ჯენერალ მოტორსს“, ამერიკულმა გიგანტმა მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა, რაშიც მას „ტოიოტას“ პრობლემები (იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი, ტაილანდური წყალდიდობა) დაეხმარა.

„ფოლკსვაგენი“ მეშვიდე „გოლფს“ პარიზში გვიჩვენებს

VW Golf Mk7 (2012) scooped on test in Europe
19 იანვარი
„ფოლკსვაგენი“ მეშვიდე თაობის „გოლფს“ პარიზის მოტორ შოუზე გაგვაცნობს, რომელიც სექტემბერში ჩატარდება. ბრიტანულმა გამოცემა „ქარ–მა“ ახალი ჰეჩბეკის მსტოვრული ფოტოები მოიპოვა, რომელიც საგზაო ტესტების დროსაა გადაღებული. ამასთან, ახალი „გოლფი“ შალითებითაა შენიღბული.

ლოებმა უპირატესობა გაზარდა

Loeb extends lead in Monte Carlo
19 იანვარი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანფმა სებასტიან ლოებმა მონტე კარლოს რალის მეორე დღის შემდეგ, ლიდერობა მნიშვნელოვნად განიმტკიცა. ის ახლა უკვე წუთნახევარზე მეტს უგებს მეორეზე მყოფ ესპანელ დანიელ სორდოს (მინი). მესამე ადგილზე კი ისევ ნორვეგიელი პეტერ სოლბერგია, რომელიც სორდოსთან სამ წამს აგებს.

Wednesday, January 18, 2012

ჟურნალი „ქარ“ „მაკლარენის“ ახალ სუპერ ავტომობილს გვაცნობს

McLaren P12 (2013): CAR's scoop on the F1 successor
18 იანვარი
თებერვლის ნომერში, ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ „მაკლარენის“ ახალი სუპერ ავტომობილის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ამ ავტომობილის სახელია „მაკლარენ MP12“ და ის ლეგენდარული F1–ის შემცვლელი უნდა გახდეს. ეს ავტომობილი ბაზარზე ერთ წელიწადში უნდა გამოვიდეს. მის შესახებ ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებულია, თუმცა „ქარ–ის“ რეპორტიორებმა ახალი MP12–ის შესახებ მწირი ინფორმაცია მაინც მოიპოვეს.

ლიმუზინი სუპერ ავტომობილის ბაზაზე (ვიდეო)

Audi R8 V10 Falls Victim to the Stretch Limousine Industry
18 იანვარი
კომპანია „კარბონაიტ UK–ს“ უცნაური ახირება აქვს – სუპერ ავტომობილების ლიმუზინებად გადაკეთებაზე ექავება ხელები. ყოველ შემთხვევაში, სახელი „ფერარი 360 მოდენას“ დაგრძელებით გაითქვა. ახლა კი „აუდის“ R8 V10–ს მიადგა და მისგანაც საოცარი სიმახინჯის შექმნას აპირებს. სხვათა შორის, ორივე ავტომობილი კომპანია „ლიმო ბროკერის“ დაკვეთითაა.

„ფერარი FF–ის“ ნორვეგიული ვერსია ბიოეთანლს „სვამს“

Norwegian Firm Converts Ferrari FF into a Bio-Ethanol Supercar
18 იანვარი
გყავთ „ფერარი FF“ და გინდათ, რომ თქვენმა ოთხბორბლიანმა სიამაყემ გარემოს ნაკლებად ავნოს? მაშინ ნორვეგიაში უნდა წაიყვანოთ, „პაციენტი“ კომპანია „კასტომიზედ.ნო–ს“ სპეციალისტებთან „ამკურნალოთ“ და ცოტა ხანში უკან ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილით დაბრუნდებით, რომელიც ბიოეთანოლის დიეტაზე იჯდება. რა თქმა უნდა, ასე იმ შემთხვევაში უნდა მოიქცეთ, თუ გეცოდინებათ, რომ E85 (85 ეთანოლი და დანარჩენი ბენზინი) მარკის საწვავის შოვნა პრობლემა არ იქნება.

„პეჟომ“ ლე მანის პროგრამა შეაჩერა

Peugeot ends Le Mans programme with immediate effect
18 იანვარი
„პეჟომ“ გამოაცხადა, რომ დაუყოვნებლივ წყვეტს გამძლეობაზე რბოლების პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ 24–საათიან რბოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ლე მანის სერიის რბოლებში „პეჟო“ 2007 წლიდან მონაწილეობდა. გასულ ხუთ სეზონში, ფრანგულმა კომპანიამ დიზელისძრავიან პროტოტიპ 908–ს რამდენიმე ვერსიით იასპარეზა და „აუდის“ ჰიბრიდულძრავიან მონსტრებს სერიოზული მეტოქეობაც გაუწია, 2009 წელს კი ლე მანის გამარჯვებული გახდა.