Monday, October 17, 2011

ჰამილტონის მანქანამ კორეაში ჩაჭიდება დაკარგა

Whitmarsh says downforce loss issue cost Hamilton in the Korean Grand Prix
17 ოქტომბერი
როგორც ირკვევა, ლუის ჰამილტონმა კორეული რბოლისას, სებასტიან ფეტელს წინააღმდეგობა იმის გამო ვერ გაუწია, რომ მისმა მანქანამ მოულოდნლად, დაკარგა გზასთან ჩაჭიდების ძალა. ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა ”ავტოსპორტთან” საუბრისას, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა.

ორი ტიტულის მჭედელი მესამეს ჭედვას შეუდგა

Double done, Red Bull aim for triple
17 ოქტომბერი
ფოტოთი ალბათ იცანით - ედრიან ნიუი, სუპერ ინჟინერი და საინჟინრო შტაბის შეუდარებელი ორგანიზატორი, ”რედ ბულ რეისინგის” საჩემპიონო მანქანების მთავარი შემოქმედი. ადამიანი, რომლის მიერ შექმნილმა მანქანებმაც, უკვე სამ გუნდს მოაპოვებინა საჩემპიონო ტიტულები.

ტრაგედია ლას ვეგასში

Indy 500 champion Wheldon dies after crash
17 ოქტომბერი
ლას ვეგასში, ინდიქარის წლევანდელი სეზონის დამამთავრებელ რბოლაში მომხდარმა ავარიამ, რომელშიც 15 მანქანა დაიმტვრა, ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულის და ინდიქარის 2005 წლის ჩემპიონის, ბრიტანელი დენ უელდონის სიცოცხლე შეიწირა.

ტრაგედია ლას ვეგასში (ვიდეო)

ლას ვეგასში, ინდიქასრის წლევანდელი სეზონის ბოლო რბოლაში მომხდარი მასობრივი ავარიისას, ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებული, ინდიქარის 2005 წლის ჩემპიონი, ბრიტანელი დენ უელდონი დაიღუპა...