Wednesday, September 26, 2012

კონცეპტუალური „პორშე პანამერა სპორტ ტურიზმო“

New Porsche Panamera Sport Turismo Concept Previews Next Sedan and Shooting Brake Model
26 სექტემბერი
ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარიზის მოტორ შოუზე „პორშე“ სპორტული სტილის უნივერსალის ჩვენებას აპირებს, დაახლოებით იმ ტიპისას, როგორიც „მერსედეს-ბენცის“ „CLS შუტინგ ბრეიკია“, სიმართლე გამოდგა - გერმანულმა კომპანიამ, შოუს გახსნის წინა დღეს, ამ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა.

სარბოლი „ბენტლი კონტინენტალ GT3“ პარიზში

Bentley to Debut New Continental GT3 Concept at Paris Motor Show
26 სექტემბერი

„ბენტლი“ რომ პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალურ სარბოლ ავტომობილ „კონტინენტალ GT3-ის“ ჩვენებას აპირებდა, ამის შესახებ ინფორმაცია კარგა ხნის წინ გავრცელდა. და აი, შოუს გახსნის წინა დღეს, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტოები, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე გაავრცელა.

„ჰიუნდაი i20 WRC“ - დებიუტი პარიზში

Hyundai i20 WRC to be Showcased at Paris Motor Show 2012
26 სექტემბერი
„ჰიუნდაი“ პარიზის მოტორ შოუზე, რომელიც ხვალ გაიხსნება, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (WRC) მომზადებულ ავტომობილს გაგვაცნობს. ესაა i20 WRC, სერიულ ჰეჩბეკ i20-ის ბაზაზე შექმნილი სარბოლი ავტომობილი.

„ფორდ ეკოსპორტი“ პარიზში გაგვეცნობა

Ford EcoSport SUV to Debut in Paris
26 სექტემბერი
„ფორდმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ახალი უგზოობის ავტომობილის, სახელად „ეკოსპორტის“ მსოფლიო პრემიერა ხვალ, პარიზის მოტორ შოუს პირველ დღეს გაიმართება. ეს არის ჰეჩბეკ „ფოესტას“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე შემუშავებული პატარა უგზოობის ავტომობილი, რომელიც ცისფერი ოვალის ბრაზილიურ ტექნიკურ ცენტრში შეიმუშავეს და რომელიც სხვა მთელს მსოფლიოში გაიყიდება.

ჯეი ლენო და მისი რეპლიკა „ბუგატი ტაიპ 35“


Bugatti Type 35 Replica on Jay Leno
26 სექტემბერი
ჯეი ლენო არამხოლოდ ცნობილი ტელეწამყვანია, არამედ უძველესი ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექციონერიცაა მთელს მსოფლიოში. თანაც, შეძლებისდაგვარად, ყველა მათგანის აღდგენას ცდილობს და რა თქმა უნდა, მათზე განავარდებითაც ხშირად ერთობა.

ოსტინის ტრასა მზადაა

Austin's Circuit of The Americas passes final FIA inspection
26 სექტემბერი
ჩარლი უაიტინგი
ოსტინის ავტოდრომი, სახელად „ცირკვიტ ოფ ამერიკას“, რბოლების მისაღებად მზადაა. FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) უსაფრთხოების დელეგატმა და რბოლების დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ტექსასური ტრეკი სრულად შეესაბამება ფორმულა 1-ის მოთხოვნებს.

„შეაშინე შენი ცოლი სარბოლ ტრეკზე“ - აუგუსტო ფარფუსის შესრულებით


Today's 'Race Car Driver Freaking Out His Wife On A Track' is BMW's Augusto Farfus
25 სექტემბერი
ავგუსტო ფარფუსი, ბრაზილიელი მრბოლი, ფორმულა 3000-ის ევროპული სერიის 2003 წლის ჩემპიონი, ფორმულა „რენო 2.0-ის“ ევროთასის 2001 წლის ჩემპიონი, ამ სეზონიდან DTM-ის (გერმანიის ტურიზმის ჩემპიონატი) მონაწილეა და „ბეემვეს“ ავტომობილს მართავს.