Tuesday, August 14, 2012

გაიცანით - ახალი „რეინჯ როვერი“

New Photos of 2013 Range Rover
14 აგვისტო
„ლენდ როვერს“ თავისი თაყვანისმცემლებისთვის დიდი სიახლე აქვს - მეოთხე თაობის „რეინჯ როვერი“. ამ უგზოობის ლიმუზინის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც, ბრიტანული კომპანია მასზე შეკვეთების მღებას დაიწყებს. თუმცა, პრემიერამდ თვენახევრით ადრე, „ლენდ როვერმა“ მისი ფოტოები და ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.

„ტოიოტა“ WRC-ს „იარისით“ უბრუნდება

Toyota Develops Affordable Yaris R1A Rally Car
14 აგვისტო
გერმანიის რალიზე, რალის მსოფლიო ჩემპიონატს „ტოიოტა“ ოფიციალურად დაუბრუნდება. იაპონურ კომპანიას ამისათვის ხელმისაწვდომი სარბოლი „იარის R1A“ აქვს მომზადებული. გერმანიის ADAC-ის რალი 24-26 აგვისტოს ჩატარდება. იაპონური კომპანიის ეკიპაჟი რბოლაში ნულოვან ეკიპაჟად მიიღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს, რომ მისი შედეგები ოფიციალურ კლასიფიკაციაში არ შევა.

„მერსედესი“ ფორმულა 1-დან ნაწილობრივ წასვლას აპირებს

Mercedes Pondering Partial F1 Withdrawal - May Reemerge as ‘AMG F1’
14 აგვისტო
რას ნიშნავს ნაწილობრივ? რას და, მალე გერმანული კომპანიისგან ალბათ შევიტყობთ, რომ ფორმულა ერთიდან მიდის. მაგრამ ამას მოჰყვება ცნობა (ან იქნებ, ეს ორი ცნობა ერთდროულად გამოქვეყნდება) იმის შესახებ, რომ „მერსედესს“ მისი სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ფილიალი AMG ჩაანაცვლებს.

„ნისანი“ წარმოების 85%-ს ჩრდილოეთ ამერიკაში გადაიტანს

Nissan: 85% of vehicles to be built in North America by 2015
14 აგვისტო
„ნისანს“ ამბიციური მიზანი აქვს დასახული, რომელიც 2016 წლისთვის მსოფლიოს ბაზრის 8 პროცენტის დაუფლებას ითვალისწინებს. და ამ მიზნის მსიაღწევად, იაპონური კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდ ინვესტიციებს გეგმავს.

„ევოკის“ წარმოება 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა

JLR's Halewood Factory to Work Around the Clock to Meet Strong Demand for Evoque
14 აგვისტო
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ თავისი ახალი ჰიტი, „რეინჯ როვერ ევოკი“ ბაზარზე გამოიტანა და მას შემდგ, უკვე ეს ავტომობილი თითქმის 88 000 ცალია გაყიდული. ასეთ მოთხოვნას ინგლისური კომპანია არ ელოდა და ამის გამო, მისი ჰელივუდის (ბრიტანეთი) ქარხანა, თავიდანვე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

„დაიმლერმა“ „მაიბახი“ ისევ დააძინა


Maybach officially discontinues all models for 2013
14 აგვისტო
„დაიმლერმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებელ ბრენდ „მაიბახის“ მუშაობას აჩერებს. ტრადიციული პრეს რელიზის ნაცვლად, რომლითაც ეს ინფორმაცია უნდა გაევრცელებინა, „დაიმლერმა“ გამოაქვეყნა პრაის ლისტი, რომელშიც ყოველი მოდელის გასწვრივ, ფასის გრაფაში წერია - მოხსნილია წარმოებიდან.

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდი“ – 5.0 ლიტრი 100 კილომეტრზე


New Ford C-Max Hybrid EPA Rated at a Combined 47 MPG
14 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისმა ჰიბრიდულმა ავტომობილმა „C-მაქს ჰაიბრიდმა“, EPA-ს (გარემოს დაცვის სააგენტო) სერტიფიკატი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ მინივენს ერთი გალონი (3.7854 ლიტრი) საწვავით (EPA ამერიკული სააგენტოა და საზომად გალონსა და მილს იყენებს) 47 მილის (75 კმ) გავლა შეუძლია. ანუ, 100 კილომეტრს 5.0 ლიტრი საწვავით გადის.

„ლამბორგინი“ პებლ ბიჩში „ურუსით“ და „სესტო ელემენტოთი“ წარსდგება

Lamborghini Urus and Sesto Elemento Concepts Heading to Pebble Beach
14 აგვისტო
„ურუსი“ და „სესტო ელემენტო“ ის ორი კონცეპტუალური ავტობობილია, რომლებითაც „ლამბორგინიმ“ საყოველთაო ყურადღება მიიქცია. მათგან „ურუსი“ მალე იტალიური კომპანიის მეორე უგზოობის ავტომობილი გახდება, „სესტო ელემენტომ“ კი სანტ’აგატა ბოლონეზელების რამდენიმე სტილისტური სიახლე და ტექნოლოგიური მიღწევა წარმოგვიდგინა.

ავარია პაიკს პიკზე (ვიდეო)


Evo Driven by Jeremy Foley Jumps Off Cliff at Pikes Peak
14 აგვისტო
როდესაც პაიკს პიკის სამთო რბოლის ჩანაწერებს უცქერ, მრბოლთა ოსტატობის შემხედვარეს, ადვილად გავიწყდება, თუ რამდენად საშიშია ეს რბოლა. თავად განსაჯეთ: სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა სხვაობა 1440 მეტრს აღწევს... 156 მოსახვევიდან ერთშიც რომ შეცდე, კილომეტრიანი ქვიანი ქარაფები გელის...