პარიზში ელექტრომობილების გამქირავებელი ქსელი ამოქმედდება
20 ოქტომბერი
.jpg)



ინისათვის, რომ ელექტრომობილების დაქირავება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა ისურვოს, ქალაქის ხელისუფლება მათ პარკინგისთვის გარანტირებულ ადგილებს პიდება. ეს კი, მანქანებით გადატვირთულ ისეთ მეგაპოლისში, როგორიც პარიზია, უზარმაზარი შეღავათია. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელექტრომობილით სარგებლობა საკუთარი ავტომობილის შენახვაზე გაცილებით იაფი დაჯდბა, რომ არაფერი ითქვას ტაქსით გადაადგილების სიძვირეზე.
გეგმის შესაბამისად, თავიდან პარიზის ქუჩებში 3 000 ცალი ელექტრომობილი გამოვა. ეს კი პარიზის ატმოსფეროს, ყოველწლიურად 20 000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგისგან გაათავისუფლებს. რა თქმა უნდა, თუ პარიზის ხელისუფლების გეგმა გაამართლებს და ელექტრომობილების გაქირავებაც კომერციულად მომგებიანი იქნება, პარიზის მაგალითს მალე ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდება.
თუმცა, კრიტიკოსები ახლავე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ელექტრომობილების გაქირავება მომგებიანი ბიზნესი არ იქნება. მათი გათვლებით, პროექტი რენტაბელური რომ იყოს, 3 000 ელექტრომობილს დაახლოებით 220 000 დამქირავებელი უნდა გამოუჩნდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ ელექტრომობილზე 75 დამქირავებელი მოვა. ეს კი კრიტიკოსების აზრით, არარეალური შეფარდებაა, რადგან ჩვეულებრივი ავტომობილების გაქირავების ბიზნესში, ავტომობილისა და მისი დამქირავებლების ფარდობა საშუალოდ ათია. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ გაქირავებისთვის შესაფერისი მონაცემების მქონე ელექტრომობილების საჭირო რაოდენობით შოვნა ჯერჯერობით არარეალურია...