Thursday, October 20, 2011

”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი

20 ოქტომბერი
როგორც ამ პროექტის ავტორი, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი ალექს იმნაძე ამბობს, დიზაინის შემუშავებისას, შთაგონების წყარო მერცხლისგან მიიღო. მანქანას ასეც დაარქვა - ”ჰირუნდო”, რაც ძველბერძნულად თურმე სწორედ მერცხალს ნიშნავს. რაში სჭირდება ქართულ ავტომობილს ბერძნული სახელი? ყველაფერი მარტივადაა - უცხოელებისთვის მერცხალი საკმაოდ ძნელად წარმოსათქმელია და შესაბამისად, მისი დარქმევა კომერციულად გაუმართლებელი იქნებოდა. ”ჰირუნდო” კი ადვილად დასამახსოვრებელია...

გაიგეთ უფრო მეტი ”ჰირუნდოს” შესახებ

პარასკევს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, თბილისის ავტო შოუ იხსნება, სადაც ქართველი ახალგაზრდა დიზაინერის მიერ მომზადებულ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ ”ჰირუნდოს” და მისი ავტორის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ.

პილოტის თვალით უყურეთ ფ1-ის ბოლიდით გავლილ ერთ წრეს (ვიდეო)

პირველად ნახეთ, თუ როგორ ჩანს გარემო ფორმულა ერთის ბოლიდის კოკპიტში მჯდარი პილოტის თვალის დონეზე. საჭესთან ”ვირჯინის” ყოფილი პილოტი, ლუკას დი გრასი უზის, რომელიც ”პირელის” საბურავების ოფიციალური გამომცდელია...