Sunday, September 23, 2012

ფეტელი ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნდა

Vettel reignites title push in Singapore
23 სექტემბერი

სინგაპურმა ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი რამ შეცვალა: თუ დღემდე ფერნანდო ალონსოს უმთავრესი მეტოქე ლუის ჰამილტონი იყო, ამიერიდან პირველი მდევრის როლში სებასტიან ფეტელი მოგვევლინა, რომელიც ლამის თავადვე აღიარებდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსები შეუმცირდა. თუმცა ფაქტია - სინგაპურში გამარჯვების შემდეგ, სწორედ ჩემპიონმა გადაინაცვლა მეორეზე და თუ მანამდ ალონსო ჰამილტონს 37 ქულას უგებდა, ახლა გერმანელს 29 ქულით უსწრებს.