Monday, June 25, 2012

2020 წლის „ჰონდა S2000 როდსტერი“ - სტუდენტური დიზაინი


Design Student Envisions New Honda S2000 Roadster for 2020
25 ივნისი
1995 წელს, როდესაც „ჰონდა“ ჯერ კიდევ აწარმოებდა ავტომობილებს, რომლებითაც მძღოლები სიამოვნებას ღებულობენ, იაპონურმა კომპანიამ შეიმუშავა კონცეპტუალური ავტომობილი SSM (სპორტს სტადი მოდელ), რომელიც ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა. გავიდა სამი წელი და „ჰონდამ“ საკუთარ ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე, იმ კონცეპტუალური ავტომობილის სერიული ვერსია - S2000 გამოუშვა.

უგურ შაჰინი თავისი კონცეპტუალური „ალფასთვის“ ინვესტორს ეძებს


Ugur Sahin Looking for Investors to Build New Alfa Romeo C12 GTS Concept
25 ივნისი
უგურ შაჰინი თურქული წარმოშობის ჰოლანდიელი დამოუკიდებელი დიზაინერია, რომელმაც არაერთი საკუთარი პროექტი გამოაქვეყნა და სპეციალისტების ყურადღებაც რამდენჯერმე მიიქცია. მათ შორისაა 2007 წლის „ფერარი დინო“, 2010 წლის „ასტონ მარტინ განტლეტი“ და 2011 წლის „სოლეილ ანადი“. განსაკუთრებით საყურადღებო ეს უკანასკნელია, რადგან ისაა შაჰინისვე მიერ 2007 წელს შემუშავებული კონცეპტუალური „შევროლე კორვეტ Z03-ის“ საწარმოო ვერსია იყო.

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ პარტნიორობას გააღრმავებენ


BMW, Toyota mulling expansive partnership
25 ივნისი
„ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ და „ტოიოტა მოტორი“, მათ შორის პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავენ. ამ გეგმის მიხედვით, ისინი უფრო ინტენსიურად ითანამშრომლებენ მწვანე ტექნოლოგიებზე და მათი პარტნიორობა ავტოინდუსტრიის სხვა სფეროსაც შეეხება, რაზეც მხარეები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.

„რადიკალ SR1“ - ხელმისაწვდომი სარბოლი ავტომობილი


THE ENTRY-LEVEL SPORTSCAR WITH REAL RACING CREDENTIALS
25 ივნისი
ბრიტანული კომპანია „რადიკალ სპორტსქარზი“ იმითაა ცნობილი, რომ მისმა ავტომობილებმა, გერმანიის ნურბურგრინგის ტრეკის ჩრდილოურ მარყუჟზე, ორჯერ დაამყარეს წრის გავლის აბსოლუტური რეკორდი. მალე ეს კომპანია თავისი პროდუქციის თაყვანისმცემლებს, ხელმისწვდომ სატრეკო ავტომობილებსაც შესთავაზებს.

რაიკონენს მეორე ადგილი აღარ აკმაყოფილებს


Raikkonen: Second place in the European Grand Prix not what I wanted
25 ივნისი
ვალენსიაში რბოლის შემდეგ, კიმი რაიკონენმა განაცხადა, რომ გულგრილია მის მიერ დაკავებული მეორე ადგილის მიმართ, რადგან გრძნობს, რომ მისი მანქანით, რბოლის მოგება იყო შესაძლებელი. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა რბოლის მიწურულს ლუის ჰამილტონს გაასწრო, თუმცა ეს საკმარისი მხოლოდ მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა, ფერნანდო ალონსომდე კი წრეები აღარ ეყო.

გროჟანი დარწმუნებულია, რომ ალონსოს გაასწრებდა


Grosjean certain he could have passed Alonso for European Grand Prix victory
25 ივნისი
სანამ ალონსო უკან) გაასწრებდა 
რომენ გროჟანი დარწმუნებულია, ევროპის დიდი პრიზის მოსაგებად იბრძოლებდა, მანქანა რომ არ გაფუჭებოდა. რბოლის გამარჯვებულმა ფერნანდო ალონსომ „ლოტუსის“ ფრანგ პილოტს რესტარტზე გაასწრო, მოგვიანებით კი გროჟანი იძულებული გახდა, რბოლა შეეწყვიტა. ამის მიზეზი, მის მანქანაზე დაზიანებული გენერატორი გახდა. გროჟანამდე, რბოლას მისი ლიდერი სებასტიან ფეტელიც გამოეთიშა.

შუმახერი ჯარიმას გადაურჩა


Michael Schumacher keeps Valencia podium
25 ივნისი
ევროპის დიდი პრიზის შემდეგ, რბოლის სტიუარდებმა შუმახერის მიერ ყვითელ შუქზე სისტემა DRS-ის გამოყენების მართებულობა განიხილეს. ამ შემთხვევის გამო, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ჯარიმა და რბოლის კლასიფიკაციაში ადგილის დაკარგვა ემუქრებოდა.