Monday, September 10, 2012

„პორშემ“ უგზოობის „მაკანის“ წარმოება გაზარდა

Porsche to Produce 75,000 Macan SUVs per Year
10 სექტემბერი
არადა, ამ ავტომობილის წარმოება ჯერ არ დაწყებულა...
„პორშე“ უგზოობის კომპაქტურ მოდელ „მაკანის“ წარმოებას მერმისს დაიწყებს და პირვანდელი გეგმით, წლიურად 45 000 ცალის წარმოებას გეგმავდა, თუმცა მარკეტოლოგთა დაჟინებული მოთხოვნით, ეს რიცხვი უკვე 2014 წელს გაორმაგდება. უფრო სწორედ, 75 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ, გერმანული ყოველკვირეული გამოცემა „ვირტშაფტვოხე“ იუწყება.

„ონიქსი“ – „პეჟოს“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი (ვიდეო)


Peugeot Teases New Onyx Supercar Concept for Paris Motor Show
10 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, ფრანგული „დიდი სამეული“ (პეჟო, სიტროენი და რენო) ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიურობს. და ძალიან გასაკვირი იქნება, თუ ამჯერადაც ასე არ იქნება. თუმცა, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგები არ მოგვაწყენენ. ამის ერთ-ერთი დასტურია „პეჟოს“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ონიქსი“, რომლის ოთხი ფოტო და ერთი ვიდეო ტიზერიც, „ლომებმა“ შოუს დაწყებამდე ოცი დღით ადრე გაავრცელეს.

სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი ავტომობილი


3D-printed electric car is inspired by swimsuits
10 სექტემბერი
კონკურსი ფორმულა სტუდენტი მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს სტუდენტური აზროვნების ფესტივალია, რომელიც უპირველესად, საავტომობილო ინდუსტრიას უკავშირდება. ამ ფესტივალისთვის მზადებისას, სტუდენტები არამხოლოდ ინჟინრულ აზროვნებაში ვარჯიშობენ, არამედ თავადვე შოულობენ დაფინანსების წყაროს და თავადვე აგვარებენ ლოჯისტიკურ, თუ მაკომპლექტებლების შერჩევის და მიწოდების საკითხებს. მოკლედ, ფორმულა სტუდენტი თანამედროვე ინჟინერთა სამჭედლოა.

ალონსოს რბოლისას მანქანა დაუზიანდა

Fernando Alonso's car suffered "big damage" during clash with Vettel, according to Ferrari
10 სექტემბერი

„ფერარის“ განცხადებით, ფერნანდო ალონსოს მანქანა სერიოზულად დაზიანდა მაშინ, როდესაც ესპანელი მრბოლი სებასტიან ფეტელმა ტრასის მიღმა, ბალახებში გარიყა. ისინი მოსახვევ კურვა გრანდეში პოზიციისთვის იბრძოდნენ, როდესაც ალონსო ტრასის მიღმა აღმოჩნდა.

„რევენტონი“ „მიცუბიში ეკლიპსის“ ბაზაზე

Ukrainian man turns Eclipse into quasi-Reventon
10 სექტემბერი
ერთ დროს, სუპერ ავტომობილების რეპლიკების დასამზადებლად, ხელმარჯვე ოსტატები „პონტიაკ ფიეროს“ იყენებდნენ. მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ერთ-ერთი უძველესი ბრენდი „პონტიაკი“ და მასთან ერთად, „ფიეროც“ ისტორიას ჩააბარა. თითქოს, რეპლიკების მწარმოებლებს დონორი ავტომობილის დეფიციტი უნდა შეჰქმნდათ, მაგრამ ისინი „მიცუბიში ეკლიპსმა“ გადაარჩინა.

„სანიონი“ პარიზში კონცეპტუალურ ელექტრულ ქროსოვერს წარადგენს

SsangYoung Reveals e-XIV Concept Ahead of Paris
10 სექტემბერი
კორეულმა კომპანია „სანიონმა“ პარიზის მოტორ შოუსთვის, თავის ელექტრულ კონცეპტუალურ ქროსოვერ e-XIV-ის ახალ ვერსიას წარადგენს, რომელიც შესაძლო, წინასერიული ავტომობილიც იყოს. ამ ავტომობილის პირველი ვერსია კორეულმა კომპანიამ ფრანკფურტის შარშანდლ მოტორ შოუზე წარადგინა, მეორე ვერსია კი - ჟენევაში.

შენიღბული "ფერარი F70" ვიდეოზე დააფიქსირეს (ვიდეო)


Ferrari F70 (Enzo Successor) Spotted [Video]
10 სექტემბერი
ეს კი F70-ის კომპიუტერული ფოტოა...
მალე ამ ავტომობილს, რომელსაც "ენცოს" შემცვლელადაც მოიხსენიებენ, შეუნიღბავს ვიხილავთ. ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ის. ამ შენიღბულ მანქანას რომ ნახავთ, ვერანაირ წარმოდგენას მასზე ვერ შეიქმნით, მაგრამ ვიდეოზე, რომელიც ახლახანს იუთუბიზე გაჩნდა, მაინც ერთი საინტერესო დეტალი ჩანს - ავტომობილს კარი სახურავის ნაწილთან ერთად ეხდება, ზუსტად ისე, როგორც "ენცოზე"...

ძანარდიმ მესამე პარალიმპიური მედალი მოიპოვა

Alex Zanardi open to Paralympic return after third medal
10 სექტემბერი
ალექს ძანარდიმ ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე მესამე, ამჯერად ვერცხლის მედალი მოიპივა და განაცხადა, რომ შესაძლოა, რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებშიც მიიღოს მონაწილეობა. ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა ვერცხლის მედალი გუნდურ დროზე რბოლაში, იტალიის კვარტეტთან ერთად მოიპოვა. მანამდე კი, ორი ოქრო ინდვიდუალურ დროზე და საგზაო რბოლებში ჰქონდა მოგებული.