Thursday, January 12, 2012

„ბეემვე“ ქროსოვერ X4–ს ამერიკაში გამოუშვებს

Official: BMW Confirms Production of New X4 Crossover at Spartanburg
12 იანვარი

„ბეემვემ“ ოფიციალურად დაადასტურა ადრე გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სპორტულ კუპე X6–ის მომცრო ვერსიის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ამ ავტომობილს ბავარიელები სპარტანბურგში (სამხრეთ კაროლინა), იმავე ქარხანაში გამოუშვებენ, რომელიც X3–ს, X5–ს და X6–ს აწარმოებს. ამ მიზნით, გერმანული კომპანია აღნიშნული ქარხანის მოდერნიზებისთვის 900 მილიონ დოლარს დახარჯავს და მის შტატს 300–ით გაზრდის.

გორდონმა დაკარის მოგების შანსი დაკარგა

Robby Gordon's Dakar hopes virtually over as Stephane Peterhansel increases lead
12 იანვარი
პეტერანსელი ასპარეზობისას

წლევანდელი დაკარის მოგების შანსი, „ჰამერით“ მოასპარზე კიდევ ერთმა მრბოლმა – ამერიკელმა რობი გორდონმაც დაკარგა. სამაგიეროდ, სტეფან პეტერანსელმა ლიდერობა განიმტკიცა და ძალიან უნდა დასცინოს ბედმა, რომ დაკარი მეათედაც ვერ მოიგოს.

კონცეპტუალური LF-LC – ლექსუსის ახალი დიზაინის პიონერი

Lexus LF-LC Sports Coupe Concept Bows at the Detroit Auto Show
12 იანვარი
ამ ავტომობილს ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა, მართალია, „ლექსუსმა“ დეტროიტის მოტორ შოუს გახსნამდე დაიწყო მისი ტიზერების გამოქვეყნება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო ამ მარკის ფანებისთვისაც და საავტომობილო მიმომხილველებისთვისაც. და აი, დეტროიტში ის საზოგადოების წინაშე წარსდგა.

კუბიცამ ისევ ფეხი მოიტეხა

Robert Kubica injures leg in fall
12 იანვარი

რობერტ კუბიცას ფორმულა ერთში დაბრუნება ალბათ კიდევ გადაიდება – პოლონელი პილოტი თავის სახლთან ახლოს დაცემულა და მარჯვენა ფეხზე მოტეხილობა გახსნია. ეს ფეხი და მარჯვენა ხელი მას შარშან, რალის რბოლისას მომხდარ ავარიაში მძიმედ დაუზიანდა, რის გამოც, რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.

ალონსო კუბიცას აქებს

Fernando Alonso says Robert Kubica is the best Formula 1 driver
12 იანვარი
ფერნანდო ალონსო რობერტ კუბიცას ყველაზე საშიშ მეტოქედ მიიჩნევს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მიაჩნია, რომ პოლონელი მრბოლი, რომელიც ერთი წლის წინ, რალის რბოლისას მიღებულ ტრავმებს ჯერაც იშუშებს, თანამედროვე ფორმულა ერთში ყველაზე ნიჭიერი მრბოლია.

ტიმ კამერონის „შოუტაიმი“ მართლა ყველგან გაივლის (ვიდეო)

Tim Cameron's ShowTime is our kind of commuter car for the apocalypse
12 იანვარი
თითქმის 100 მეტრი ფოლადის თხელკედლიანი მილი, „ფოქსის“ ნახევარმეტრიანი ამორტიზატორები, „ჯენერალ მოტორსის“ ძრავი LSX 454 ძრავი, „პაუერგლაიდის“ ავტომატური ტრანსმისია, თვითნაკეთი ორი ღერძი დიფერენციალებით და 43–დუიმიანი ბორბლები...