Saturday, January 7, 2012

„DC დიზაინ ავანტი“ – პირველი ინდური სპორტული ავტომობილი

DC Design Avanti is India’s First Sports Car, will Enter Production in 2013
7 იანვარი
ინდური საავტომობილო ინდუსტრია განვითარების შედარებით დაბალ დონეზეა. ის მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ ამ ქვეყანაში მსოფლიოში ორ უიაფეს ავტომობილს – „ტატა ნანოს“ და „ბაჟაჟ RE60–ს“ აწარმოებენ. მაგრამ ახლახანს საავტომობილო სამყარომ ინდური ავტოინდუსტიისგან ახალი სიურპრიზი მიიღო და ეს არაა მორიგი იაფი ავტომობილი, არამედ სპორტკუპე „ავანტი“, რომელიც კომპანია „DC დიზაინმა“ ნიუ დელის ავტო ექსპოზე წარადგინა.

„დოჯ დარტი“ დეტროიტამდე გაგვაცნეს

2013 Dodge Dart Photos and Video Leaked Ahead of Detroit Motor Show Debut
7 იანვარი
დეტროიტის შოუზე „კრაისლერი“ სრულიად ახალი ავტომობილის – „დოჯ დარტის“ პრემიერას ჩაატარებს, ავტომობილისა, რომელმაც წარუმატებელი „დოჯ კალიბერი“ უნდა შეცვალოს. ეს პირველი ავტომობილია, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ „ფიატის“ მიერ გაზიარებულ პლატფორმაზე ააგო და რომლითაც კონკურენციას „ფორდ ფოკუსს“ გაუწევს.

„ფოლკსვაგენი“ დეტროიტში ელექტრულ ჰოტ როდს წარადგენს

Volkswagen to Debut Beetle-Based Electric Hot Rod at the Detroit Motor Show
7 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს გახსნამდე ორი დღე დარჩა. ავტო სამყარო ამ დღეს მოუთმენლად ელის, რადგან როგორც ყოველთვის, დიდ გამოფენებზე ბევრი საინტერესო სიახლის ხილვა შეიძლება. ამ სიახლეთაგან, ბევრს მათი მწარმოებლები ტიზერების მეშვეობით, წინდაწინ გვაცნობენ ხოლმე. მაგრამ ასე მხოლოდ სერიულ, თუ წინასერიულ ავტომობილებთან დაკავშირებით იქცევიან. შოუსტოპერების შესახებ ინფორმაცია კი, საბურველის მოხსნამდე, გასაიდუმლოებულია.

„ჰიუნდაიმ“ განახლებული „ჯენეზის კუპეს“ ვიდეო ტიზერი გაავრცელა

ორიოდ დღეში, დეტროიტის კობო სენტერში ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო მოტორ შოუ გაიხსნება. მასზე „ჰიუნდაი“ თავის „ჯენეზის კუპეს“ განახლებულ ვერსიას წარადგენს.