6 სექტემბერი
„მაკლარენმა“ უარყო ბიბისის მიერ გავრცელებული
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ჰამილტონი გუნდს ტოვებს და მომავალი სეზონიდან,
„მერსედესში“ მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს. „ლუის ჰამილტონის მენეჯერებს
ვესაუბრეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, -
როიტერსთან საუბრისას განაცხადა „მაკლარენის“ წარმომადგენელმა.