Friday, September 9, 2011

კუბიცა მალე საჭეს მიუჯდება

Kubica set to start driving in October
9 სექტემბერი
რობერტ კუბიცას მენეჯერი დანიელე მორელი ამბობს, რომ ძალიან მალე, პოლონელი მრბოლი ავტომობილის, ან სიმულატორის საჭეს მიუჯდება და არც ის დროა შორს, როდესაც მას ფორმულა ერთის რბოლებში ისევ ვიხილავთ. ორი კვირის წინ, მას ტრავმირებულ მარჯვენა იდაყვზე ბოლო ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც, რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

”რედ ბული” ”რენოსთან” დარჩა

Red Bull and Renault extend F1 engine deal
9 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, თავიანტი კონტრაქტი ხუთი წლით განაახლეს ”რედ ბულმა” და ”რენომ”, რომელთა პარტნიორობაც 2007 წელს დაიწყო. ავსტრიულმა გუნდმა აღარ ისურვა იმ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტა, რომლის ძრავების დახმარებითაც, გასულ სეზონში ორივე ტიტულს დაეუფლა და მიმდინარე სეზონშიც, შარშანდელი წარმატების გამეორებასთან ახლოსაა.

ჰამილტონი ფეტელზე სწრაფია

Hamilton fastest at Monza

9 სექტემბერი

იტალიის დიდი პრიზის პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ”მაკლარენის” ლუის ჰამილტონს აქვს, რომელმაც ერთადრთმა შეძლო წრის წუთსა და 24 წამზე ნაკლებში გავლა. საუკეთესო შედეგი (1:23.865) მან პირველივე სესიაზე დააფიქსირა და მართალია, მეორეზე მასზე სწრაფი ”რედ ბულის” სებასტიან ფეტელი იყო, მაგრამ ორი სესიის ჯამში, გერმანელს მაინც მეორე საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა. მეორე სესიაზე ჰამილტონს მხოლოდ მოქმედმა ჩემპიონმა აჯობა და ისიც, 0.036 წამით.