Sunday, September 9, 2012

ანიმაციური სერიალი "მინი დრაივერს", მე-12 სერია, ბელგია (ვიდეო)

MiniDrivers - Chapter 4x12 - 2012 Belgian Grand Prix


„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 5, ლიფტის ისტორია (ვიდეო)

McLaren Tooned Episode 5 | Lift Story
9 სექტემბერი
  სათაურად ალბათ "ლიფტში მოყოლილი ამბები" უფრო შეეფერება, მაგრამ ავტორებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ძალიან სახალისო სერიაა. პროფესორი M (თურმე, ოდესღაც  ისიც მრბოლი ყოფილა) ბიჭებს თავისი კარიერის თავგადასავლებს (ლიფტმაკერთან - შუმახერთან :))) ) უყვება...

კუბიცა გამარჯვებით დაბრუნდა!!!

Robert Kubica wins domestic rally on return to competition
9 სექტემბერი

პოლონელმა მრბოლმა ავტოსპორტში თავისი დაბრუნება გამარჯვებით დააგვირგვინა. მან მონაწილეობა იტალიის ერთ-ერთ ადგილობრივ რალიში მიიღო და რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. ეს მისი პირველი გამოსვლაა მას შემდგ, რაც ფ1-ის შარშანდელი სეზონის დაწყებამდ, ასევე იტალიაში გამართული რალის დროს მომხდარ ავარიაში, მარჯვენა ფეხის და ხელის უმძიმესი ტრავმები მიიღო.

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

9 სექტემბერი
დათა ქაჯაიამ ფრანგებს ქართული ჰიმნი კარგად ასწავლა (მამუკა ჟორჟოლაძის ფოტო)

ამ უქმეებზე, საფრანგეთის სამხრეთის ქალაქ ნოგაროსთან არსებულ ავტოდრომზე, საქართველოს ჰიმნი სამჯერ დაუკრეს. ამაში „დამნაშავე“ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ „მია ფორსის“ მრბოლი დათა ქაჯაიაა, რომელმაც კლას ლეჯენდსში, ევროპის ეროვნებათა სერიის მე-6, ბოლოსწინა ეტაპის სამივე რბოლა მოიგო და გარდა იმისა, რომ სერიის ლიდერობა დაიბრუნა, დიდი უპირატესობითაც დაწინაურდა.

ჰამილტონმა და პერესმა ტიფოზები გააწბილეს

Hamilton disappoints Tifosi with Monza victory
9 სექტემბერი
რბოლის წინ ფერნანდო ალონსომ განაცხადა, მეათე ადგილის მიუხედავად, ბრძლას ვაპირებო. ალბათ გამარჯვებისთვის ბრძოლას გულისხმობდა - მისგან ნაკლები მოსალოდნელი არც იყო. არავინ იცის, რისი იმედი ჰქონდა სერხიო პერესს, მაგრამ ფაქტია, რომ ის იტალიის დიდი პრიზის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. უფრო მეტიც, მთავარი გმირი ის იქნებოდა, პიტ სტოპი ორი წრით ადრე რომ შეესრულებინა...