Sunday, April 22, 2012

„ფორბსის“ ასეულში 10 ავტომწარმოებელია

Automakers make up 10% of Forbes list of 100 largest companies
22 აპრილი
გამოცემა „ფორბსმა“ მსოფლიოს 100 უდიდესი კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელშიც 10 ავტომწარმოებელი კომპანია შევიდა. ეს სია იმითაა საინტერესო, რომ მასში შეყვანილი კომპანიების სიმდიდრე გაყიდვების, აქტივების, მოგების და საბაზრო ღირებულების კომბინირებული მაჩვენებლით დგინდება.

"ლამბორგინი ურუს" - ოთხი ელემენტის გამოწვევა (ვიდეო)


მეოთხე რბოლა - მეოთხე გამარჯვებული

ფეტელი ისევ მწვერვალზეა
Vettel back on top with Bahrain victory
22 აპრილი
მოდით, მარჩიელობით დავიწყოთ, რადგან სებასტიან ფეტელის გამარჯვებამ ალბათ არ გაგაკვირვათ: მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი რბოლა ჩატარდა და ოთხივეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავს. ალბათ 2010 წლის სეზონი გაგახსენდათ... მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან პელოტონში კიდევ ხუთი მრბოლია, რომელსაც გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს და ამაში მანქანაც უწყობს ხელს. ვინ არიან ესენი? მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი, ლუის ჰამილტიონი, მარკ უებერი და რომენ გროჟანი! ნუ გაიკვირვებთ, ეს ფრანგი ძალიან სწრაფია და სეზონის ბოლოსკენ, როცა გამოცდილებასაც დააგროვებს, გამარჯვებისთვის ბრძოლასაც შეძლებს. დანარჩენებზე ალბათ არავინ იკამათებს... ამ ყველაფრის თქმა კი იმისთვის დაგვჭირდა, რომ ძალიან საინტერესო სეზონის და რბოლების მომსწრენი ვართ!

ავტო მოტორი, მე-6 ნომერი

ჟურნალ "ავტო მოტორის" მე-6 ნომერი 25 აპრილიდან