Wednesday, April 4, 2012

„ჰიუნდაი“ ახალი შვიდადგილიანი „სანტა ფე-თი“ „ვერაკრუსს შეცვლის

Hyundai Veracruz to end production "around November," replaced by Santa Fe
4 აპრილი
ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოსვლისას, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ მტავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მალე მისი კომპანია შეწყვეტს „ვერაკრუსის“ წარმოებას, სამოდელო გამაში კი მის ადგილს ახალი „სანტა ფეს“ შვიდადგილიანი ვერსია დაიკავებს. „მალე „ვერაკრუსის“ წარმოებას გავაჩერებთ. და ეს ალბათ ნოემბერში მოხდება“, - განაცხადა კრაფჩიკმა, რომელმაც ნიუ იორკის ავტო შოუზე „სანტა ფეს“ ხუთ და შვიდადგილიანი ვერსიები წარადგინა.

ეძებეთ „F-ტაიპი“

Jaguar Previews All-New F-Type Roadster
4 აპრილი
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, „იაგუარმა“ კონცეპტუალური კუპე C-X16-ით მოგვხიბლა. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ინდური „ტატას“ ხელში მყოფი ინგლისური კომპანია ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებას აპირებს. და აი, ნიუ იორკის ავტო შოუზე, დიდმა კატამ ამ ავტომობილის ახლებური ვერსია, საკმაოდ ორიგინალურად გამოწყობილი წარმოადგინა. და რაც მთავარია, გვაუწყა, რომ მის სერიულ ვერსიას ბაზარზე „F-ტაიპის“ სახელით გამოიტანს. რაც შეეხება ამ ნიუსის სათაურს, ისიც „იაგუარს“ ეკუთვნის. ოღონდ, ცნობილ ფრანგულ გამონათქვამში, ქალი „F-ტაიპით“ ჩაანაცვლა.

კონტეინერთან მოჭიდავე „ჰიუნდაი ელანტრა“

Container Turns Hyundai Elantra into a Low Rider
4 აპრილი
ეს სპეციალური სარეკლამო ფოტოები არ გეგონოთ, თუმცა „ჰიუნდაიმ“ ეს შემთხვევა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის მაინც გამოიყენა. შემთხვევა სამხრეთ კორეის მეორე უდიდეს ქალაქ ბუსანში მოხდა. ძლიერმა ქარმა კონტეინერის მზიდი გვერდზე გადააბრუნა და უზარმაზარმა კონტეინერმა ახალთახალი „ჰიუნდაი ელანტრა“ ქვეშ მოიყოლა. საბედნიეროდ, მანქანამ უზარმაზარი სტრუქტურის წონას გაუძლო და არ მასში მსხდომნი დაზარალებულან. კორეულმა კომპანიამ კი ეს შემთხვევა იმის საილუსტრაციოდ აიტაცა, რომ მისი მანქანები არნახულ დატვირთვასაც კი უძლებენ.

ესეც ახალი „ვაიპერი“ (ვიდეო)

2013 SRT Viper Finally Breaks Cover in New York
4 აპრილი

ჟენევური შოუს შემდეგ, ყველაზე დიდი მოლოდინი ამ ავტომობილს უკავშირდება. შესაძლოა, ფოტო ტიზერების რაოდენობით, მას სხვა ავტომობილები „სჯობდნენ“, მაგრამ ფაქტია, რომ ნიუ იორკის ავტო შოუს მთავარი ვარსკვლავი სწორედ ისაა - თქვენს წინაშეა „SRT ვაიპერი“.