Sunday, July 29, 2012

„ავენტადორი“ ცილინდრების დეაქტივაციით

Aventador Getting Cylinder Deactivation
29 ივლისი

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ როცა სუპერ ავტომობილების აღწერას კითხულობთ, იქ იშვიათად ამოიკითხავთ მათს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. კერძოდ, ინფორმაციას საწვავის ხარჯის შესახებ. მაგრამ დრო იცვლება, ავტომწარმოებლებს მკაცრ სტანდარტებს უწესებენ და ისინიც იძლებულნი არიან, ამ პარამეტრებს ისევე მიაქციონ ყურადღება, როგორც სიმძლავრეს და მანევრულობას.

ჰამილტონმა უნგრული დიდი პრიზი მესამედ მოიგო

Hamilton holds off Raikkonen to win the Hungarian Grand Prix
29 ივლისი
ლუის ჰამილტონმა ფერნანდო ალონსოს 31-ე დაბადების დღის გამარჯვებით აღნიშვნის საშუალება არ მისცა. თავად გაიმარჯვა და საჩემპიონო ფერხულს დაუბრუნდა. მართალია, სეზონმა ეკვატორი უნგრეთში გადალახა და წინ ჯერაც 9 დაძაბული რბოლაა, თუმცა არდადეგების წინ ალონსო დამაჯერებლად ლიდერობს და ბუნებრივია, გამოკვეთილი ფავორიტიცაა. თან, საიუბილეოდ სარგებელი მაინც ნახა - თავის უახლოეს მდევარ მარკ უებერთან უპირატესობა გაზარდა - ახლა ის ავსტრალიელს ზუსტად 40 ქულას უგებს, ანუ ორ გამარჯვებაზე 10 ქულით ნაკლებს. მოკლედ, არდადეგებზე კარგ ხასიათზე გავიდა...

რაიკონენი „ფერარიში“?

Raikkonen on Ferrari's radar for 2013
29 ივლისი
სილი სეზონი თავის მსხვერპლს მოითხოვს და ასეთ „მსხვერპლად“, უნგრული რბოლის წინ, კიმი რაიკონენი მოგვევლინა, რომელიც, პადოკში გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯრებთ, შეიძლება მომავალ სეზონში „ფერარიში“ ვიხილოთ. არადა, ბუდაპეშტამდე ცნობილი იყო, რომ ფინელი პილოტი და „ლოტუსი“ ახლოს არიან კონტრაქტის გაგრძელებასთან.