Friday, July 6, 2012

ამერიკა ჩინური საავტომობილო გადასახადებით უკმაყოფილოა


U.S. files WTO complaint against China over auto duties
6 ივლისი
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საჩივრით მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთმა ამერიკაში წარმოებული ავტომობილები, ჯამში 3.3 მილიარდი დოლარით დაბეგრა.

„ლოლა დრეისონის“ ელექტრული პროტოტიპის რეკორდი გუდვუდში (ვიდეო)

Lola-Drayson EV Le Mans Prototype Breaks Record at Goodwood
6 ივლისი
ამ ფოტოს დანახვაზე, ალბათ ერთ-ერთი პირველი, რაც მოგინდათ, ამ სარბოლი ავტომობილის ხმის გაგონებაა. ბოლიდების გრუზუნი ხომ ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომელიც ავტოდრომების ტრიბუნაზე უამრავ ადამიანს იზიდავს. მაგალითად, ლე მანის 24-საათიან რბოლას ახლახანს 240 000 მაყურებელი დაესწრო...

სპორტული „რეინჯ როვერ ევოკ R“ - კომპიუტერული ვერსია


Artist Imagines Sporty Range Rover Evoque R with Supercharged V6
6 ივლისი
ერთი წელია, რაც „ლენდ როვერმა“ ბაზარზე უგზოობის კომპაქტური „ევოკი“ გამოუშვა და ამ დროის განმავლობაში, ინტერნეტში არ წყდება ლაპარაკი იმაზე, რომ ინგლისური კომპანია ამ ავტომობილის სპორტული, სამკარიანი ვერსიის გამოშვებასაც აპირებს, რომელიც მყიდველს შესანიშნავი ტემპერამენტით მიიზიდავს.

„ოპელ ადამი“ ფოტომსტოვრებმა ესპანეთში „გამოიჭირეს“


Opel Adam Caught Naked During Photo Shoot in Spain
6 ივლისი
ამ ავტომობილს „ოპელი“ საგულდაგულოდ გვიმალავს - აქამდე მისი მხოლოდ სახელი გაგვიმხილა და ისიც, სამნაწილიანი „კომიქსის“ დახმარებით. რიუსელსჰაიმელები ამ ავტომობილის პარიზის მოტორ შოუზე პრემიერას გეგმავენ და მანამდე მის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციის გავრცელებას სჯერდებიან. ფოტოებზე ლაპარაკიც არ იყო...

„ბენტლიმ“ უგზოობის კონცეპტუალური EXP 9 F განაახლა (ვიდეო)

Bentley Drops New Images and a Video of EXP 9 F SUV Design Concept
6 ივლისი
გარეგნულად, ამ მანქანას განახლებისა ბევრი არაფერი ეტყობა, მაგრამ როგორც ჩანს, „ბენტლიმ“ ჩათვალა, რომ მის დიზაინში შესაცვლელი არაფერი იყო. მანქანა უკვე იხილა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ, მალე ის პებლ ბჩის ელეგანტურობის ფესტივალზეც გამოჩნდება, რის შემდეგაც ალბათ პარიზის მოტორ შოუზე ვიხილავთ.

სველ ტრასაზე ყველაზე სწრაფი ჰამილტონია

Hamilton fastest at wet Silverstone
6 ივლისი
ძლიერმა წვიმამ, პარასკევის თავისუფალ პრაქტიკებს ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგა - გუნდებმა ვერც მოდიფიკაციების საქმეში გამოცდა შეძლეს და ვერც სარბოლო რეჟიმში მანქანების მომართვა. ,ხოლოდ არაფრისმთქმელი დროები დაფიქსირდა. ზოგმა პილოტმა კი ტრასაზე გამოსვლისგანაც თავი შეიკავა.