Wednesday, March 7, 2012

„ინფინიტი ემერჯ-E” - შუაძრავიანი სუპერ ელექტრომობილი (ვიდეო)

Infiniti’s 402HP Hybrid Supercar Emerg-E’s at the Geneva Motor Show
7 მარტი
„ინფინიტის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ევროპაში შეიქმნა, იაპონური მარკის პირველი შუაძრავიანი ავტომობილი და მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული. მოკლედ, „ინფინიტი ემერჯ-E-ს” წარდგენისას, ავტოსამყარომ ბევრი საინტერესო ამბავი გაიგო...

ხუთკარიანი „ჩინკვეჩენტო“ (ვიდეო)

The New Fiat 500L Smiles for the Camera in Geneva
7 მარტი
„ფიატმა“ უკვე რამდენჯერმე უშედგოდ სცადა საშუალო და დიდგაბარიტიანი ავტომობილების სეგმენტებში დამკვიდრება და ახლა მთელი თავისი ყურადრება ისევ A, B და C სეგმენტებზე გადააქვს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟენევაში სერიული წარმოებისთვის მომზადებული 500L წარადგინა, ავტომობილი, რომელიც პოპულარული „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზეა შექმნილი და რომლითაც მიკროვენ „იდეას“ შეცვლის.

„i-ონიკ“ – „ჰიუნდაის“ მომავალი სტილი და არამარტო...

Hyundai i-oniq Concept blends series hybrid with shooting brake style
7 მარტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის შემუშავება გერმანიაში მიმდინარეობს - კონცეპტუალური „i-ონიკი“, რომელიც კორეულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა და რომლის პრეზენტაციაზეც განაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით, ჩვენ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის კონტურებს ვხედავთ, კომპანიის კვლევისა და განვითარების ევროპულ ცენტრშია შემუშავებული, ცენტრში, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს.

კონკურს მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის ფინალისტები

WCOTY Finalists Announced
7 მარტი
ჟენევის მოტორ შოუს გახსნის პირველი ღონისძიება, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის დასახელება გახდა. გამოფენის მეორე დღეს კი, კონკურსმა მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი, თავისი ოთხი კატეგორიის სამ-სამი ფინალისტი გამოაცხადა, რომელთა შორისაც გამარჯვებულებიც აპრილში, ნიუ იორკის მოტორ შოუზე დასახელდება.
მთავარი პრიზის სამეულში გავიდნენ: „ფოლკსვაგენის“ მინი ჰეჩბეკი Up!, „პორშე 911“ და მე-3 სერიის „ბეემვე“. მათ შორის საუკეთესოს, ჟიურიში შემავალი 66 საავტომობილო ჟურნალისტი აარჩევს. ისინი შეფასებებს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით დაწერენ.

„ზოი“ – „რენოს“ მორიგი სერიული ელექტრომობილი (ვიდეო)

Renault Unwraps Production Version of All-Electric ZOE in Geneva, Announces Pricing
7 მარტი
„რენოს“ და „ნისანის“ მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს ნათქვამი აქვს, რომ მალე ფრანგულ-იაპონური ალიანსი მთელ თავის ყურადღებას ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციაზე გადაიტანს. „ნისანს“ უკვე დაწყებული აქვს „ლიფის“ წარმოება, რომელიც შარშან მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. „რენომ“ კი ბაზარზე უკვე სამი ელექტრომობილი - „კანგუ“, „ფლუენსი“ და სულ ახლახანს, „ტრვიზი“ გამოიყვანა.

„მეგაპიქსელი“ - თანამედროვე საქალაქო ავტომობილის „ტატასეული“ ხედვა (ვიდეო)

Tata Takes a Snapshot of the Future with New Megapixel Concept in Geneva
7 მარტი
ინდური კომპანია „ტატა მოტორსი“ იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს (ნანოს) აწარმოებს. რა ტქმა უნდა, მისი მთავარი მიზანი, ინდური, ძალიან სწრაფად მზარდი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ავტომობილების წარმოებაა. თუმცა გლობალურ დონეზე ცნობადბის მოსაპოვებლად, ბოლო ხანს საერთაშორისო ავტოგამოფენებზეც აქტიურობს, სადაც საკუტარ კონცეპტუალურ ავტომობილებს წარადგენს.

ღია „რეინჯ როვერ ევოკი“ - გინდათ, თუ არა? (ვიდეო)

Land Rover Asks if it Should Build the Range Rover Evoque Convertible. What Sayeth You?
7 მარტი
„პალექსპოს“ კომპლექსში, „ლენდ როვერის“ ცენტრალური ადგილი, „რეინჯ როვერ ევოკის“ ღია ვერსიას ეკავა, ავტომობილს, რომელიც წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა. მას ახლა მწვანე შუქი სჭირდება, რომელიც დამთვალიერებლების და სპეციალისტების დახმარებით, კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა აანთოს. ჟენევაში ის სწორედ იმისთვისაა წარდგენილი, რომ საზოგადოების აზრი შეისწავლონ...

1200-ცხენისძალიანი მხეცი (ვიდეო)

Bugatti Drops the Lid off 1,200PS Veyron Grand Sport Vitesse in Geneva
7 მარტი
თუ თქვენ საჭირო რაოდენობის ფული გაქვთ, მაგრამ „ლამბორგინი ავენტადორ J-ს“ მხოლოდ იმის გამო ვერ შეიძენთ, რომ მას იტალიური კომპანია მხოლოდ ერთ ცალს გაჰყიდის, გულს ნუ გაიტეხთ. „ბუგატიმ“ იმავე ჟენევაში, გაცილებით ექსტრემალური მხეცი მოგიმზადათ, რომლის გადაადგილებასაც 1200 ცხენი უზრუნველყოფს. შეიძლება გარეგნობით უფრო „ლამბოს“ მანქანამ მოგხიბლათ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი ადამიანი გეგულებათ, ვინც ისეთი მძლავრი მანქანის საჭეს უზის, როგორიც „ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესია“?

კონცეპტუალური FT-Bh – „ტოიოტას“ მორიგი ჰიბრიდი

New Toyota FT-Bh Concept Breaks Cover in Geneva
7 მარტი
ბოლო რამდენიმე დიდ მოტორ შოუს ისე არ ჩაუვლია, რომ მასზე „ტოიოტას“ ახალი ჰიბრიდული მოდელი არ წარედგინა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჟენევის წლევანდელი გამოფენაა, რომელზეც იაპონური კომპანიის სტენდის მთავარი ჰიბრიდული პერსონაჟი, მინიავტომობილი FT-Bh გახდა.

„ფერარი F12 ბერლინეტა“ ჟენევაში (ვიდეო)

Ferrari F12berlinetta Photos and Videos from the Geneva Motor Show
7 მარტი
„ფერარიმ“ ეს ავტომობილი ჟენევის მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო. გამოფენაზე, მის შესახებ ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ, ამ შესანიშნავ მანქანას, „პალექსპოს“ საგამოფენო კომპლექსში მისული ასობით ათასი ადამიანი ნახავს. და ყველაზე მოხერხებულებს კი, მასთან შეხების საშუალება მიეცემა. ვისაც შეძენა უნდა, დაახლოებით იმდენივე ევროს გადახდა მოუწევთ, რამდენიც ჟენევის მოტორ შოუს მნახველი ეყოლება...