Sunday, October 2, 2011

ორსახოვანი „დეფენდერი“ ფრანკფურტის შოუზე

ავტომობილებს სუფთა ფურცლიდან თითქმის აღარავინ აკეთებს. დიდი კომპანიებიც კი, თავიანთი ავტომობილების საფუძვლად, სხვა კომპანიების პლატფორმებს იყენებენ. მართალია, დიდი კომპანიებისთვის სრულიად ახალი ავტომობილის შექმნა ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარი ამ შემთხვევაში ფულია.

ახალი „ჰონდა სივიკი“ ევროპისთვის

Honda Civic
„ჰონდა სივიკის“ მეცხრე თაობის ჰეჩბეკის ევროპული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდა, თუმცა იაპონურმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტო და ვიდეო ტიზერების, ასევე მის შესახებ მწირი ინფორმაციის გავრცელება ადრევე დაიწყო, რითაც სიახლის მიმართ არსებული ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. ახალი ხუთკარიანი „სივიკი“ მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის შემუშავდა და ის ჩრდილოამერიკული ოთხკარიანი სედანისა და ორკარიანი კუპესგან საკმაოდ განსხვავებულია. თუმცა ამის მიუხედავად, მათ საერთო სახელი კვლავაც დარჩათ.

„რენოს“ მორიგი ელექტრონული კონცეპცია

Renault Frendzy
ორი წლის წინ, „რენომ“ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ერთბაშად ოთხი ელექტრომობილი - „კანგუ ZE“, „ფლუენს ZE“, „ზოი ZE“ და „ტვიზი ZE“ წარადგინა. მათგან ზოგის წარმოება უკვე დაიწყო, ზოგისას კი მალე დაიწყებს. თუმცა ამას არ სჯერდება და ეკოლოგიურად სუფთა პარკის გაფართოებაზე მუდმივად ზრუნავს. ამ ზრუნვის ერთ-ერთი ბოლო ნიმუში კი ფრანკფურტის წლევანდელ ავტო შოუზეც ვიხილეთ.

”პორშე 911 კარერა” - ფრანკფურტის ჰიტი

Porsche 911 Carrera
ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა იმ კუთხით შეიძლება, რომ ამ ავტომობილზე ინტერნეტში ყველაზე მეტი პუბლიკაცია დაიწერა. ბუნებრივია, ბაზარზე ახალი ”კარერას” გამოჩენა უკვე მოვლენაა - თითქმის ნახევარი საუკუნეა, ეს ავტომობილი მცირე გარეგნული ცვლილებებით გამოდის და სულ უფრო მეტ ადამიანს ხიბლავს. ის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სადა და გემოვნებიან დიზაინს დაფასება არასდროს მოაკლდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გარეგნობის გარდა, ავტომობილს ტექნიკური აღჭურვილობაც მოწოდების დონეზე აქვს.

„მაზერატიმ“ უგზოობის პირველი ავტომობილი გვიჩვენა

Maserati Kubang
„კრაისლერში“ გადახდილი მილიარდების სანაცვლოდ, „ფიატისთვის“ ისეთი ტექნოლოგიები ხდება ხელმისაწვდომი, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. რა თქმა უნდა, თავისი პარტნიორის მიღწევების გამოყენების საშუალება ამერიკულ კომპანიასაც ეძლევა. თუმცა, მაინც სწორედ მისი საინჟინრო ბაზაა ის მთავარი წყარო, რომელმაც „ფიატის“ ჯგუფში შემავალ რამდენიმე „მიძინებულ“ კომპანიას, მათ შორის „მაზერატისაც“, ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.

”პორშე” საქართველოშია

Porsche in Tbilisi
2 ოქტომბერი
ეს დროც დადგა, სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ საქართველოშიც დაიდო ბინა. ამიერიდან, ”პორშეს” ავტომობილების თბილისში შეძენა იქნება შესაძლებელი და მათ თბილისშივე მოემსახურებიან. ამ საპატიო მისიას კი ქართულ ბაზარზე კომპანია ”თეგეტა მოტორსი” და მისი შტო - ”თეგეტა პრემიუმ ვიიქლზი” შეასრულებს.