Thursday, July 19, 2012

მე-1000 „ლამბორგინი ავენტადორი“

Lamborghini Celebrates Production of 1,000th Aventador LP700-4
19 ივლისი
სულ რაღაც 15 თვე დასჭირდა „ლამბორგინის“ სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანას იმისათვის, რომ მეათასე „ავენტადორ LP700-4“ დაემზადებინა. ასე სწრაფად იტალიურ კომპანიას V12 ძრავით აღჭურვილი სუპერ ავტომობილის პირველი ათასი ეგზემპლარი ჯერ არასდროს გამოუშვია.

„ლენდ როვერი“ ამერიკაში „ევოკის“ მიწოდებას გაზრდის


Land Rover will increase U.S. supply of Evoques by fall
19 ივლისი
გასაკვირი არაა, რომ მოდელი, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილის წოდება მოიპოვა, ოკეანის გაღმა პოპულარობით სარგებლობდეს. მაგრამ თვით „ლენდ როვერის“ დილერებიც კი აღიარებენ, რომ „ევოკზე“ ასეთ მოთხოვნას მაინც არ ელოდნენ.

ჰამილტონი: „მაკლარენის“ დატოვება არანორმალურობა იქნება

Lewis Hamilton: Leaving McLaren would 'feel abnormal'
19 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის წინ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ არანორმალურად იგრძნობს თავს, თუ „მაკლარენის“ გარდა, რომელიმე სხვა გუნდში აღმოჩნდება. ამით მან მიანიშნა, რომ სხვაგან გადასვლას არ აპირებს. არადა, უკვე რამდენიმე კვირაა, კულუარებში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ თითქოს, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი გუნდის შეცვლას აპირებდეს.