Saturday, June 2, 2012

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი


1962 Ferrari 250 GTO made for Stirling Moss becomes world's most expensive car
2 ივნისი
1962 წელს გამოვებული „ფერარი 250 GTO“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ სახელოვანი სტირლინგ მოსისთვის დაამზადა, ამიერიდან ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ამ ინფორმაციას სააგენტო ბლუმბერგი ავრცელებს. ახლახანს მოსის 250 GTO 35 მილიონ დოლარად გაყიდულა. ეს კი სამი მილიონით მეტია 1964 წელს გამოშვებული „ფერარი 250 GTO-ს“ ფასზე. ორი წლის წინ, ჯერაც დაუდგენელ ფასში გაიყიდა 1936 წელს დამზადებული „ბუგატი ტაიპ 157SC ატლანტიკი“, რომელშიც მყიდველს 30-34 მილიონი დოლარია გადახდილი.

„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება


Hyundai back to WRC in 2013
2 ივნისი
„ჰიუნდაიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება გადაწყვიტა. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორეული კომპანია საქარხნო გუნდით იასპარეზებს. სარბოლად კი „ჰიუნდაი i20-ს“ მოამზადებს.

„რედ ბულს“ ძირის კონსტრუქციას აცვლევინებენ


Red Bull forced to change floor design as FIA clarifies regulation over holes
2 ივნისი
„რედ ბულს“ თავისის არბოლი ავტომობილის ძირის უკანა ნაწილის შეცვლა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, RB8-ს ძირის ის ნაწილი, რომელიც უკანა საბურავის წინ მდებარეობს, რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო.