Friday, August 31, 2012

პეკინში მართვის ლიცენზიას მილიონი ადამიანი ელოდება

Number of Licence Plate Applications Exceeds 1 Million in Beijing
31 აგვისტო
ჩინეთის დიდი ქალაქების ქუჩები სულ უფრო ივსება ავტომობილებით. ქვეყნის სწრაფი ტემპით განვითარებას, შედეგად მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ზრდა მოსდევს. ქალაქების გზები კი ამაზე გათვლილი არ არის. და ამიტომ, იქ ხშირად მრავალსაათიანი საცობები წარმოიქმნება.

ახალი „სმარტ ფორთუ“ ტესტირებას გადის


First 2014 Smart ForTwo Test Mule Caught Out in the Open
31 აგვისტო
ეს ციცქნა, საგულდაგულოდ შენიღბული პროტოტიპი, რომელსაც წინა ფარებზე და კარის სახელურებზე ეტყობა, რომ „რენო ტვინგოს“ ნათესავი უნდა იყოს, შემდეგი თაობის „სმარტ ფორთუს“ სატესტო ვერსიაა. ვინც იცის, რომ „დაიმლერი“ და „რენო“ რიგ პროექტებში ერთმანეთს პარტნიორობენ, ასეთი მსგავსება არ გაუკვირდება.

ჰამილტონი გუნდური მითითებების წინააღმდეგია


Lewis Hamilton does not want McLaren to ask Jenson Button to support him
31 აგვისტო
ლუის ჰამილტონს არ სურს, რომ ჯენსონ ბატონმა რბოლებისას მისი დამხმარე როლი შეასრულოს. არადა, გუშინ "მაკლარენის" შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, თუ დაგვჭირდა, ბატონი ჰამილტონისთვის დახმარების გაწევის მითითებას მიიღებსო. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბატონს ჩემპიონობის შანსი აღარ ექნებაო.

წვიმას ყველაზე უკეთ კობაიაში გაუმკლავდა

Kobayashi makes the most of wet Spa practice
31 აგვისტო

ფორმულა ერთის ქარავანს ბელგიური ცა ატირებული დახვდა. და იმდენი იტირა, მეორე თავისუფალი პრაქტიკა წესიერად ვერ ჩატარდა. ან რა აზრი ჰქონდა მის ჩატარებას, როდსაც მანქანები წყალწაღებულ ტრასაზე დაცურავდნენ. და თუ პირველ პრაქტიკაზე მეტნაკლებად შესაძლებელი იყო სარბოლ რეჟიმში გადაადგილება, მეორეზე რამდნიმე მრბოლი ტრასაზე არც გამოსულა და ვინც გამოვიდა, იმათმა თითქმის ნახევარმა დროის დაფიქსირება ვერ შეძლო.

Thursday, August 30, 2012

„მაკლარენი“: ბატონი შეიძლება ჰამილტონს დავახმაროთ

McLaren admits Jenson Button could be asked to support Lewis Hamilton's title bid
30 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში აღიარებს, რომ თუ ლუის ჰამიტლონს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თანაგუნდელის დახმარება დასჭირდება, ჯენსონ ბატონს ამ დახმარების გაწევას აუცილებლად სთხოვენ. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ამ ეტაპზე, ბატონს არანაირი შეზღუდვა არ აქვს და მას ფინიშთან ჰამილტონზე ადრე მისვლა თავისუფლად შეუძლია.

ალონსო წვიმის იმედზეა

Belgian Grand Prix: Fernando Alonso pins hopes on rain
30 აგვისტო
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ბელგიაში წვიმიანი რბოლა მას უკეთეს პირობებში ჩააყენებს და გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. მართალია, ალონსო 40 ქულას უგებს მეორეზე მყოფ მარკ უებერს, მაგრამ ესპანელი აღიარებს, რომ ასეთ სოლიდურ ლიდერობას გარემოებათა წყალობით მიაღწია და რომ მისი მანქანა არაა პელოტონში უსწრაფესი. და რომ წვიმა მისი ყველაზე საიმედო მოკავშირეა.

„მაკლარენი“ ბელგიაში ორმაგ DRS-ს არ გამოიყენებს

McLaren will not debut double DRS at Belgian Grand Prix
30 აგვისტო
„მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი გუნდი ბელგიაში პირველად გამოიყენებს ორმაგ DRS-ს. თუმცა, არ გამორიცხა, რომ იმავე აეროდინამიკურ სისტემას „მაკლარენი“ თავის მანქანაზე სეზონის ბოლო ეტაპებზე მაინც დანერგავს.

„რედ ბულმა“ ნიუ იორკის გზები მოსინჯა (ვიდეო)


მომავალ სეზონში ფ1-ის ერთ ეტაპს ნიუ იორკმა უნდა უმასპინძლოს (ჯერ სათუოა). დიდი ვაშლის ქუჩებში დიდი პრიზების ქარავანი პირველად ახმაურდება. „რედ ბულმა“ კი იქაური გზები ახლავე გასინჯა, რისთვისაც ოკეანის გაღმა, თავისი შოუ ჯგუფი და მასთან ერთად, დევიდ კულტჰარდი მიავლინა.

„სუძუკიმ“ ევროპული „გრანდ ვიტარა“ მოსკოვში წარადგინა

Suzuki Debuts European Market 2013 Grand Vitara at the Moscow Auto Salon
30 აგვისტო
„სუძკიმ“ უგზოობის პოპულარულ მოდელ „გრანდ ვიტარას“ (იგივე ესკუდოს) ოდნავ სახეშეცვლილი ვერსიის ევროპული ვარიანტის პრემიერა მოსკოვის საერთაშორისო ავტო სალონზე ჩაატარა. მანამდე, იაპონურმა კომპანიამ იგივე ავტომობილი შინაურ ბაზარზე წარადგინა.

Wednesday, August 29, 2012

ელექტრულმა ფორმულამ FIA-ს ლიცენზია მიიღო

Formula E Green Racing Series Gets Licensed by FIA
29 აგვისტო
ელექტრომობილები თანდათან მკვიდრდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და არამარტო მასში. ელექტრომობილებით უკვე დიდ რბოლებშიც ასპარეზობენ და შორს არც ის დროა, როდსაც ელექტროძრავებით აღჭურვილი ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილების ასპარეზობებს ვიხილავთ. ასეთ მანქანებს უკვე ელექტრულ ფორმულა ერთადაც მოიხსენიებენ. ვისაც ასეთი იდეა მოსწონს, მათთვის FIA-ს კარგი ამბავი აქვს - საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა E-ს (E - ელექტრო) რბოლების ორგანიზების ლიცენზია მიანიჭა.

„როლს როისი“ „გოსტის“ ბაზაზე ორ მანქანას ამზადებს

Rolls-Royce Planning at Least Two Ghost-Based Cars
29 აგვისტო

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „როლს როისი“ თავის „მომცრო“ ლიმუზინ „გოსტის“ ბაზაზე ორ ან მეტ ვერსიას გამოუშვებს. ჟურნალისტთან საუბრისას, „როლს როისის“ შეფმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა გაამხილა, რომ მისი კომპანიის მიზანი, გაყიდვების ზრდა და 4000-იანი ზღვარის გადალახვაა. ცნობისათვის, შარშან ბრიტანულმა კომპანიამ 3538 ავტომობილი გაჰყიდა.

„ევრო NCAP-ის“ ხუთი ვარსკვლავი „ფორდ B-მაქსს“

Ford B-Max Achieves 5-Star Euro NCAP Safety Rating
29 აგვისტო
„ფორდ B-მაქსმა“ თავიდანვე მიიქცია საავტომობილო სამყაროს ყრადღება, რადგან ის იმ უიშვიათეს კომპაქტურ ავტომობილთაგანია, რომლებსაც შუა საყრდენი არ გააჩნიათ. თითქოს, ამით მისი ძარის და მზიდი სტრუქტურის სიმტკიცე უნდა შესუსტებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა და ამის დასტურია უახლესი ფაქტი - ამ პატარა მინივენმა, ისევე როგორც ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილმა კიდევ ოთხმა ახალმა ავტომობილმა, „ევრო NCAP-ისგან“ ქრეშ ტესტების შედგად, უსაფრთხოებაზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა.

„ბენტლიმ“ შესაძლოა პარიზში კონცეპტუალური სპორტქარი გვიჩვენოს

Bentley Rumored to Debut New Sports Car Concept in Paris
29 აგვისტო
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ „ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს. ამ ავტომობილის წარმოებისთვის უკვე ემზადება ქრიუს ქარხანა. ეს იქნება ავტომობილი, რომელმაც ბრიტანულ კომპანიას გაყიდვების მოცულობა უნდა გაუზარდოს და სოლიდური მოგება მოუტანოს.

Tuesday, August 28, 2012

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

Alex Zanardi eyes Indianapolis 500 bow
28 აგვისტო
ეს ადამიანი შეუპოვრობის ნამდვილი ნიმუშია! 11 წლის წინ, გერმანიის ოვალ ლაუზიცრინგზე რბოლისას მომხდარ ავარიაში მან ორივე ფეხი დაკარგა, მაგრამ ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია თავისი სახელოვანი სპორტული კარიერა! 2009 წლამდე, ტურიზმის კლასის მანქანების მსოფლიო ჩემპიონატში (WTCC) ასპარეზობდა, მერე კი ავტოსპორტიდან წავიდა, თუმცა ბორბლიან სპორტს არ დამშვიდობებია.

დი მონტეძემოლო „ფერარის“ რეკორდულ გაყიდვებს და მოგებას მოელის

Montezemolo predicts record Ferrari sales, profit this year
28 აგვისტო
„ფერარის“ შეფმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ევროპაში გაჭიანურებული კრიზისის, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებისა და ამერიკაში ახალი კრიზისის დაწყების შიშის მიუხედავად, მისი კომპანიის სუპერ ავტომობილებზე მოთხოვნა მაინც იზრდება. „ბოლო მონაცემებით, რომლებიც გამაჩნია, ეს წელი, ჩვენთვის გაყიდვების მხრივ, რეკორდული იქნება“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ.

ცოტა რამ „ლამბორგინი გალარდოს“ შემცვლელის შესახებ

New Lamborghini Gallardo Replacement Details Surface
28 აგვისტო
„ლამბორგინი გალარდო“ ბაზარზე 2003 წლიდანაა. იტალიური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილს მალე 10 წელი შეუსრულდბა და ეს, თუნდაც სუპერ ავტომობილისთვის, ძალიან ბევრია. მას შეცვლა სჭირდება და რა თქმა უნდა, სანტ’აგატა ბოლონეზეში ამაზე ზრუნავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი „გალარდო“ ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს.

„ნისანმა“ შემდეგი თაობის GT-R-ს მწვანე შუქი აუნთო


Next-Generation Nissan GT-R Gets Green Light, Coming in 2018
28 აგვისტო
ამასწინათ, სამწუხარო ამბავი გაუწყეთ, რომელშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ შესაძლოა, „ნისანმა“ ეს შესანიშნავი ავტომობილი აღარ განაახლოს. მაგრამ როგორც ჩანს, საღმა აზრმა გაიმარჯვა და იაპონურმა კომპანიამ, მეორე თაობის „გოძილას“ (ასე ხშირად მოიხსენიებენ GT-R-ს) წარმოება მაინც გადაწყვიტა.

„ფერარი“ შეკვეთით ერთჯერად სუპერ ავტომობილს ამზადებს

Ferrari building one-off model for Dubai businessman
28 აგვისტო
არიას "ფერარის" შესაძლო ესკიზი
ჩირაგ არია იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ ძალიან გაუმართლა. ის 32 წლისაა, დაბადებულია ინდოეთში, უცხოვრია ამერიკაში და უკვე ექვსი წელია, რაც დუბაიში ცხოვრობს. მეზობელ საერიმო რას ალ ხაიმაში კი სამრეწველო საწარმოს ფლობს.

Monday, August 27, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო“ და „ჯენეზის კუპე“ მობილურის თამაშში

Hyundai’s Veloster Turbo, Genesis Coupe to Star in Popular Mobile Racing Game Asphalt 7: Heat
27 აგვისტო
ამიერიდან, მობილური ტელეფონების (აიოს და ანდროიდ სისტემებით) თამაშში „ასფალტ 7: ჰიტ“, „ჰიუნდაის“ ორი ავტომობილის არჩევის საშუალებაც გექნებათ. კომპანია „გეიმლოფტმა“ იმ 60 ავტომობილს შორის, რომლებითაც ნავარდის საშუალება სმარტფონების მფლობელებს აქვთ, კორეული კომპანიის სამოდელო გამიდან, „ველოსტერ ტურბო“ და „ჯენეზის კუპე“ შეიყვანა.

DTM-ზე რალფ შუმახერმა პიტ-მექანიკოსები მოცელა (ვიდეო)


Watch this Mercedes-Benz DTM pit crew's dramatic air line accident
27 აგვისტო
ჰოლანდიის ცანდფოორტში, DTM-ის (გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატი) სერიის მორიგი რბოლის დროს, „მერსედეს-ბენცის“ პიტლეინზე შემთხვევა მოხდა, რომელმაც გუნდის ოთხი წევრი დააზიანა. მანქანის საჭესთან კი რალფ შუმახერი იჯდა.

„ფალკატრონი“ – ტრანსფორმერი „ფორდ ფალკონის“ ბაზაზე

Ford Falcon Transformers Autobot - Falcatron
27 აგვისტო
„ფორდის“ ავსტრალიურმა ფრთამ, თავისი პროდუქციის რეკლამირებისთვის, პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ „ტრანსფორმერების“ გამოყენება გადაწყვიტა. „ფალკატრონი“ - ასე ეწოდება ცისფერი ოვალის ტრანსფორმერს, რომელიც პროექტის ავტორებმა „ფორდ ფალკონის“, უფრო სწორედ, ამ ავტომობილის „XR6 ტურბო“ ვერსიის ბაზაზე შეიმუშავეს.

„შკოდამ“ სედან „რეპიდის“ წარმოება დაიწყო


Skoda Begins Production of Rapid, Expands its Mladá Boleslav Plant by a Third
27 აგვისტო
ჩეხური კომპანია თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, პატარა სედან „რეპიდის“ მსოფლიო პრემიერას პარიზის მოტორ შოუზე გეგმავს, მანამდე კი ერთი თვით ადრე, თავის მლადა ბოლესლავის ქარხანაში, ამ ავტომობილის წარმოება დაიწყო. ცნობისათვის, „შკოდას“ სამოდელო გამაში, „რეპიდი“ სუბკომპაქტურ „ფაბიასა“ და კომპაქტურ „ოქტავიას“ შორის ნიშას შეავსებს.

ლოებმა გერმანიის რალი მეცხრედ მოიგო

Loeb wins in Germany for ninth time
27 აგვისტო

ფრანგმა სებასტიან ლოებმა მეცხრედ მოიგო გერმანიის რალი და მსოფლიო ჩემპიონატში თავისი უპირატესობა უახლოეს მდევართან, ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან 54 ქულამდე გაზარდა. ლოებმა ზუსტად ორი წუთით აჯობა იარი-მატი ლატვალას (ფორდი) მესამე ადგილი კი ჰირვონენმა დაიკავა. მეოთხეს დასჯერდა მადს ოსტბერგი, რომელსაც თავიდან მუხრუჭების პრობლემები ჰქონდა, თუმცა პირველი დღის შემდეგ, მისმა გუნდმა მექანიკოსებმა პრობლემა აღმოფხვრეს და ნორვეგიელმაც მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.

Saturday, August 25, 2012

„აუდი კვატრო“ ბრუნდება

Audi Quattro model to return in time for 35th anniversary?
25 აგვისტო
პარიზის 2010 წლის მოტორ შოუზე, „აუდიმ“ თავისი თაყვანისმცემლები სასიამოვნოდ გააკვირვა, როდესაც იქ კონცეპტუალური „კვატრო“ წარადგინა. მარტო ეს სახელია საკმარისი იმისათვის, რომ პავილიონში უამრავ ადამიანს მოუყარო თავი. მართალია, გამოფენაზე წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ უძრავი მულიაჟი იყო, მაგრამ ცოტა ხანში, გერმანული კომპანიის სპეციალისტებმა მისი მოძრავი ვერსიაც შექმნეს (S5-ის ბაზაზე). თანაც, ეს ავტომობილი, პოპულარულ R8-ზე 227 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა.

დათა ქაჯაიამ ცანდფოორტის პირველი რბოლა მოიგო

25 აგვისტო
ლეჯენდსის კლასის ავტომობილების თასის გათამაშების ევროპის ეროვნებათა სერიის მე-5 ეტაპზე, რომელსაც ჰოლანდიის სანაპირო ქალაქ ცანდფოორტის ტრეკმა უმასპინძლა, დათა ქაჯაიამ პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. თუმცა მეორეში, ჩვენდა სამწუხაროდ და ორგანიზატორთა უცნაური საქციელის გამო, მეორე რბოლა, რომელსაც რბოლასაც ვერ დაარქმევთ, ბოლო ადგილზე დაასრულა.

Friday, August 24, 2012

„ჰონდა CR-V“ ევროპაში დებიუტისთვის ემზადება

Honda Releases a Boatload of Photos of the European Market 2013 CR-V
24 აგვისტო
ერთი თვის წინ, „ჰონდამ“ ახალი CR-V-ს ევროპული ვერსიის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შუზე აქვს დაგეგმილი. თუმცა, თავისი კომპაქტური ქროსოვერის ფოტოები (95 ფოტო) მსოფლიო ავტო ფორუმამდე ერთი თვით ადრე მაინც გამოაქვეყნა.

„ფორდმა“ ახალი „ექსპლორერ სპორტის“ სიმძლავრეც გაამხილა

Ford Finally Rates 2013 Explorer Sport's V6 Turbo, Says it Produces 365-Horses
24 აგვისტო
„ფორდმა“ ახალი ექსპლორერის მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკის ავტო შოუზე ჩაატარა, მოგვიანებით მისი ფასიც გამოაქვეყნა, თუმცა ძრავის მონაცემებს აქამდე არ ამჟღავნებდა. ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ საბაზო აგრეგატი სერია „ეკობუსტის“ 3.5-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი აგრეგატია, რომელიც ცისფერი ოვალისვე განცხადებით, „სულ ცოტა“, 350 ცხენის ძალას ავითარებს.


უგზოობის „ბენტლის“ სავარძლების მესამე რიგიც ექნება

Production Bentley EXP 9 F could get optional 3rd row au pair seating
24 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე დასწრებისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ მართალია, ჟენევაში წარმოდგენილი უგზოობის კონცეპტუალურმა EXP 9 F-მა უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა, მაგრამ პოტენციურ მკითხველთა გამოკითხვისას, ათბალიანი სისტემით, 7-10 შეფასება დაიმსახურა. მათმა უმეტესობამ განაცხადა, რომ მისთვის ეს დიზაინი მისაღებია და ის ავტომობილის შეძენისას ხელის შემშლელი გარემოება არ იქნება.

„ფოლკსვაგენმა“ მე-7 თაობის „გოლფის“ ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა

First Official Teasers of New 2013 Volkswagen Golf Mk7
24 აგვისტო
მეშვიდე თაობის „ფოლკსვაგენ გოლფის“ ბერლინურ პრემიერამდე ორი კვირაც არ დარჩა. ავტოსამყარო თავისი ერთ-ერთი ბესტსელერის განახლებას მოუთმენლად ელის. და „ფოლკსვაგენიც“ ცნობისმოყვარეობას ნელ-ნელა გვიკმაყოფილებს. და თან, ფოტო ტიზერებისა და ინფორმაციის მოზრდილ პორციებს გვთავაზობს. გერმანულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ, ახალი ავტომობილის ზოგიერთი მახასიათებელი გამოაქვეყნა, შემდეგ კი მისი ზოგიერთი თავისებურებაც გაგვაცნო.

შუმახერი მე-300 რბოლისთვის ემზადება


Belgian Grand Prix: Michael Schumacher keen to celebrate 300th GP in style
24 აგვისტო
მიხაელ შუმახერი იმედოვნებს, რომ „მერსედესის“ გუნდი მის მე-300 დიდ პრიზს კარგი შედეგით აღნიშნავს. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის დებიუტი ფ1-ში სწორედ ბელგიაში, 21 წლის წინათ შედგა. ერთი წლის შემდეგ კი პირველი გამარჯვებაც იქვე იზეიმა. ამიტომ, საიუბილეო რბოლაში თავის გამოჩენას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კია“ „სოულის“ სპორტულ და ღია ვერსიებს ქმნის

Kia Working On Sporty and Convertible Version of the Soul
24 აგვისტო
კია  ტრეკ’სტერი
როდსაც „კიამ“ თავისი კონცეპტუალური „ტრეკ’სტერი“ პირველად წარმოადგინა, თითქმის ყველამ ივარაუდა, რომ ეს ავტომობილი მალე ბაზარზეც გამოჩნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, კორეულმა კომპანიამ პოპულარული „სოულის“ გამის შექმნისგან თავის შეკავება ამჯობინა. ყოველი შემთხვევისთვის, პირველი თაობის „სოულისთვის“ მაინც...

Thursday, August 23, 2012

„ფორდმა“ „ეკობუსტ“ ძრავი კოსმოსურ ხომალდ „შატლს“ შეადარა

Ford compares 2013 Fusion EcoBoost engine to space shuttle
23 აგვისტო
ახალი „ფორდ ფიუჟენი“ ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ამერიკული კომპანია მის რეკლამირებაზე უკვე დიდი მონდომებით ზრუნავს. ჯერ ერთი, ის უკვე ემზადება ნასქარის სარბოლო სერიის მომავალი სეზონისთვის. მეორეც, მის რეკლამაში ტელევარსკვლავი რაიან სიკრესტი ჩარტეს. მესამეც, „ფიუჟენს“ მუსიკალური ვიდეოკლიპი მიეძღვნა. დაბოლოს, „ფორდმა“ ამ ავტომობილის ძრავი კოსმოსურ ხომალდ „შატლს“ შეადარა...

„ლენდ როვერ ფრილენდერ 2-ის“ უმნიშვნელო სახეცვლილება

2013 Land Rover Freelander 2 / LR2 Receives a Light Makeover
23 აგვისტო
ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ ბაზარზე პოპულარული „ფრილენდერის“ მეორე თაობის მოდელი (იგივე LR2) გამოუშვა, ორი წელი კი მას შემდეგ, რაც ის ბოლოს გადაახალისა. მართლაც რომ გადაახალისა, რადგან ავტომობილს გარეგნული ცვლილებები ნაკლებად ეტყობა. სამაგიეროდ, მის სამსახურში ამიერიდან ახალი, ბენზინზე მომუშავე ტურბოძრავი ჩადგება.

ალონსო: კუბიცას ფ1-ში დაბრუნება სათუოა


F1 return for Kubica uncertain - Alonso
23 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს თქმით, ის დარწმუნებული არაა, რომ რობერტ კუბიცა ფორმულა ერთში დაბრუნებას შეძლებს. პოლონელმა მრბოლმა 2011 წლის სეზონის წინ, იტალიაში გამართულ ადგილობრივი მნიშვნელობის რალის რბოლაში მომხდარ ავარიაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, სარბოლო ტრასაზე არ გამოჩენილა.

ბარიკელოს ფ1-ში დაბრუნება სურს

Barrichello would consider F1 comeback 'invitation'
23 აგვისტო
რუბენს ბარიკელო ფორმულა ერთში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ბრაზილიელი, რომლის ანგარიშზეც 326 დიდ პრიზში მონაწილეობაა, გერმანულ პრესასთან საუბრისას ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად (40 წლისაა), კვლავაც ოცნებობს იმ დროზე, როდესაც ფ1-ის პელოტონში დაიკავებს ადგილს.

„ფოლკსვაგენი“ ფ1-ის გეგმებს უარყოფს


Volkswagen denies 2015 F1 foray reports
23 აგვისტო
„ფოლკსვაგენმა“ უარყო გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ გერმანული კომპანია ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას აპირებს.

Wednesday, August 22, 2012

„ვოლვო“ „მინის“ კონკურენტის გამოშვებას განიხილავს

Stefan Jacoby says Volvo contemplating Mini rival
22 აგვისტო
„ვოლვო“ მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე იმყოფება: შეაბიჯოს პრემიუმ სეგმენტში, თუ ერთი საფეხურით ქვემოთ დარჩეს და შედარებით ხელმისაწვდომი მანქანების წარმოება გააგრძელოს. ორივეს თავისი სირთულეები აქვს. პრემიუმში გერმანელებთან კონკურენცია და იქ დამკვიდრება ძალიან ძნელია. ქვემოთ კი უმკაცრესი კონკურენციაა, სადაც თითქმის ყველა ცნობილი ავტომწარმოებელია ჩაბმული.

„ტრაიდენტ ისენი გრანდ ტურერი“ - დიზელისძრავიანი მოგზაური

Trident to Show New 6.6-liter V8 Diesel-Powered Iceni Grand Tourer at the 2012 Salon Prive
22 აგვისტო
ქალაქ ნორვიჩში (ბრიტანეთი) ბაზირებული კომპანია „ტრაიდენტი“ ბევრისთვის უცნობია და ალბათ, მხოლოდ ბრიტანეთში თუ გაუგიათ მის შესახებ. მისი ერთადერთი მოდელი „ისენი“ კი საკმაოდ უცნაური გარეგნობით გამოირჩევა. მაგრამ ახლახანს კომპანიამ მყიდველს მისი ახალი ვერსია მოუმზადა, რომელსაც აქვს ისეთი რამ, რაც აუცილებლად გაგაოცებთ.

„კადილაკი“ თავის მომავალს ისევ ტიზერებით გვაცნობს

Cadillac “Glamour” Concept Comes Into Focus with Speculative Coupe Renderings
22 აგვისტო
თუმცა, წინა ფოტო ტიზერისგან განსხვავებით, მეორეზე უფრო კარგად ჩანს მომავალი „გლამურული“ (როგორც თავად კადილაკი მოიხსენიებს) ავტომობილის სტილი და ძარის ტიპი. აქედან გამომდინარე, გარკვეული ვარაუდების გაკეთებაც შეიძლება. ამერიკული პრემიუმ კომპანიის (რომელიც ჯენერალ მოტორსის ოჯახის წევრია) ახალ დიზაინ სტილს, დევიზით „ამერიკული გლამური ამერიკულ ტექნოლოგიებს შეესაბამება“, პირველად სწორედ ამ ახალ ავტომობილზე ვნახავთ. თუმცა ტიზერზე რაც ჩანს, იმას ადვილად მიამსგავსებთ კონცეპტუალურ „სიელს“, რომელიც „კადილაკმა“ შარშან გვიჩვენა.

Tuesday, August 21, 2012

„ფოლკსვაგენი“ კომპანიებზე შოპინგს წყვეტს

VW Group Works Council Chief Says the Automaker Should Stop its Shopping Spree
21 აგვისტო
ის, რაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს სურს, ღებულობს კიდეც არამხოლოდ ისეთი კომპანიებისგან, როგორებიც „სეატი“ და „შკოდაა“, არამედ ისეთი ძვირფასი ავტომობილების მწარმოებლებისგანაც, როგორებიც „ლამბორგინი“, „ბუგატი“, „ბენტლი“ და ახლა უკვე „პორშეა“, ასევე სატვირთოების მწარმოებელი „მან-ისა“ და „სკანიასგანაც“.

„ტოიოტა კოროლა“ წლის მსოფლიო ბესტსელერია

Discover the Top 150 best-selling models!
21 აგვისტო
წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, სედანი „ტოიოტა კოროლა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. საინტერნეტო გამოცემა „ბესტ სელინგ ქარზ ბლოგის“ ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ ამ პერიოდში ზუსტად 586 381 „კოროლა“ გაჰყიდა.

„მაკლარენი“ vs უსაინ ბოლტი (რიცხვების თამაში)


9.63s – a numbers game
21 აგვისტო
კუს და აქილევსის (მეცნიერული პარადოქსია ასეთი) შეჯიბრის ამბავი ხომ გახსოვთ? ამ პარადოქსის მიხედვით, გარკვეული პირობების დაცვით, თავისი დროის საუკეთესო მორბენალი აქილევსი ვერასდროს დაეწევა კუს... ეს ისტორია იმისთვის მოვიყვანეთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი მანქანის და ადამიანის შეჯიბრება აშკარად უთანასწოროდ მოსჩანს, თუმცა „ვოდაფოუნ მაკლარენ მერსედესმა“ ისინი ვირტუალურად მაინც შეაჯიბრა ერთმანეთს. ამას შეჯიბრიც არ ჰქვია. უბრალოდ, ბრიტანულმა კომპანიამ ძალიან საინტერესო ვირტუალური პარალელები გაავლო.

„ლენდ როვერი“ და „ბოულერი“ ოფიციალურად დამეგობრდნენ (ვიდეო)

Bowler Formalizes its Partnership with Land Rover, Hints at More Production Models
21 აგვისტო
„ბოულერი“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც „ლენდ როვერის“ ავტომობილების სარბოლი ვერსიების წარმოებაზეა სპეციალიზებული. წლების განმავლობაში, ის სწორედ „ლენდ როვერის“ ლიცენზიით მუშაობს. ამ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა იმდენად მჭიდროა, რომ ბევრს შეიძლება ჰგონებოდა, რომ ისინი ერთი სტრუქტურის ნაწილებია. მაგრამ ასე არ იყო...

„მაკლარენის“ ტელემეტრია სამკურნალოდ


How F1 wizardry that helps Jenson Button go faster is saving children in intensive care
21 აგვისტო
ზაფხულის არდადეგების დროს, „მაკლარენმა“ თავისი სარბოლო ტელემეტრიული სისტემა, სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენა. ფ1-ის გუნდმა ექსპერიმენტისთვის ბირმინგემის საბავშვო ჰოსპიტალი აირჩია. გაზეთ „დეილი მეილის“ პუბლიკაცია გვამცნობს, რომ ექიმებმა და სარბოლო ინჟინრებმა, სისტემა, რომელიც რბოლის დროს მანქანის მდგომარეობას აკონტროლებს, პაციენტის მდგომარეობის საკონტროლოდ მომართეს.

Monday, August 20, 2012

„ტოიოტამ“ ახალი „აურისი“ და „აურის ჰიბრიდი“ გაგვაცნო

All-New 2013 Toyota Auris and Auris Hybrid Unveiled In Advance of Paris Motor Show
20 აგვისტო
„ტოიოტამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის ახალ კომპაქტურ ჰეჩბეკ „აურისის“ ფოტოები და მახასიათებლები, ავტომობილისა, რომელმაც კონკურენცია „ფოლკსვაგენ გოლფს“ და „ფორდ ფოკუსს“ უნდა გაუწიოს და რომელიც ევროპის გარეთ, ზოგიერთ ბაზარზე, „კოროლას“ სახელით იყიდება. ევროპის ბაზარზე „აურისი“ იაპონური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, მისი ახალი თაობის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება, სადაც ის ასევე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილიც წარსდგება.

„ბენტლიმ“ ახალი ღია „მულსანის“ ესკიზები გამოაქვეყნა

Bentley Previews New Mulsanne Convertible Concept, Shows Real Life Model to a Select Few
20 აგვისტო
სამი წლის წინ, „ბენტლი მულსანმა“ პირველად სწორედ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიარა, ამჯერად კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალმა ბრიტანულმა კომპანიამ, რჩეულ კლიენტურას რეალური ავტომობილი უჩვენა. სამწუხაროდ, ამ ელიტური ჩვენებისას, „ბენტლიმ“ ფოტოების გადაღების საშუალებაც არავის მისცა. უბრალო მოკვდავთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მხოლოდ ესკიზები გაიმეტა.

ნიუი 2014 წლის სეზონში ძრავების დომინირების მოლოდინშია

Newey expects engine performance to become dominant differentiator from 2014
20 აგვისტო
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს, რომ ძრავებზე ახალი რეგლამენტის ამოქმედების სეზონში (2014), გუნდების კონკურენტუნარიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ძრავები იქნება. როგორც ცნობილია, 2014 წლიდან გუნდები V6 ტურბოძრავების გამოყენებაზე გადავლენ და სავარაუდოდ, ძრავების მწარმოებლები ერთნაირი მახასიათებლების მქონე აგრეგატების შემუშავებას ვერ შეძლებენ.

ახალი „ვაიპერი“ სპეცვერსიით იწყებს


New 2013 SRT Viper GTS Launch Edition Inspired by its Predecessors
20 აგვისტო
ცოტა გასაკვირია, მაგრამ „კრაისლერის“ ჯგუფის კომპანია SRT-მ (სტრიტ ენდ რეისინგ ტექნოლოჯი), უახლესი „ვაიპერის“ დაწყებამდე, ბაზარზე ამ ავტომობილის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. ეს ავტომობილი, სახელად „SRT ვაიპერ GTS ლონჩ ედიშნ“, პირველად პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარსდგა.

„კია“ სრულგაბარიტიან ოთხკარიან კუპეზე მუშაობს


Kia Working on Mercedes CLS Rival
20 აგვისტო
ბოლო წლებში, კორეულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის დიზაინი დახვეწეს და კომფორტის საშუალებებით აღჭურვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ავტომობილები მყიდველს ყველაზე მეტად ისევ დაბალი ფასის გამო იზიდავს. თუმცა, „ჰიუნდაის“ უკვე დაწყებული აქვს პრემიუმ დონის მოდელების წარმოება, „კია“ კი ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. ორივე კი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ გერმანულ კომპანიებს, როგორებიც „ოპელი“ და „ფოლკსვაგენია“.