Saturday, September 8, 2012

ალონსო ადვილ პოულს ელოდა

Fernando Alonso says Monza pole would have been 'easy' for Ferrari
8 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ ამ სეზონში პოულის მოპოვების „უადვილესი“ შანსი დაკარგა, რადგან იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლო სწრაფ წრეზე, მის მანქანაზე უკანა საკიდარის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი გატყდა. ალონსოს რეალური შანსი ჰქონდა, ამ სეზონში მესამე პოული მოეპოვებინა - კვალიფიკაციის პირველ ორ სეგმენტში საუკეთესო დრო სწორედ მას ჰქონდა.

კუბიცა ფორმულა 1-ში დაბრუნებას იმედოვნებს

Robert Kubica still aiming for Formula 1 return
8 სექტემბერი

რობერტ კუბიცა კვლავაც იმედოვნებს, რომ ოდესღაც მაინც შეძლებს ფორმულა ერთში დაბრუნებას. და დასძენს, რომ სანამ მიხვდება, შეძლებს თუ არა ამას, გრძელი გზა აქვს გასავლელი. პოლონელი მრბოლი ახლახანს პირველად მიუჯდა სარბოლი ავტომობილის საჭეს - „სუბარუ WRC“ ავტომობილით, იტალიაში, რონდე გომიტოლო დი ლანა რალიში ასპარეზობს.

დათა ქაჯაიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა


8 სექტემბერი
დათა ქაჯაია გამარჯვებათა სერიას აგრძელებს. ამჯერად მან საფრანგეთის ქალაქ ნოგაროში, ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიის ბოლოსწინა, მე-6 ეტაპის პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. ეს ევროპულ ტრასებზე ქაჯაიას მესამე გამარჯვებაა, რომელთაგან წინა ორი საფრანგეთის დიჟონსა და ჰოლანდიის ცანდფოორტში მოიგო.

„ფორდ ფიესტა“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტითაც აღიჭურვა


Ford Fiesta Facelift Gets 1.0-liter EcoBoost Engine, SYNC Multimedia and MyKey
8 სექტემბერი
„ფორდი“ ძალიან აქტიურობს. განსაკუთრებით კი ევროპულ ბაზარზე, სადაც ჯერჯერობით, მისი ბიზნესი წაგებიანია, მაგრამ ეს ნაწილობრივ მთლიანად ბაზრის კლებითაცაა განპირობებული და არა ამერიკული კომპანიის პროდუქციის არაკონკურენტულობით. და მაინც, ცისფერი ოვალი მუდმივად ზრუნავს თავისი ავტომობილების განახლებაზე.

უძველესი გადარჩენილი „ფორდი“ აუქციონზე გაიყიდება

Oldest remaining Ford is up for sale... yet again
8 სექტემბერი

ამ ავტომობილის ხელში ჩაგდებას, ნებისმიერი ავტო კოლექციონერი ინატრებდა. მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში, ის უკვე ორჯერ გაიტანეს აუქციონზე და ორივეჯერ უშედეგოდ. ეს არის 1903 წელს გამოშვებული „ფორდ მოდელ A“, ამერიკული კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი სამი ავტომობილიდან ერთ-ერთი. ამ 109 წლის განმავლობაში, მას მხოლოდ ხუთი მფლობელი ჰყავდა. მაგრამ მეექვსე არა და არ ეღირსა.

ჰამილტონი პოულზეა, „მაკლარენი“ - წინა რიგში (ვიდეო)

Hamilton on pole for Italian Grand Prix
8 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი იტალიის დიდ პრიზს მოწინავე პოზიციიდან დაიწყებენ. მიმდინარე სეზონში მესამედ ხდბა, რომ პირველ რიგში ერთი გუნდის პილოტები დგებიან და მესამედაც ეს „მაკლარენის“ პილოტები არიან (პირველი ორი საკვალიფიკაციო დუბლი ავსტრალიასა და მალაიზიაში ჰქონდათ). თან, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, მესამედაც პოულზე ჰამილტონი იდგება.

„ლამბორგინი რევენტონი“ 9500 დოლარად (ვიდეო)

Chinese Man Builds Himself a $9,500 Lamborghini Reventon Out of Old Car Parts and Iron
8 სექტემბერი
„ლამბორგინის“ მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, მათგან ყველაზე ძვირ „რევენტონს“ კი მთელს მსოფლიოში თითო-ოროლა ადამიანი თუ შეიძენს და ამისათვის მინიმუმ 2 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, ახლახანს ამ ავტომობილის რეპლიკის 9 500 დოლარად შეძენის შესაძლებლობა გაჩნდა...