Wednesday, August 1, 2012

„პორშე 918 სპაიდერი“ „მარტინის“ ფორმაში

Porsche Seals Deal with Martini to Offer Special Racing Livery on 918 Spyder Plug-in Hybrid
1 აგვისტო

ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, მაგრამ უკვე ორი წელია, მასზე ინფორმაციას პრესაში ხშირად შეხვდებით. თუმცა, გასაკვირი ამაში არაფერია - ეს ხომ „პორშეს“ ახალი ავტომობილია, სუპერ ავტომობილი, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება და მიუხედავად ამისა, თავის კლასში ბევრს ფორას მისცემს. უფრო მეტიც, საწვავის ხარჯის მაჩვენებლით, მიკრო ავტომობილებსაც კი აჯობებს. მოკლედ, ნამდვილი საოცრება იქნება...

„მინი“ სამკარიან ქროსოვერ „პეისმენს“ პარიზში გვიჩვენებს


MINI Prepares us for the New Paceman Crossover
1 აგვისტო
„მინიმ“ ინტერნეტით გაავრცელა ფოტოები თავისი ახალი ავტომობილისა, რომლის პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ავტომობილი სამკარიანი ქროსოვერია, სახელად „პეისმენ“. ფოტოებზე ის პრაქტიკულად უკამუფლაჟოდ, ტესტირების პროცესშია გამოსახული. შენიღბული მხოლოდ მანქანის უკანა ნაწილია.

„სონატა“ მხოლოდ ჩინეთისთვის

Hyundai tries to revive momentum with new China-only car
1 აგვისტო
მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ბაზარზე გაყიდვებს ზრდის, „ჰიუნდაის“ იქაური ბაზრის წილი მაინც შეუმცირდა. თუმცა, კორეული კომპანია ამასთან შეგუებას არ აპირებს და ცისქვეშეთისთვის, თავის პოპულარულ საშუალო ზომის სედან „სონატას“ მომცრო, გამარტივებულ და შესაბამისად, გაიაფებულ ვარიანტს ამზადებს. წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია სააგენტო როიტერსს მიაწოდა, ახალ ავტომობილს „სონატა-ლაიტად“ მოიხსენიებს.

„ფორდ ფიესტა მეტალ“ - შეზღუდული რაოდენობით ავსტრალიისთვის


Limited Edition Ford Fiesta Metal Coming to Australia
1 აგვისტო
სანამ ტემპერამენტიანი სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტი, „ფორდისგან“ მის ყველაზე პოპულარულ მოდლ „ფიესტას“ ST ვერსიას ელის, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის თაყვანისმცემლებს სპეცვერსიებით იზიდავს. მორიგ ასეთ ავტომობილს, „შეზღუდული გამოშვების ფიესტა მეტალი“ ეწოდა და ის ავსტრალიის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.