Wednesday, August 15, 2012

„ჰიუნდაი ჯენეზის სედანი“ დიდ ძრავებზე უარს ამბობს


2013 Hyundai Genesis Sedan Drops 4.6L and 5.0L V8
15 აგვისტო
ოთხი წელია, რაც „ჰიუნდაი“ ლუქსის კლასის სედან „ჯენეზისს“ აწარმოებს, რომელსაც განახლების დრო უახლოვდება. თუმცა, სანამ ეს მოხდება, კორეულმა კომპანიამ არსებულ მოდელში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. კერძოდ, მის საბაზო ვერსიას აღარ აღჭურვავენ დიდი, V8 ძრავებით. „ჯენეზისის“ ერთადერთი მოდიფიკაცია, რომელიც V8 აგრეგატს მიიღებს, „R-სპეცია“.

„მონსტერ“ ტაძიმა და მისი ელექტრომობილი პაიკს პიკზე (ვიდეო)

Watch Monster Tajima's new electric race car whir up Pikes Peak
15 აგვისტო
ნობუჰირო ტაძიმას ზედმეტსახელად მონსტრს ეძახიან... რატომ? იმიტომ, რომ პაიკს პიკის ურთულესი და ძალიან საშიში რბოლა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო და თანაც, ორჯერ ტრასის რეკორდიც დაამყარა, მათ შორის, მეორედ შარშან. ჰოდა, მობეზრდა ამ „მონსტრს“ თავის თავთან შეჯიბრი და ამჯერად ელექტრომობილით იასპარეზა. თანაც, უბრალო სტატისტობას კი არ აპირებდა, მეშვიდე გამარჯვება ჰქონდა დაგეგმილი და არც რეკორდზე იტყოდა უარს.