Saturday, March 17, 2012

„ლოტუსს“ „მერსედესთან“ უკანა ფრთაზე მოლაპარაკება სურს

Lotus wants discussion over Mercedes's DRS-activated F-duct
17 მარტი
„ლოტუსის“ შეფ ერიკ ბულიეს (ფოტოზე) სურს, რომ „მერსედესის“ უკანა ფრთის საკითხზე, გერმანულ გუნდთან და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურ კომისიასთან მოლაპარაკება ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლამდე გამართოს და ყველა სადაო საკითხი, ყოველგვარი გართულების გარეშე გადაიჭრას. „ლოტუსის“ ამ პოზიციას „რედ ბულ რეისინგიც“ იზიარებს.

გროჟანი იმედოვნებს, რომ „ლოტუსი“ ფორმას მთელი სეზონი შეინარჩუნებს

Romain Grosjean hopeful Lotus form will last all season long
17 მარტი
სეზონის პირველი კვალიფიკაციის ნამდვილი სენსაცია „ლოტუსის“ რომენ გროჟანმა შემოგვთავაზა. ტესტებზე გამოჩნდა, რომ „ლოტუსი“ კარგადაა მომზადებული და რა თქმა უნდა, კარგ შედეგს ყველა კიმი რაიკონენისგან ელოდა, მაგრამ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა კვალიფიკაცია პირველივე ეტაპზე დაასრულა. გროჟანმა კი, ვისთვისაც ათეულში გასვლაც წარმატებად ჩაითვლებოდა, „მაკლარენების“ გარდა ყველას აჯობა...

ჰამილტონი „მაკლარენის“ უპირატესობით გაოცებულია

Australian GP poleman Lewis Hamilton surprised by McLaren's gap to rivals
17 მარტი
ლუის ჰამილტონი აღიარებს, რომ ის არამხოლოდ იმითაა გაოცებული, რომ ავსტრალიის დიდი პრიზის პოული მოიგო, არამედ იმითაც, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს დიდი სხვაობით აჯობა. ბრიტანელმა დაახლოებით 0.7 წამით აჯობა მარკ უებერს და სებასტიან ფეტელს. „მაკლარენმა“ კი კვალიფიკაცია დუბლით მოიგო - მეორე სასტარტო პოზიცია ჯენსონ ბატონმა დაიკავა.

მასა: „ფერარი“ უარეს ფორმაშია, ვიდრე გვეგონა

Felipe Massa says Ferrari's form worse than expected
17 მარტი
ფელიპე მასა შიშობს, რომ „ფერარი“ იმაზე უარეს ფორმაშია, ვიდრე ტესტების შემდეგ მოელოდნენ. ბრაზილიელმა ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მე-16 შედეგით დაასრულა. მასზე თითქმის ერთი წამით სწრაფი იყო მისი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო, თუმცა კვალიფიკაციის მეორე ეტაპზე შეცდომა დაუშვა და ასპარეზობა ტრასის მიღმა, მე-12 შედეგით დაასრულა.

რაიკონენმა შეცდომა აღიარა

Kimi Raikkonen admits error cost him a place in Q2 duriing Oz GP qualifying
17 მარტი
კვალიფიკაციაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მის მანქანას იმის პოტენციალი გააჩნია, რომ რბოლაში საგრძნობლად წინ წაიწიოს. ამასთან, „ლოტუსის“ ფინელი ვარსკვლავი დასძენს, რომ კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე მომხდარი ინციდენტი, რომლის გამოც, მან ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა, საკუთარი შეცდომის ბრალია.

სეზონი ჰამილტონის პოულით დაიწყო

Hamilton on pole for Australian Grand Prix
17 მარტი
ჰამილტონს გროჟანი ულოცავს
ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონის დასაწყისს საუკეთესოდ მომზადებული შეხვდა „მაკლარენი“, რომლის მრბოლებმაც, ავსტრალიის დიდი პრიზის სასტარტო მოწინავე პოზიციები დაისაკუთრეს. კარგ ფორმაში არიან „რედ ბული“ და „მერსედესი“, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიულ გუნდს რეგრესი ეტყობა.