Wednesday, August 8, 2012

„ლენდ როვერის“ უახლოესი გეგმები

New Range Rover Family to Debut in Paris
8 აგვისტო

რამდენიმე თვის წინათ, „იაგუარმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს ქროსოვერების წარმოებას - ამას ჩვენი პარტნიორები უკეთ აკეთებენ „ლენდ როვერშიო“. მართალიცაა, ეს კომპანია ერთმანეთის მიყოლებით, ათასნაირ კონკურსს იგებს უგზოობის ავტომობილების კლასებში. ბრიტანეთი კი ამ მარკით ტყუილად არ ამაყობს.

„მაკლარენისთვის“ V12 ძრავები წარსულია


McLaren dismisses V12 engines as "a thing of the past"
8 აგვისტო
V12 კონფიგურაციის ძრავები სუპერ ავტომობილებთან ასოცირდება. ასე იყო ძველადაც, როდესაც „ლამბორგინი“ ლეგენდარულ „მიურას“ და „კოუნტაჩს“ აწარმოებდა და ასეა ახლაც, როდესაც „ფერარი“ FF-ს უშვებს, „პაგანი“ კი - „ჰუაირას“. მათ შორის ადრე „მაკლარენიც“ იყო, რომელიც „ბეემვეს“ წარმოების 6.1-ლიტრიან 618-ცხენისძალიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღჭურვილ F1-ს აწარმოებდა.

„პორშე პაიუნი“ მხოლოდ V6 ძრავებით აღიჭურვება

2017 Porsche Pajun to Get Only V6 Engines
8 აგვისტო
„პორშეს“ სამოდელო გამა თვალსა და ხელს შუა იზრდება. მალე მას სამი ახალი წევრი - ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი „918 სპაიდერი“, უგზოობის „მაკანი“ და ცოტა გვიან, „პანამერაზე“ მცირე ზომის სედანი შეემატება. თუ პირველ ორს სახელი უკვე აქვს, მესამეს ჯერჯერობით „პაიუნად“ მოიხსენიებენ, რაც პატარა „პანამერას“ ნიშნავს.